ახალი ამბები         დოკუმენტური ფილმი "ბალეტი საქართველოში"         საბალეტო ლექსიკონი        
ნინო ანანიაშვილი
სამხატვრო ხელმძღვანელი

ზვიად ბაქრაძე
სასწავლებლის დირექტორი

საბალეტო სიტყვათა ლექსიკონი და განმარტებითი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე

  A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z  
   უკან დაბრუნება

Adage, Adagio -- / ადაჟიო / იტალიური წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს წყნარს, ნელს, აუჩქარებელს. კლასიკურ ცეკვაში მას აქვს ორი მნიშვნელობა:
1) მოძრაობათა კომპლექსი სრულდება ძელთან და დარბაზის შუაში exercice-ში დაყრდნობილი releves-სა და developpes-ფორმებზე, ანვითარებს სიმყარეს, ხელების, ფეხებისა და სხეულის ჰარმონიული შერწყმის უნარს. Adagio-ს კომპოზიცია შესაძლებელია იყოს მარტივი ან რთული. Adagio-ს გაშლილ ფორმაში, დარბაზის შუაში, დასაშვებია ჩაირთოს კლასიკური ცეკვის ყველა pas – port de bras – დან ნახტომებამდე და ბრუნვებამდე.
2) კლასიკური ცეკვის რთული ფორმის (Pas de de, grand pas, pas d’action და სხვა) ძირითადი ნაწილის შესრულება ნელ ტემპში ( მაგალითად: ოდეტასა და ზიგფრიდის ადაგიო `გედების ტბა” მეორე მოქმედება).
 
Air, en l' (en 'lair) -- / ან ლეღ /air - ფრ. ნიშნავს ჰაერს. მოძრაობა უნდა იყოს შესრულებული ჰაერში. მაგალითად: ronde jambe en l’air.


 
Allegro -- / ალეგრო / იტალიური წარმოშობის სიტყვაა, ნიშნავს მხიარულს.
1) მუსიკალური ტერმინი, რაც ნიშნავს ცოცხალს, სიცოცხლით სავსეს. ტერმინი რომელიც არის გამოყენებული ყველა ნათელი და ცოცხალი მოძრაობებისათვის.
2) ალეგროს უმთავრესი თვისებაა მოძრაობების სიმსუბუქე, სისწორე და ჰაეროვნება. ცეკვების უმრავლესობა, სოლოც და ჯგუფურიც, არის აწყობილი ალეგროზე.
3) კლასიკური ცეკვის გაკვეთილი, რომელიც შედგება ნახტომებისაგან.
 
Allonge, Allongee -- /ალონჟე / ფრ. გაჭიმული, წაგრძელებული.
1) კლასიკური ცეკვის მოძრაობა, რომლის დროსაც ნახევრად მომრგვალებული ხელები იშლება პირველი, მეორე ან მესამე პოზიციებიდან წრიული მოძრაობით.
2) კლასიკური ცეკვის პოზა არაბესქუე (არაბესკი), რომლის დროსაც შესაბამისი ხელი არის გასწორებული, ხოლო მტევანი გაშლილია გარეთა მხარეს, რაც ანიჭებს მოძრაობას ფრენის იერსახეს.
 
Aplomb -- / აპლომბ / ფრ. სიტყვაა და ნიშნავს თვითდაჯერებულს. ვირტუოზულობის აღმნიშვნელი ტერმინი საბალეტო ტერმინოლოგიაში შემოვიდა 18-საუკუნეში.
1) შესრულების თავისუფალი, დამაჯერებელი მანერა.
2) სხეულის ყველა ნაწილის წონასწორობის შენარჩუნების ფლობა.
3) Aplomb-ის შესრულება ნიშნავს წონასწორობის შენარჩუნებას ნახევარტერფებზე და `პუანტებზე” დგომის დროს რამდენიმე მუსიკალური ტაქტის განმავლობაში.
 
