21 მაისი 2025 წელი
ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა წარმოადგინა დოკუმენტური ფილმი - როგორ იდგმებოდა საბალეტო სპექტაკლი „ ჩხიკვთა ქორწილი “ .
2023 და 2024 წლებში ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სასწავლებელმა გამართა გამოსაშვები საღამო, სადაც წარმოდგენილი იქნა ახალი, ქართულ მოტივებზე შექმნილი ბალეტი „ ჩხიკვთა ქორწილი “ /ვაჟა ფშაველას ნაწარმოების „ ჩხიკვთა ქორწილი “ - ის მიხედვით/.
ფილმის ქრონომეტრაჟი 90 წუთი
მუსიკა: ზურაბ ნადარეიშვილი
დამდგმელი ქორეოგრაფი: ალექსეი ფადეეჩევი
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტები: ქეთი მოწონელიძე, ტატიანა როსტარგუევა
მხატვარი: ანა მგალობლიშვილი
სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ანანიაშვილი
სპექტაკლი გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით
|