ახალი ამბები         დოკუმენტური ფილმი "ბალეტი საქართველოში"         საბალეტო ლექსიკონი        
ნინო ანანიაშვილი
სამხატვრო ხელმძღვანელი

ზვიად ბაქრაძე
სასწავლებლის დირექტორი

ახალი ამბები

5 ივლისი 2022 წელი
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებელს ესტუმრა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ენსინიტას ბალეტის აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი საიატ ასატრიანი, მან სასწავლებლის მოსწავლეებს ჩაუტარა მასტერ-კლასი წყვილთა ცეკვაში.
ფოტოკადრები

1 ივლისი 2022 წელი
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლეთა საკონცერტო პროგრამა ოპერისა და ბალეტის თეატრში, ქალბატონ ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით.
საკონცერტო პროგრამას ესწრებოდა ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოების უცხოელი და ქართველი წარმომადგენლები.
ფოტოკადრები

11, 12, 14, 15 ივნისი 2022 წელი
თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
სერგეი პროკოფიევი. ბალეტი "რომეო და ჯულიეტა"
მონაწილეობდნენ სწავლების VI, VII, VIII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

8 ივნისი 2022 წელი
სსიპ ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში 2021-2022 სასწავლო წელი სრულდება მიმდინარე წლის 15 ივნისს. ამჟამად სასწავლებელში მიმდინარეობს შემდეგი აქტივობები:

  • სწავლების პირველ წელზე და მოსამზადებელ ჯგუფებში მისაღები გამოცდები;
  • სწავლების მეექვსე წელზე შესარჩევი ტურები (განხრების მიხედვით).

1 ივნისი 2022 წელი
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სასწავლებელში ჩატარდა ლექცია სემინარი თემით "ბავშვთა უფლებები და მათი კეთილდღეობა"
მონაწილეობდნენ სწავლების V წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

24 მაისი 2022 წელი
სასწავლებელში ჩატარდა დამამთავრებელი გამოცდები და ამაჟად მიმდინარეობს წლიდან -წელზე გადასაყვანი გამოცდები.
ფოტოკადრები

18, 19, 20, 21, 22 მაისი 2022 წელი
თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
პრემიერა. ალექსი მაჭავარიანის ბალეტი "ოტელო"
მონაწილეობდნენ სწავლების VI, VII, VIII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

17 მაისი 2022 წელი
ქორეოგრაფ ტანია ფატეევას და სასწავლებლის პედაგოგის ერთობლივი პერფორმანსი "იმპროვიზაციული ამოცანები"
მონაწილეობდნენ სწავლების VIII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

13, 14, 15 მაისი 2022 წელი
თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
პრემიერა. ალექსი მაჭავარიანის ბალეტი "ოტელო"
მონაწილეობდნენ სწავლების VI, VII, VIII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

5 მაისი 2022 წელი
სასწავლებელში ჩატარდა ტრენინგი ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით, აგრეთვე შშმ პირების კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის მნივნელობაზე.
მონაწილეობდნენ სწავლების VI წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

20 აპრილი 2022 წელი
საჩვენებელი გაკვეთილი ისტორიულ ყოფით ცეკვაში
მონაწილეობდნენ სწავლების III წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

13 აპრილი 2022 წელი
სასწავლებელში ჩატარდა ლექცია - სემინარი, თემით არტთერაპია.
არტთერაპია არის ექსპრესიული ტერაპიის ერთ-ერთი სახე, რომელიც ხელოვნებას იყენებს იმისთვის, რომ გამოასწოროს პიროვნების ფიზიკური, მენტალური და ემოციური მდგომარეობა. არტთერაპია ადამიანებს საშუალებას აძლევს გამოხატოს მათთვის არასასიამოვნო განცდები სოციალურად მისაღები ფორმით , ხელოვნების სხვადასხვა საშუალებებით : ხატვით, ძერწვით, მუსიკით და ა.შ არტთერაპია. ადამიანებს ეხმარება გადალახონ დადგენილი საზღვრები და შექმნან მათთვის სასურველი რეალობა.
მონაწილეობდნენ სწავლების VI წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

8, 10 აპრილი 2022 წელი
თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
პ.ჩაიკოვსკის ბალეტი "გედების ტბა"
მონაწილეობდნენ სწავლების I, II, III, IV, V წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

9 აპრილი 2022 წელი
სასწავლებელში ჩატარდა 9 აპრილთან დაკავშირებით ლექცია -სემინარი , თემით საქართველოს ეროვნულ - განმანთავისუფლებელი მოძრაობა.
მონაწილეობდნენ სწავლების V წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

21 მარტი 2022 წელი
მასტერ კლასი თანამედროვე ცეკვაში.
მონაწილეობდნენ სწავლების V წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