Arabesque -- / აღაბესკ / – (ფრ. ორნამენტი, ჩუქურთმა). კლასიკური ცეკვის ერთ-ერთი ძირითადი პოზა, რომელიც გამოხატავს გრაციოზულობას და შარმს გეომეტრიული დიზაინისა. Arabesque-ს სახელი აღებულია მავრიტანული ორნამენტის ფორმის მიხედვით. ბალეტში ეს არის სხეულის პოზიცია, პროფილში, ერთ ფეხზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება იყოს გამართული ან demi-plie, მეორე ფეხი კი გაჭიმული უკან და სწორი კუთხით მასთან. ხელები გიჭირავთ სხვდასხვა ჰარმონიულ პოზიციაში მხრები უნდა გეჭიროთ ოთკუთხედათ ხაზის მიმართულებით. არსებობს arabesque-ს ოთხი ძირითადი მდგომარეობა:
<li>I Arabesque - (პირველი arabesque) <li>II Arabesque - (მეორე arabesque) <li>III Arabesque -(მესამე arabesque) <li>IV Arabesque - (მეოთხე arabesque)

 
Arrondi, arrondie -- / აღონდი / (ფრ. მომრგვალებული). კლასიკურ ცეკვაში (განსხვავებით მდგომარეობისა allonge) ხელების მომრგვალებული მდგომარეობის აღმნიშვნელი.


 
Attitude -- / ატიტუდ / (ფრ. პოზა, მდგომარეობა). კლასიკური ცეკვის ერთ-ერთი ძირითადი პოზაა, რომლის აუცილებელი თავისებურებაა გარკვეულ სიმაღლეზე მუხლში მოხრილი უკან აწეული ფეხი.


 
Avant, en (en avant) -- / ან ავან / (ფრ. წინ). მიმართულება.


 
აბონემენტი -- თეატრის წარმოდგენაზე განსაზღვრული ვადით დასწრებისა და ადგილის სარგებლობის საბუთი.


 
ავანსცენა -- სცენის წინა ნაწილი ფარდამდე, დიდ თეატრებში სცენის ნაწილი ფარდასა და საორკესტრო ორმოს შორის.


 
აკორდი -- სამი ან მეტი მუსიკალური ბგერის ჰარმონიული შეხამება.


 
ალილო -- ძველი სადღესასწაულო, საშობაო გუნდური სიმღერა. სრულდებოდა კარდაკარ ჩამოვლისას.


 
ამპლუა -- ამ თუ იმ როლის ხასიათი, რომელიც შეეფერება სათანადო მონაცემების მსახიობს.


 
ამფითეატრი -- პარტერის უკან და გვერდით, ლოჟების თავზე, თანდათან ამაღლებული დასაჯდომი ადგილები. ძველ ბერძნულ თეატრში წრის ფორმის, ძველ რომში კი ნახევარწრის უსახურავო თეატრი, რომელშიც პრივილეგირებულ მაყურებელთა დასაჯდომი კიბე -კიბედ იყო ამაღლებული. დაბლა, ცენტრში კი იმართებოდა გლადიატორების შეჯიბრებები და მათივე მხეცებთან ბრძოლები.


 
ანონსი -- წინასწარი განცხადება, აფიშირება მომავალი წარმოდგენის, კონცერტისა და სხვა სანახაობის შესახებ.


 
ანსამბლი -- მხატვრული კოლექტივის ერთიანობა; დასი რომელიც მართავს წარმოდგენებს, კონცერტებს, ხალხურ მომღერალთა, დამკვრელთა და მოცეკვავეთა ჯგუფი, კოლექტიურად შესასრულებელი მუსიკალური ნაწარმოებები - დუეტი, ტრიო, კვარტეტი, კვინტეტი და სხვა.


 
ანტრაქტი -- შესვენება წარმოდგენის, კონცერტის, საცირკო სანახაობისა და საზეიმო საღამოების მოქმედებებს შორის.


 
ანტურაჟი -- გარემო, გარემო პირობების ერთობლიობა. საბალეტო სპექტაკლში ტერმინი ნიშნავს სცენაზე სპექტაკლის შინაარსიდან გამომდინარე გარემო პირობების შექმნას კორდებალეტის მსახიობების მონაწილეობით.


 
ანშლაგი -- თეატრის, კინოს, ცირკისა და სხვა სანახაობის ორგანიზატორთა წერილობითი განცხადება ყველა ბილეთის გაყიდვის შესახებ. წარმოდგენის, სანახაობის მთლიანი შემოსავალი.


 
აპლოდისმენტი -- მაყურებლის ტაში მოწონების ან მისალმების გამოსახატავად.


