ახალი ამბები         დოკუმენტური ფილმი "ბალეტი საქართველოში"         საბალეტო ლექსიკონი        
ნინო ანანიაშვილი
სამხატვრო ხელმძღვანელი

ზვიად ბაქრაძე
სასწავლებლის დირექტორი

ახალი ამბები

19-20 ივნისი 2021 წელი
„სილქ ფაქტორი სტუდია“-ში გაიმართა სპექტაკლი ლაშა ბუღაძის პიესის "თეატრი"-ს მიხედვით.
მონაწილეობდნენ სასწავლებელის ქორეოგრაფიული ხელოვენებისა და თეატის მსახიობის განხრის სწავლების მეშვიდე წლის მოსწავლეები.
ფოტოკადრები

10 ივნისი 2021 წელი
სსიპ ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში 2020-2021 სასწავლო წელი სრულდება მიმდინარე წლის 15 ივნისს. ამჟამად სასწავლებელში მიმდინარეობს შემდეგი აქტივობები:

  • წლიდან - წელზე გადასაყვანი გამოცდები;
  • სწავლების პირველ წელზე და მოსამზადებელ ჯგუფებში მისაღები გამოცდები;
  • სწავლების მეექვსე წელზე შესარჩევი ტურები (განხრების მიხედვით).
     
    წარმატებებს ვუსურვებთ სასწავლებლის კურსდამთავრებულებს.

    1 ივნისი 2021 წელი
    ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. სასწავლებელში ჩატარდა ლექცია-სემინირი მუსლიტერატურაში.
    მონაწილეობდნენ: სწავლების მე-7 და მე-8 წლის მოსწავლეები.
    ფოტოკადრები

    26 მაისი 2021 წელი
    კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის შეხვედრა სახელოვნებო სასწავლებლებთან ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
    მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების პირველი წლის მოსწავლეები.
    ფოტოკადრები

    18 მაისი 2021 წელი
    მულტიპლიკაციის შექმნის პრაქტიკული სამუშაო.
    მონაწილეობდნენ: სწავლების მე-7 წლის ქორეოგრაფიული ხელოვნებისა და თეატრის მსახიობის განხრის მოსწავლეები
    პედაგოგი — ლელა ჭინჭარაული -გიგაური.
    ფოტოკადრები

    28 აპრილი 2021 წელი
    სსიპ ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში ჩატარდა მასტერ კლასი კლასიკურ ცეკვაში.
    მონაწილეობდნენ :სწავლების მე-4, მე-5 წლის მოსწავლეები.
    ფოტოკადრები

    20 აპრილი 2021 წელი
    სსიპ ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში ჩატარდა ლექცია სემინარი ჯონათან სვიფტის შემოქმედებაზე.
    მონაწილეობდნენ :სწავლების მე-4, მე-5 და მე- 6 წლების მოსწავლეები.
    ფოტოკადრები

    12 აპრილი 2021 წელი
    სსიპ ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში სწავლების მე-4 წლის მოსწავლეებისათვის ჩატარდა მასტერ კლასი ისტორიულ - ყოფით ცეკვაში.
    მონაწილეობდნენ სწავლების მე-3 წლის მოსწავლეები.
    ფოტოკადრები

    3 აპრილი 2021 წელი
    მიმდინარე წლის 3 აპრილს ქალბატონ ნინო ანანიაშვილის მოწვევით სასწავლებელს ეწვია ვაგანოვას სახელობის რუსული საბალეტო აკადემიის რექტორი, მოსკოვის დიდი თეატრის ექს-პრემიერი ნიკოლოზ ცისკარიძე, რომელმაც მატერკლასი ჩაატარა სასწავლებლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის.
    მონაწილეობდნენ სასწავლებლის სწავლების მე-4, მე-6 , მე-7 და მე-8 წლის მოსწავლეები.
    ფოტოკადრები

    25 მარტი 2021 წელი
    სასწავლებლის სწავლების მე-7 და მე-8 წლის ქორეოგრაფიული ხელოვნებისა და თეატრის მსახიობის განხრის მოსწავლეების ნახატების გამოფენა. თემა სამი ფერის ტონალობა
    ფოტოკადრები