7 მარტი 2022 წელი
სასწავლებელში ჩატარდა ლექცია - სემინარი თემებით : "ქალის კულტი საქართველოში და „ქალის როლი თანამედროვე საზოგადოებასა და ხელოვნებაში"
მონაწილეობდნენ სწავლების I, II, III, IV, V წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

6 მარტი 2022 წელი
თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
პ.ჩაიკოვსკის ბალეტი "გედების ტბა"
მონაწილეობდნენ სწავლების I, II, III, IV, V წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

5 მარტი 2022 წელი
სასწავლებელში გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სწავლების VIII წლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატები, მათ იმუშავეს თემაზე "თანამედროვე აზროვნება" ინსპირაცია კი გახდა დღევანდელი ყოფა , თუ რამდენად არის თანამედროვე ადამიანი ჩართული სოციალურ ქსელში და ვირტუალურ სამყაროში.
ფოტოკადრები

27 თებერვალი 2022 წელი
მთაწმინდის პანთეონი.
კლასიკური ქართული ბალეტის ფუძემდებელის ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადებიდან 112 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
მონაწილეობდნენ სწავლების I წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

17-20 თებერვალი 2022 წელი
17 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა მოსკოვის VIII საერთაშორისო კონკურსი ახალგაზრდა შემსრულებლებისათვის კლასიკურ, თანამედროვე და სახასიათო ცეკვებში, სადაც მონაწილეობა მიიღო სასწავლებლის სწავლების მერვე წლის მოსწავლემ.
ფოტოკადრები

15 თებერვალი 2022 წელი
სასწავლებლის პედაგოგმა ნინო ხურცილავამ ჩაატარა ლექცია -სემინარი თემაზე შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ცნობიერების ამაღლების შესახებ.
მონაწილეობდნენ სწავლების V, VI, VII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

9 თებერვალი 2022 წელი
სასწავლებელში ჩარატდა მასტერ კლასი კლასიკურ ცეკვაში პედაგოგებისათვის.
მონაწილეობდნენ სწავლების VII, VIII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

27 იანვარი 2022 წელი
ქართულ ცეკვის პედაგოგების მიერ ჩატარებული ერთობლივი გაკვეთილი.
მონაწილეობდნენ სწავლების V წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

9, 12, 13, 14, 15, 16, 20, 21, 22, 23 იანვარი 2022 წელი
თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
პ.ჩაიკოვსკის ბალეტი "მაკნატუნა"
მონაწილეობდნენ სწავლების VIII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

17 იანვარი 2022 წელი
ტრენინგი კლასიკური ცეკვის ელემენტების გამოყენება ისტორულ ყოფით ცეკვაში.
მონაწილეობდნენ სწავლების II და III წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

12 დეკემბერი 2021 წელი
„სილკ ფაქტორი“ სტუდიის საგამოფენო დარბაზში BOO JEWELLERY -ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის „THE FUTURE” ჩვენება-პერფომანსი გაიმართა. აქსესაურიც და ნახატიც წარმოადგენს ავტორების თვალით დანახულ მომავლის სამყაროს , თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს მოდა და ხელოვნება წლების მანძილზე. რა აქსესუარს შეიძლება მიანიჭოს უპირატესობა მომავლის ადამიანმა. აღნიშნულ გამოფენა პერფომანსში მონაწილეობა მიიღეს საწავლებლის სწავლების მერვე წლის მოსწავლეებმა.
ფოტოკადრები

26 ნოემბერი 2021 წელი
სასწავლებელში ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი მსახიობის ოსტატობაში ვარიაცია სარკისებური მოქმედებები და ეტიუდი "პაემანი"
მონაწილეობენ სასწავლებლის სწავლების II, III, IV, V წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

20-21 ნოემბერი 2021 წელი
ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფიის საღამო.
მონაწილეობდნენ სწავლების VI, VII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

20 ნოემბერი 2021 წელი
სასწავლებლის პედაგოგის მანანა მესხის ხელმძღვანელობით სასწავლებელში ხორციელდება პროექტი - "ბერძნული მითოლოგია მუსიკაში" , რომელიც მოიცავს სხვადასხვა ეპოქასა და მოვლენებს . ამ ეტაპზე წარმოდგენილი იქნა თემა "…...ისევ ორფევსი"
ფოტოკადრები

19 ნოემბერი 2021 წელი
ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯორჯ ბალანჩინის აღდგენილი პროგრამის წარმოდგენის წინ, გაიმართა შეხვედრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის უფროსკურსელებთან და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებთან. ჯორჯ ბალანჩინის შემოქმედების შესახებ მათ ესაუბრნენ ნინო ანანიაშვილი, საბალეტო დასის წამყვანი სოლისტები ნინო სამადაშვილი და ეკატერინე სურმავა. ბალანჩინის ფონდის ბალეტმაისტერმა ბენ ჰაისმა შეკითხვებზე პასუხები ვიდეო მიმართვის ფორმით გამოგზავნა, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს.
მონაწილეობდნენ სწავლების VI, VII, VIII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