 
აპოთეოზი -- ზოგი სანახაობის დასკვნითი სცენა, საზეიმო დასასრული. ცოცხალი საზეიმო სურათის ჩვენება, ძველ საბეძნეთსა და რომში გმირის ან მეფის განდიდება, გაღმერთება.


 
არიერსცენა -- სცენის ნაწილი ფარდის შემდეგ დარბაზისაკენ.


 
არტისტი -- მსახიობი (დრამატული თეატრის, ბალეტის, კინოს და სხვა), ხელოვნების ნაწარმოებათა საჯაროდ შემსრულებელი, წარმომსახველი.


 
არტისტული -- მსახიობური. შემსრულებელი, რომელიც გადმოსცემს დამაჯერებლად და მაყურებელთა გასაგებად ემოციას.


 
აფიშა -- თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული შეტყობინება სპექტაკლის, კონცერტის, კინოსურათისა და სხვა სანახაობისა თუ საჯარო ლექციის შესახებ, რეკლამის სახეობა.


 
აქსესუარი -- სასცენო პატარ-პატარა ნივთები, ბუტაფორიის ან რეკვიზიტის ნაწილები, დამხმარე სასცენო ნივთები.


 
აქტი -- პიესის ან წარმოდგენის, სანახაობის დასრულებული ნაწილი, ცალკეული მოქმედება.


 
Balance -- / ბალანს / (ფრ. სასწორი, წონასწორობა). კლასიკურ ცეკვაში წონასწორობის შენარჩუნების აღმნიშვნელი.


 
Balancoir, en -- / ბალანსუაღ / (ფრ. საქანელა)
1) ტერმინი გამოიყენება battements tendu jete-ს (25 გრადუსი) და grand battment -ის შესრულების დროს.
2) Balancoire სრულდება მუშა ფეხის უწყვეტი რხევადი მოძრაობით წინ და უკან პირველი პოზიციის გავლით. Grand battement jete balancoire -სრულდება 90 გრადუსზე.
 
Ballerine -- / ბალერინა / ბალეტის მოცეკვავე ქალი.


 
Ballet -- / ბალეტ / ლათინური წარმოშობის სიტყვიდან ბალლო, რაც ნიშნავს ცეკვას:
1) თეატრალური წარმოდგენა, რომლის შემადგენელი ნაწილია ცეკვა და მიმიკური მოძრაობები მუსიკის თანხლებით, შესაფერისი კოსტიუმებით, დეკორაციებით და განათებით.
2) თეატრალური ცეკვის ხელოვნება ტერმინი `ბალეტი”, როგორც წესი ემსახურება ხელოვნების იმ სახეობის აღნიშვნას, რომელიც ჩამოყალიბდა XVI - XIX სს. მანძილზე ევროპაში (ევროპული ბალეტი). XX საუკუნეში კი იგი გავრცელდა მთელ მსოფლიოში.
 
Ballet d’action -- / ბალეტ დ’ აკსიონ / ( ფრ. actoin-მოქმედება). ბალეტი სიუჟეტით ან ისტორიით. მაგალითად `მძინარე მზეთუნახავი” და სხვა.


 
Balletmeister -- / ბალეტმეისტერ /, გერმანული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს ბალეტის ოსტატს. საბალეტო სპექტაკლებისა, საკონცერტო ნომრების ავტორი და რეჟისორი, აგრეთვე ავტორი საცეკვაო სცენების და გარკვეული ნომრებისა საოპერო სპექტაკლებში.


 
Ballon -- / ბალონ / (ფრ. ნიშნავს ბურთს). კლასიკურ ცეკვაში აღნიშნავს ნახტომში, ჰაერში წამიერი გაჩერების უნარს.


