ახალი ამბები         დოკუმენტური ფილმი "ბალეტი საქართველოში"         საბალეტო ლექსიკონი        
ნინო ანანიაშვილი
სამხატვრო ხელმძღვანელი

ზვიად ბაქრაძე
სასწავლებლის დირექტორი

ახალი ამბები

11 აპრილი 2024 წელი
TV იმედის დილის ეთერში - "იმედის დილა""გავიდა სიუჟეტი, სადაც გაშუქდა იტალიის ქალაქ ლეჩეში DOMENICO MODUGNO სახელობის საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე სსიპ ვ.ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის და მოსწავლეების წარმატებები.
ვიდეო

10 აპრილი 2024 წელი
პირველი არხის დილის ეთერში -"ახალი დღე" გავიდა სიუჟეტი, სადაც გაშუქდა იტალიის ქალაქ ლეჩეში DOMENICO MODUGNO სახელობის საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე სსიპ ვ.ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის და მოსწავლეების წარმატებები.
ვიდეო

5 აპრილი 2024 წელი
შეხვედრა მწერალ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილთან. შეხვედრის თემა : ნ. დუმბაძის შემოქმედება და პირადი ცხოვრება.
მონაწილეობდნენ : სწავლების მესამე, მეოთხე და მეხუთე წლის მოსწავლეები
ფოტოკადრები

29 მარტი 2024 წელი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მცირე სცენაზე გაიმარტა შეხვედრა ქ-ნ ნინო ანანიაშვილთან
საუბრის თემა: ბალეტი და ეროვნება
საუბარი მიჰყავდა ბალეტის კრიტიკოს ისმენე ბრაუნს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სასწავლებლის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე სწავლების წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

18 - 28 მარტი 2024 წელი
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლეებმა, იტალიის ქალაქ ლეჩეში DOMENICO MODUGNO სახელობის საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე დიდი წარმატებით იასპარეზეს. პირველი ადგილი და ოქროს მედალი კლასიკურ ვარიაციებში: თათა გრიგოლაშვილი, მარი ყულიჯანიშვილი; პირველი ადგილი და ოქროს მედალი კლასიკურ ცეკვაში. ორეული: ელენე შველიძე, ემმა ჩერნიშოვა; პირველი ადგილი და ოქროს მედალი ჯგუფურ ცეკვაში: თეა გადაბაძე, ნატალია კანდელაკი, კატო თანიაშვილი; ვერცხლის მედალი და მეორე ადგილი კლასიკურ ვარიაციაში: ემმა ჩერნიშოვა; მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი თანამედროვე ცეკვაში : მარი ყულიჯანიშვილი; ბრინჯაოს მედალი და მესამე ადგილი კლასიკურ ვარიაციაში : ნუცა ბურჭულაძე ;ბრინჯაოს მედალი და მესამე ადგილი კლასიკურ ცეკვაში. ორეული: მარიამ ჩიტალაძე, თამარ კაკაშვილი;
აღსანიშნავია, რომონკურსში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების ( იტალია, ტაივანი, პერუ, , სომხეთი, მექსიკა,დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, კვიპროსი, იაპონია, ლატვია, საქართველო, აშშ, რუმინეთი, ტაილანდი და სხვა) საბალეტო სასწავლებლებს შორის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელმა მესამეჯერ მოიპოვა საუკეთესო საბალეტო სკოლის ტიტული (პირველად 2018 წელს ლატვიის ქალაქ რიგაში “ EVENTUS” საერთაშორისო ფესტივალზე, მეორედ 2023 წელს-იტალიის ქალაქ ლეჩეში „DOMENICO MODUGNO“ სახელობის საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე)
ფოტოკადრები

21 მარტი 2024 წელი
სასწავლებელში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების პირველი და მეოთხე წლის მოსწავლეები
ფოტოკადრები

18 მარტი 2024 წელი
სასწავლებელში ჩატარდა ღია გაკვეთილი სახასიათო ცეკვაში.
მონაწილეობდნენ სწავლების მე-6 წლის მოსწავლეები
ფოტოკადრები

16 მარტი 2024 წელი
ჩვენი სკოლა მონაწილეობდა ძველი თბილისის რაიონულ კონფერენციაზე.
ფოტოკადრები