14 ნოემბერი 2021 წელი
ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
პრემიერა, ჯ. ვერდის ოპერა "ბედის ძალა".
მონაწილეობდნენ სწავლების VIII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

5-6 ნოემბერი 2021 წელი
დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე 5 და 6 ნოემბერს გაიმართა.
ქორეოგრაფიული სუიტა "სულთა ხორუმი"-ს ჩვენება. დადგმა თეონა ჩარკვიანის.
მონაწილეობდნენ სწავლების VI, VII, VIII წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

20 ოქტომბერი 2021 წელი
სასაწვლებელში ჩატარდა მასტერ კლასი სახასიათო ცეკვაში. სწავლების VI და VII წლების მოსწავლეებისათვის.
ფოტოკადრები

19 ოქტომბერი 2021 წელი
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი - სასწავლებლის მოსწავლეებს, პედაგოგ- კონცერტმაისტერებს და ბალეტის მოყვარულ საზოგადოებას ულოცავს ბალეტის საერთაშორისო დღეს. უსურვებს ჯანმრთელობას , წინსვლას და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.
ფოტოკადრები

15, 16,17 ოქტომბერი 2021 წელი
ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
საბალეტო სპექტაკლი "პინოქიო" -ს პრემიერა.
მონაწილეობდნენ სწავლების II, III, IV, V და VI წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

7 ოქტომბერი 2021 წელი
დამსახურებული არტისტისა და ღირსების ორდენის კავალერის ნანულის სარაჯიშვილის ვარსკვლავის გახსნა და შემოქმედებითი საღამო.
მონაწილეობდნენ სწავლების II, III, IV, V, VI წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

27 სექტემბერი 2021 წელი
სასწავლებელში პედაგოგებისათვის ჩატარდა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა მსოფლიო და ქართული ბალეტის ისტორიაში , თემით ქართული ბალეტის კორიფეები.
ფოტოკადრები

22 სექტემბერი 2021 წელი
სასწავლებლის პედაგოგმა ნინო მაღრაძემ ჩაატარა მასტერ კლასი კლასიკურ ცეკვაში პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის.
ფოტოკადრები

17 სექტემბერი 2021 წელი
სასწავლებლის პედაგოგმა თეონა ჩარკვიანმა ჩაატრა მასტერ კლასი თანამედროვე ცეკვაში სწავლების მეექვსე, მეშვიდე და მერვე წლის მოსწავლეებთან.
ფოტოკადრები

16 სექტემბერი 2021 წელი
სსიპ ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში 2021-2022 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო და საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.
ფოტოკადრები

15 სექტემბერი 2021 წელი
„ძვირფასო მოსწავლეებო და პატივცემულო მშობლებო,როგორც მოგეხსენებათ 2021 -2022 სასწავლო წელი მძიმე ეპიდ. ვითარებიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო და სახელოვნებო დაწესებულებებში კვლავ დისტანციურ რეჟიმში დაიწყო, სამწუხაროდ გამონაკლისი არც ჩვენი სასწავლებელია, თუმცა ვიმედოვნებთ,რომ ოქტომბრიდან შევუდგებით ჩვეულ რეჟიმში სწავლას. დიდი იმედი გვაქვს თქვენი თანადგომისა და მხარდაჭერის, რათა ერთობლივი ძალებით შევძლოთ არსებულ ვითარებასთან გამკლავება. გისურვებთ თქვენ და თქვენს შვილებს ჯანმრთელობას და წარმატებას!!!’’

პატივისცემით,

სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი.


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოში 2021-2021 სასწავლო წელი კვლავ ონლაინ ფორმატში დაიწყო, შემდეგ კი დიფერენცირებული მიდგომა იქნება და გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური ვითარების მიხედვით მიიღებენ.
 

1    2    3    4    5    6    7    8    9    10    11    12    13    14    15    16    17    18    19    20
Intro
ახალი ამბები
საბალეტო ლექსიკონი
დოკუმენტური ფილმი
"ბალეტი საქართველოში"

 
სასწავლებლის გამოსაშვები სპექტაკლები
საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის
თავგადასავალი საქართველოში

 
ინფორმაცია
სასწავლებლის 20 წლის
გაწეული მუშაობის ანგარიში
MoTuWeThFrSaSu
კონტაქტი:

ვ. ვეკუას 1, 0105 თბილისი, საქართველო
ტელ: 98 60 41, 93 12 63,
ტელ../ფაქსი (+ 99532 ) 98 86 49
e-mail:balletschoolge@gmail.com
ballet_zuka@yahoo.com

გამოხმაურება






© Copyright 2007 V. Chabukiani Tbilisi Ballet Art State School .
Site created 2007.Tbilisi.Georgia