 
Barre -- / ბაღ / ჰორიზონტალური ხის ძელი. ძელი, რომელიც ჩვეულებრივ შედგება ხისგან და აქვს ცილინდრის ფორმა, მიმაგრებულია ჰორიზონტალურად საბალეტო საკლასო ოთახების, სარეპეტიციო დარბაზების კედლებზე, იატაკიდან 107 სანტიმეტრის სიმაღლეზე, ხელის მოსაკიდად. მოცეკვავეებს ერთი ხელით უჭირავთ ძელი და ასრულებენ სხვადასხვა ვარჯიშებს. ძელთან ვარჯიში არის კლასიკური ბალეტის საფუძველი და მოცეკვავესთვის იგივეა რაც პიანისტისთვის კლავიშები. ბალეტის ყოველი გაკვეთილი იწყება ამ სავარჯიშოებით. ძელთან საფუძვლიანი ვარჯიშების შედეგად მოცეკვავე იძენს მისთვის აუცილებელ, საჭირო, დამახასიათებელ თვისებებს. იგი ხშირად იდგმება სცენაზე ცეკვის დროს.


 
Battements -- / ბატმან / (ფრ. დარტყმა, პულსირება). კლასიკური ცეკვის მოძრაობათა ჯგუფის პირობითი დასახელება, რომლის დამახასიათებელი თავისებურებაა მუშა ფეხის საყრდენი ფეხიდან გადატანით და დაბრუნებით ყველა მიმართულებით. იგი იყოფა სამ ჯგუფად:
1) გაჭიმული ფეხით იატაკზე 25, 90 გრადუსზე;
2) cou-de-pid-დან იატაკზე 45 გრადუსზე;
3) developpes-დან 90 გრადუსზე.
 
Battement tendu -- / ბატმან ტანდიუ / ( თენდუ, ტენდუე ფრ. გაჭიმული). გაჭიმული ფეხის მოძრაობა. მოცემული მოძრაობის არსია: ფეხის გაჭიმვა სრიალი მოძრაობით I ან V პოზიციიდან სამთაგან ერთ-ერთ შესაძლებელ მიმართულებაში: წინ, გვერდზე ან უკან და გაჭიმული ფეხის დაბრუნება საწყის მდგომარეობაში. სრულდება სხვადასხვა მიმართულებით და შესაბამის პოზებში. არსებობს battement tendu - ს ნაირსახეობები battement tendu, double, battement tendu demi-plie, battement tendu en tournant.


 
Battement tendu jete -- / ბატმან ტანდიუ ჟეტე / (ფრ. ჟეტე -სროლა) გაჭიმული ფეხის სროლითი მოძრაობა წინ, უკან და გვერდზე I და V პოზიციებიდან 25-30 გრადუსზე.


 
Battement tendu jete pique -- / ბატმან ტანდიუ ჟეტე პიკე / (ფრ. Pique - ჩხვლეტა). ამ მოძრაობის შესრულების დროს გაჭიმული ფეხის წვერი, ნაცვლად საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისა, ასრულებს მოკლე წყვეტილ დარტყმას იატაკზე.


 
Battement tendu pour batterie -- / ბატმან ტანდიუ პუღ ბატღი / ეს მოძრაობა წარმოადგენს მოსამზადებელ სავარჯიშოს ტექნიკურად რთულად შესასრულებელი ნახტომებისათვის (დარტყმითი ნახტომები).


 
Battement frappe -- / ბატმან ფღაპე / (frappe ფრ.დარტყმა, კაკუნი) დარტყმითი მოძრაობა. უმუშავებს მოცეკვავეს სწრაფ, ენერგიულ და ზუსტად გაშლილი ფეხის მოხრას sur le cou-de-pied -ს მდგომარეობაში, აგრეთვე მის გაშლას, რომელიც შესაძლებელია შესრულდეს წინ, გვერდზე, უკან და პოზებში.


 
Battement frappe, double -- / ბატმან ფღაპე დუბლ / არის Battement frappe - ს ერთგვაროვანი მოძრაობა. სრულდება მომუშავე ფეხის ორმაგი (double) გადატანით cou-de-pied –ზე წინიდან უკან, რის შემდეგაც ფეხი იჭიმება. მოძრაობა ასევე შეიძლება შესრულდეს ფეხის გადატანით უკნიდან წინ.


 
Battement frappe: petit battement sur le cou-de-p -- / ბატმან ფღაპე: პტი ბატმან სუღ ლე კუ-დე-პიე / (ფრ. cou-ყელი; pied- ტერფი) _ ამ მოძრაობის შესრულების არსი მდგომარეობს მუშა ფეხის გადატანით საწყისი მდგომარეობიდან sur-le cou-de-pied წინ ფეხის ნახევარ მანძლიზე გახსნის საშუალებით მდგომარეობაში sur-le cou-de-pied უკან. შემდეგ მოძრაობა მეორდება, ხოლო გადატანის რაოდენობა განისაზღვრება დავალების მიხედვით. მუშა ფეხი თავისუფლად იხსნება და იხრება მუხლში, ამავდროულად თეძო კი ინარჩუნებს უძრავ მდგომარეობას.