9-10 მარტი 2024 წელი
ჭაბუკიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი
გალაში მონაწილეობა მიიღეს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელის მოსწავლეებმა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის მსახიობებმა.
27 თებერვალს ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადებიდან 114 წელი შესრულდა!
ფოტოკადრები ვიდეო 1 ვიდეო 2 ვიდეო 3

6 მარტი 2024 წელი
თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, ახალგაზრდული პარლამენტის ორგანიზებით "ნიჭიერთა საღამო" გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩვენი სასწავლებლის სწავლების VI წლის მოსწავლეები: თათია გულიშვილი, თეკლა ნოზაძე და ნანი კოშკელოვი.
გოგოებმა უნიჭიერეს მოსწავლეებს შორის ღირსეულად წარადგინეს ჩვენი სასწავლებელი.
ფოტოკადრები

5 მარტი 2024 წელი
სასწავლებელში ჩატარდა ლექცია-სემინარი, სადაც განხილული იყო გენდერული თანასწორების პრინციპები. აღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა დედის დღეს და ქალთა საერთოშირო დღეს.
მონაწილეობდნენ სწავლების მე-5 წლის მოსწავლეები
ფოტოკადრები

4 მარტი 2024 წელი
სასწავლებელში ჩატარდა ლექცია- სემიანარი ინკლუზიური ხელოვნების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების თაობაზე.
მონაწილეობდნენ სწავლების მე-5 წლის მოსწავლეები
ფოტოკადრები

27 თებერვალი 2024 წელი
ვ.ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის მოსწავლეები ესტუმრნენ გამოჩენილი მოცეკვავის, ბალეტმაისტერისა და პედაგოგის - ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმს, გაეცნენ ისტორიული ფიგურის ცხოვრებისა და შემოქმედების ურთულეს გზას, რითაც პატივი მიაგეს ვახტანგ ჭაბუკიანის ხსოვნას...
მადლობას ვუხდით მუზეუმის ადმინისტრაციას გულითადი მიღებისათვის!
ფოტოკადრები

27 თებერვალი 2024 წელი
მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ვ.ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის მოსწავლეებმა, ტრადიციისამებრ, პატივი მიაგეს გამოჩენილი მოცეკვავის, ბალეტმაისტერისა და პედაგოგის - ვახტანგ ჭაბუკიანის ხსოვნას
ფოტოკადრები

27 თებერვალი 2024 წელი
ვახტანგ ჭაბუკიანის დამსახურება ქართული საბალეტო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით უდიდესია!
რეფორმატორი, რომელმაც საბალეტო ხელოვნებაში მამაკაცის როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა და გმირული სახე მიანიჭა. როგორც მოცეკვევამ, ბალეტმაისტერმა და პედაგოგმა მან დააკავშირა ერთმანეთთან საბალეტო კლასიკა და ქართული ხალხური ცეკვა, რითაც ეროვნული კლასიკური ბალეტის სკოლა შექმნა.
ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედებით ცხოვრებასა და ღვაწლზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი...
დღეს, 27 თებერვალს, აღვნიშნავთ ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების დღეს, რომლის უკვდავ სახელსაც თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი ამაყად ატარებს!
ფოტოკადრები   ვიდეო

24 თებერვალი 2024 წელი
ბალეტის მოყვარულთა საზოგადოება, ქალბატონ ნინო ანანიაშვილის ინიციატივით, დაესწრო ვახტაგ ჭაბუკიანისადმი მიძღვნილ გალა კონცერტის მოსამზადებელ რეპეტიციას ოპერისა და ბალეტის თეატრის მცირე სცენაზე.
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების მე-4, 6, 7, 8 მოსწავლეები
ფოტოკადრები

19 თებერვალი 2024 წელი
ღია გაკვეთილი მსახიობის ოსტატობაში, სადაც წარმოდგენილი იქნა მინიატურა: "მერხი მოსწავლის გარეშე", რომელიც პასუხობს აქტუალურ თემას მოსწავლეთა ბულინგს.
მონაწილეობდნენ სწავლების მე-5 წლის მოსწავლეები
ფოტოკადრები