    13 მარტი 2021 წელი
    მასტერკლასი სამსახიობო მეტყველებაში.
    მონაწილეობდნენ : სწავლების მე-7 და მე-8 წლის ქორეოგრაფიული ხელოვნებისა და მსახიობის ოსტატობის განხრის მოსწავლეები.
    ფოტოკადრები

    8 მარტი 2021 წელი
    სასწავლებლის მოსამზადებელი ჯგუფის მოსწავლეებმა დისტანციურ რეჟიმში, კოსტუმირებული საკონცერტო ნომრებით სარვამარტო განწყობა შექმნეს.
    ფოტოკადრები

    3 მარტი 2021 წელი
    სასწავლებლის მოსამზადებელი ჯგუფის მოსწავლეების მიერ, დისტანციურ რეჟიმში, კოსტუმირებული საკონცერტო ნომრებით დედის დღისადმი მიძვნილი ღონისძიება.
    ფოტოკადრები

    27 თებერვალი 2021 წელი
    ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადებიდან 111 წლის იუბილე.
    მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
    მონაწილეობდნენ:
    სასწავლებლის მოსწავლეები.
    ფოტოკადრები

    15 თებერვალი 2021 წელი
    ვახტან ჭაბუკიანის დაბადებიდან 111 წლისთავისადმი მიძღვნილი ლექცია სახელწოდებით "ჩვენი ვახტანგი".
    ფოტოკადრები

    2 თებერვალი 2021 წელი
    ლექცია - სემინარი "მუსიკა ბალეტში".
    მონაწილეობდნენ:
    სასწავლებლის სწავლების - მე-VI წლის მოსწავლეები.
    ფოტოკადრები

    28 იანვარი 2021 წელი
    პედაგოგების ვიქტორია კუზნეცოვასა და ნინო მაღრაძის მასტერ კლასი კლასიკურ ცეკვაში.
    მონაწილეობდნენ:
    სასწავლებლის სწავლების - მე-III, IV წლის მოსწავლეები.
    ფოტოკადრები

    20 იანვარი 2021 წელი
    პედაგოგების ლელა ჭინჭარაული -გიგაურისა და მარიამ პაპაშვილის მასტერკლასი მსახიობის ოსტატობის ხელოვნებაში (როლების შერჩევა).
    მონაწილეობდნენ : სწავლების მე-7 და მე-8 წლის ქორეოგრაფიული ხელოვნებისა და მსახიობის ოსტატობის განხრის მოსწავლეები.
    ფოტოკადრები

    18 იანვარი 2021 წელი
    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აგრეთვე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი კვლავ დისტანციურ რეჟიმში დაიწყო.
    ფოტოკადრები

    7 იანვარი 2021 წელი
    სასწავლებლის მოსამზადებელი ჯგუფის მოსწავლეებმა დისტანციურ რეჟიმში, კოსტუმირებული საკონცერტო ნომრებით საახალწლო განწყობა შექმნეს.
    ფოტოკადრები

    30 დეკემბერი 2020 წელი
    ახალი კორონა ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ შეცვალა მთელი სამყარო, ის გვიწესებს ქცევის ახალ ნორმებს,რაც ყველა სფეროს შეეხო და გამონაკლისი არც ხელოვნება დარჩა. ჩვენც ვცდილობთ არსებულ რეალობასთან მოვახდინოთ ისეთი ფაქიზი ხელოვნების ადაპტირება როგორიცაა ბალეტი, ჩვენს სასწავლებელს ყოველთვის ეკისრებოდა მნიშვნელოვანი როლი : ის იყო და მუდამ იქნება მომავალი„ ბალეტის მსახიობების“ სამჭედლო. დღევანდელმა რეალობამ კი უფრო მნიშვნელოვანი მისია დაგვაკისრა, რადგან მოსწავლეები დისტანციურ რეჟიმში უნდა ვაზიაროთ ისეთ ნატიფ ხელოვნებას, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ რუტინულ შრომას სპეციალურად მოწყობილი დარბაზების ნაცვლად ახლა უკვე სახლის პირობებში, თანაც ისე, რომ მოხდეს იმ მუხტის შენარჩუნება, რაც აუცილებელია მათი შემდგომი განვითარებისათვის, რისთვისაც დაუღალავად შრომობს სასწავლებლის მთელი კოლექტივი. არსებული ვითარებიდან გამომდინარე 2020- 2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ისე დასრულდა ,რომ მოსწავლეებს კვლავ არ მიეცათ შესაძლებლობა სცენაზე გამოეტანათ და ეჩვენებინათ თავიანთი შესაძლებლობები. ამ უჩვეულო გარემოში გვინდა მივულოცოთ სასწავლებლის ყველა თანამშრომელს, მოსწავლეებსა და მათი ოჯახის წევრებს დამდეგი შობა -ახალი წელი, ვუსურვოთ ჯანმრთელობა, იღბალი, წარმატება, ბედნიერება,იმედიანი და ნათელი მომავალი.
    ფოტოკადრები