 
Batement battu -- / ბატმან ბატიუ / (ფრ. დარტყმით). იგი ანვითარებს თავისუფალი ფეხის სისწრაფეს და სიზუსტეს. ფეხი მოხრილი მუხლით და გაჭიმული ტერფით აკეთებს თანმიმდევრულ სწრაფ და ძლიერ დარტყმით მოძრაობებს საყრდენი ტერფის კოჭის ქვემოთ. კეთდება წინ და უკან.


 
Battement fondu -- / ბატმან ფონდიუ / (ფრ. დამდნარი) იგი მიეკუთვნება ნაზად დნობად და რთულ მოძრაობათა ჯგუფს, რომელიც ანვითარებს ფეხების ძალას, გადახსნილობას და ელასტიურობას. არსებობს battement fondu - ს შემდეგი ფორმები double battement fondu, battement fondu 90 გრადუსზე, battement fondu en tournant.


 
Battement soutenu -- / ბატმან სუტენიუ / (ფრ.შეერთება, შეკრება, შეწევა). მოძრაობა სრულდება V პოზიციიდან ცოუ-დე-პიედ -ს გავლით ფეხის გახსნით წინ, გვერდზე და უკან მიმართულებით გაჭიმული ტერფის წვერით იატაკზე, 45 და 90 გრადუსზე.


 
Battement developpe -- / ბატმან დევლოპე / (ფრ. დეველოპერ -განვითარება). იგი სრულდება მიმართულებით წინ, გვერდზე და უკან ნებისმიერ პოზებში 90 გრადუსზე, შესაძლებელია შესრულდეს მასზე ზევით. მოძრაობის შესრულების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფეხი საწყისი მდგომარეობიდან საყრდენი ფეხის მუხლამდე ასვლის შემდეგ იშლება მითითებულ სიმაღლეზე. არსებობს battement developpes – ს ნაირსახეობები:
1) developpe passé,
2) developpe ფეხის გადატანით წრის 1/4 ნაწილზე (d’ ici de la იქით აქეთ rond de jambe en dehors და en dedans),
3) developpe ballotte, <br> 4) developpe plie releve ბრუნით en dehors და en dedans. ე.წ. divise en quart (ოთხზე გაყოფა), <br> 5) developpe balance, <br> 6) developpe tombe (ვარდნით ეპოლმანში სხვადასხვა მიმართულებით).
 
Battement releve lent -- / ბატმან ღელევე ლან / (ფრ. ნელი აწევა) ფეხის ნელი აწევა ნებისმიერი მიმართულებასა და სიმაღლეზე.


 
Battement retire -- / ბატმან ღეტიღე / (ფრ. ამოწევა). ფეხის აწევა სრიალი მოძრაობით საყრდენი ფეხის მუხლამდე. ეს არის საჭირო სავარჯიშო დეველოპპე-სა და სხვა მოძრაობათა მომზადებისთვის.


 
Batterie -- / პიერ ბოშამ / 1639-1705, ფრანგი ცეკვის ოსტატი მეფე ლუი XIV დროს. ჯგუფის ერთ-ერთი ორიგინალური წევრი, რომელსაც ლუი XIV-მ მისცა სიგელი პარიზში პირველი საცეკვაო აკადემიის ჩამოყალიბებისათვის, ცნობილი როგორც Academie Royale de la Danse. 1671 წელს იგი გახდა Maitre de Ballet აკადემიაში. მან დაარსა ტერფების (ფეხების) ხუთი პოზიცია, რომლებზეც აგებულია ყველა კლასიკური ცეკვის მოძრაობა. ის იყო პირველი ვინც მოახდინა ცეკვის კოდიფიცირება.