12 თებერვალი 2024 წელი
ხელოვნების მუზეუმი
შემეცნებითი ტური
სასწავლებლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ხელოვნების მუზეუმის ფონდებში დაცული ძველი და თანამედროვე ქართული თეატრის, კინოს, მუსიკის და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი უმდიდრესი მასალა: თეატრალური კოსტიუმები, აფიშები, პროგრამები, თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების კოლექციები და სხვა. მათ ასევე შესაძლებლობა მიეცათ ენახათ ქართული ანიმაციური ფილმი "ჭირი" , რომელმაც 1984 წელს კანის ფესტივალზე "ოქროს პალმის რტო" მიიღო , როგორც ფესტივალის საუკეთესო მოკლემატრაჟიანმა ფილმმა
მონაწილეობდნენ სწავლების მე-5 წლის მოსწავლეები
ფოტოკადრები

10 თებერვალი 2024 წელი
სასწავლებელში ჩატარდა ლექცია-გაკვეთილი მოსწავლეთა და ახალგაზრდა პედაგოგებისთვის ვაგანოვას მეთოდის შესახებ.
ფოტოკადრები

6 თებერვალი 2024 წელი
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სასწავლებელმა უმასპინძლა მწერალ თამარ გეგეშიძეს, სადაც მწერალმა ისაუბრა კითხვის მნიშვნელობაზე და უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს.
ფოტოკადრები

29 დეკემბერი 2023 წელი
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლეები სტუმრად ტვ პირველის წინასაახალწლო ეთერში გადაცემაში პირველამდე, ნინო არაზაშვილთან და ონისე ონიანთან ერთად.
მონაწილეობდნენ სწავლების მე-4 და მე-7 წლის მოსწავლეები
ვიდეო

27 დეკემბერი 2023 წელი
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლეები, პატარა პერფორმანსით წარსდგნენ ჟურნალ "GLOSSY" ის ახალი ნომრის პრეზენტაციაზე. ჯადოსნური საღამო გაიმართა glarros Old Town-ში
ფოტოკადრები

2 დეკემბერი 2023 წელი
სასწავლებლის მოსწავლეები სტუმრად თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლაში.
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების მე-4, 6, 7 წლის მოსწავლეები
ფოტოკადრები

29-30 ნოემბერი 2023 წელი
თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია)
ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტი.
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების მე-4, 6, 7 წლის მოსწავლეები
ფოტოკადრები

14,15,17,18,19 ნოემბერი 2023 წელი
თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
პრემიერა — ბალეტი "ბაიადერა".
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების 7 და 8 წლის მოსწავლეები
ფოტოკადრები

28, 29, 31 ოქტომბერი 2023 წელი
თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ბალეტი "დონ კიხოტი".
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების მე- 3, 4, 7, 8 წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

27, 28, 29, 30 სექტემბერი - 1 ოქტომბერი 2023 წელი
თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ბალეტი "გედების ტბა".
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების მე- 7, 8 წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

23 სექტემბერი 2023 წელი
ქალბატონ ნინო ანანიაშვილის ინიციატივით,საბალეტო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მოცეკვავე, არგენტინელი ხულიო ბოკა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ცისფერ დარბაზში, შეხვდა საბალეტო დასის სოლისტებსა და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლეებს. გაიმართა ლექცია-სემინარი.
მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების -მე- IV, V, VI, VII, VIII წლის მოსწავლეები
ფოტოკადრები

1    2    3    4    5    6    7    8    9    10    11    12    13    14    15    16    17    18    19    20
Intro
ახალი ამბები
საბალეტო ლექსიკონი
დოკუმენტური ფილმი
"ბალეტი საქართველოში"

 
სასწავლებლის გამოსაშვები სპექტაკლები
საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის
თავგადასავალი საქართველოში

 
ინფორმაცია
სასწავლებლის 20 წლის
გაწეული მუშაობის ანგარიში
MoTuWeThFrSaSu
კონტაქტი:

ვ. ვეკუას 1, 0105 თბილისი, საქართველო
ტელ: 98 60 41, 93 12 63,
ტელ../ფაქსი (+ 99532 ) 98 86 49
e-mail:balletschoolge@gmail.com
ballet_zuka@yahoo.com

გამოხმაურება






© Copyright 2007 V. Chabukiani Tbilisi Ballet Art State School .
Site created 2007.Tbilisi.Georgia