    7 დეკემბერი 2020 წელი
    ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით და მობილობის შემცირების მიზნით, ძალაში დარჩა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება: დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესის დისტანციური რეჟიმში გაგრძელების შესახებ.
    ფოტოკადრები

    9 ნოემბერი 2020 წელი
    სსიპ ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში სასწავლო პროცესი 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სრულად გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
    ფოტოკადრები

    20 ოქტომბერი 2020 წელი
    ახალი კორონა ვირუსის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით ყოველდღიურად მიმდინარეობს სასწავლებლის შენობის დალაგება -დასუფთავება ჯან.დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციის მიხედვით. გარდა ამისა ა/ წლის 20 ოქტომბერს სასწავლებელში ჩატარდა დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები: სპეციალური ხსნარით დამუშავდა ცენტრალური შემოსასვლი, დერეფნები, კიბის უჯრედი, კიბეები ,სველი წერტილები, საცეკვაო დარბაზები, გასახდელები ადმინისტრაციისა და ტექპერსონალის სამუშაო ოთახები.
    ფოტოკადრები

    8 ოქტომბერი 2020 წელი
    ახალი კორონა ვირუსის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით ყოველდღიურად მიმდინარეობს სასწავლებლის შენობის დალაგება -დასუფთავება ჯან.დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციის მიხედვით. გარდა ამისა ა/ წლის 8 ოქტომბერს სასწავლებელში ჩატარდა დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები: სპეციალური ხსნარით დამუშავდა ცენტრალური შემოსასვლი, დერეფნები, კიბის უჯრედი, კიბეები ,სველი წერტილები, საცეკვაო დარბაზები, გასახდელები ადმინისტრაციისა და ტექპერსონალის სამუშაო ოთახები.
    ფოტოკადრები

    5 ოქტომბერი 2020 წელი
    ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად, სსიპ ვ. ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელმა 2020-2021 სასწავლო წელი დაიწყო ონლაინ რეჟიმში, მიმდინარე წლის 15 სექტემბერიდან. ოქტომბრის თვიდან სწავლა გაგრძელდა სასწავლებლის დარბაზებში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის, ხოლო მეშვიდე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით - კვლავ ონლაინ რეჟიმში დარჩა
    ფოტოკადრები

    1    2    3    4    5    6    7    8    9    10    11    12    13    14    15    16    17    18    19    20
  • Intro
    ახალი ამბები
    საბალეტო ლექსიკონი
    დოკუმენტური ფილმი
    "ბალეტი საქართველოში"

     
    სასწავლებლის გამოსაშვები სპექტაკლები
    საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის
    თავგადასავალი საქართველოში

     
    ინფორმაცია
    სასწავლებლის 20 წლის
    გაწეული მუშაობის ანგარიში
    MoTuWeThFrSaSu
    კონტაქტი:

    ვ. ვეკუას 1, 0105 თბილისი, საქართველო
    ტელ: 98 60 41, 93 12 63,
    ტელ../ფაქსი (+ 99532 ) 98 86 49
    e-mail:balletschoolge@gmail.com
    ballet_zuka@yahoo.com

    გამოხმაურება






    © Copyright 2007 V. Chabukiani Tbilisi Ballet Art State School .
    Site created 2007.Tbilisi.Georgia