 
Blasis Carlo -- / ბლაზის კარლო / 1803-1878, იტალიაში დაბადებული მოცეკვავე, ქორეოგრაფი, პედაგოგი და საბალეტო ტექნიკის იტალური სკოლის დამაარსებელი. ბლაზისმა, აზნაურთა ოჯახის შთამომავალმა, მიიღო კარგი განათლება ხელოვნებაში, მათემატიკაში, ანატომიასა და ლიტერატურაში. მან, როგორც მოცეკვავემ ნაადრევ ასაკში მიაღწია დიდ წარმატებას. 1830 წლის დასაწისში, მისი საცეკვაო კარიერის პიკზე, იგი აიძულეს, რომ წასულიყო ფეხის დაზიანების გამო. 1837 წელს ბლაზისი გახდა საიმპერიო ბალეტის აკადემიის დირექტორი მილანში მის ცოლთან ერთად, ანნუნზიატა (მისი მოწაფე და ცეკვის პარტნიორი). მისი დირექტორობის დროს, აკადემია, რომელიც დაკავშირებული იყო ლასკალასთან, სამეფო ოპერასთან, გახდა მსოფლიოს წამყვანი საცეკვაო აკადემია. ბლაზისის წიგნები An Elementary Treatise upon the Theory and Practice of the Art of Dancing, გამოქვეყნდა 1820 წელს და The Code of Terpischore, გამოქვეყნდა 1830 წელს. კლასიკური ცეკვის საფუძვლები, რომელიც მან შემოიღო არის უცვლელი. იდეები და ტრადიციები, რომელიც მან ჩამოაყალიბა მისი მილანში, საიმპერიო აკადემიის დირექტორობის დროს, კვლავ ცოცხლობს ყველა ნამდვილ საბალეტო სკოლაში.


 
Bournonville August -- / ბურნონვილი ავგუსტ / 1805-1879, მოცეკვავე, ქორეოგრაფი, პედაგოგი, დაიბადა საფრანგეთში, რომელიც ძირითადად მუშაობდა დანიაში. თავიდან იგი სწავლობდა მამამისთან Antoine Bournonville, ფრანგი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, რომელიც იყო Noverre-ს მოწაფე. მოგვიანებით კი სწავლობდა Auguste Vestris და სხვა დიდებულ ფრანგ პედაგოგებთან. იგი გახდა Royale Danish Ballet - ის ქორეოგრაფი (როგორც მამამისი) 1829-დან 1877-მდე. ბალეტში მან დააფუძნა თავისი სტილი, რომელიც დღემდე უცვლელად არის შენარჩუნებული. მისი ბალეტები იდგმება მსოფლიო სცენებზე.


 
Bras -- / ბღა / ფრ. ხელი.


 
Brise -- / ბღიზე / (ფრ. ტეხილი). პატარა დარტყმითი ტეხილი მოძრაობა. იგი სრულდება დიაგონალზე გადადგილებით წინ და უკან. არსებობს brise-ს რთული ფორმები
1) brise dessus (წინ) – dessous (უკან).
2) brise en tournant.
 
ბალეტომან -- (სიტყვიდან `ballet” და ბერძნული სიტყვიდან mania-შეშლილობა, სიგიჟე) ბერძნული ტიპის სიტყვაა და ნიშნავს შეშლილობას, სიგიჟეს. ბალეტის მოყვარული პიროვნება, რომელიც გატაცებულია ბალეტით, იცის მის შესახებ ბევრი და ესწრება ყველა საბალეტო სპექტაკლს. სიტყვა მოიგონეს რუსეთში მე-19 საუკუნის დასაწისში.


 
ბალეტომანია -- ვნებიანი გატაცება ბალეტით, როგორც სანახაობის.


 
ბალკონი -- ადგილები თეატრის ზედა იარუსებზე, თეატრის ქანდარა, აივანი.


 
ბალ-მასკარადი -- მეჯლისი მასკარადითურთ, საცეკვაო საღამო და მასკარადი.


 
ბაღდადური -- ცეკვის სახეობა. სრულდება ბუქნითა და ბაღდათით (აბრეშუმის ხელსახოცი) - კინტოური.


 
ბელეტაჟი -- თეატრის, დარბაზის პირველი იარუსი ამფითეატრსა და ბენუარს ზევით.


 
ბენუარი -- ლოჟები, რომლებიც განთავსებულნი არიან პარტერისა და ამფითეატრის ზედა ნაწილზე მარჯვნივ და მარცნივ.


 
ბერიკა -- ცხოველის ან ადამიანის განმასახიერებელი პერსონაჟი ბერიკაობაში.


 
ბერიკაობა -- იგივე ბერიკობა, ძველქართულ ნიღბოსანთა იმპროვიზაციული თეატრი. ხალხური წარმოდგენა - თამაშობა. იმართებოდა დიდმარხვის წინა (ყველიერის) კვირაში. თხის, ღორის, დათვის ან სხვა შინაური და გარეული ცხოველების ტყავგადაცმული მამაკაცები დადიოდნენ კარდაკარ, წარმოადგენდნენ გასართობ სცენებს. მაყურებელი მათ ასაჩუქრებდა კვერცხით, პურით, ნამცხვრებით, ხალვით და ა.შ.


 
ბილეთი -- საშვი - საბუთი, რომელიც იძლევა სანახაობათა დარბაზში ერთხელ შესვლის უფლებას.


 
ბის -- მაყურებლის აღფრთოვანებული, კმაყოფილი შეძახილები სანახაობითი ნომრის გასამეორებლად.


 
ბრავო -- ვაშა! მოწონების შეძახილი.


 
ბუტაფორია -- წარმოადგენს სპექტაკლისათვის საჭირო ცალკეული ხელოვნური ნივთების (ავეჯი, ჭურჭელი და სხვა) ერთობლიობას.


 
ბუტაფორი -- სცენის თანამშრომელი, ბუტაფორიის გამგებელი; ბუტაფორიული საგნების მკეთებელი; ძველად – სცენის მუშაკი, რომელიც მსახიობს კულისიდან აწვდიდა საჭირო ნივთს.


 
ბუქნა -- ცეკვის სახეობა; ილეთი – ცეკვაში ჩაცუცქება-წამოხტომა.


 
Cechetti Enrico -- / ჩეკეტი ენრიკო / ეს იტალიელი მოცეკვავე და ბალეტმაისტერი (1850-1928) დაიბადა რომში. იგი სწავლობდა ჯოვანნი ლეპრისთან ერთად, რომელიც იყო დიდებული კარლო ბლაზისის მოსწავლე, მისი დებიუტი შესრულდა ლასკალაში, მილანში, 1870 წელს. მას ჰქონდა ტურნე ევროპაში, როგორც პრემიერს. 1887 წელს შედგა მისი დებიუტი მარიისკის თეატრში, პეტერბურგში. 1890 წელს მარიისკის თეატრში მან მიიღო მეორე ბალეტმეისტერის თანამდებობა, ორი წლის შემდეგ კი გახდა პედაგოგი სამეფო სკოლაში. მის მოსწავლეთა შორის იყო ა.პავლოვა, ვ.ნიჟინსკი, ნ.კარსავინა, მ.ფოკინი, ო.პრეობრაჟენსკაია, მ.კსეშინსკაია და ეგოროვა. 1902 წელს იგი გაემგზავრა ვარშავაში, სადაც გახდა სამეფო სკოლის დირექტორი, ხოლო 1905 წელს დაბრუნდა იტალიაში. რუსეთში დაბრუნებისას, მან გახსნა კერძო სკოლა და მოგვიანებით გახდა ანა პავლოვას პირადი მასწავლებელი და მასთან ერთად მოგზაურობდა მის ტურნეებში. 1909 წლიდან 1918 წლის ჩათვლით იგი იყო დიაგილევის ბალეტ კომპანის ოფიციალური პედაგოგი. 1918-დან 1923-მდე მას ჰქონდა კერძო სკოლა ლონდონში. 1925 წელს იგი დაუბრუნდა იტალიას და დაიწყო მუშაობა ლასკალაში ბალეტმეისტერად. მისი დარჩენი ცხოვრება მან მიუძღვნა სწავლებას და საკუთარი სწავლის მეთოდის სრულყოფილებამდე მიყვანას.


 
Chaine -- / შენე / (ფრ. ჯაჭვით გადაბმული) ეს არის `პუანტებზე' ან demi-pintes-ზე სწრაფი ბრუნვების სერია შესრულებული პირდაპირ, დიაგონალზე და წრეზე.


 
Changement de pieds -- / შანჟმან დე პიე / (ფრ. Changement – შეცვლა, ტერფების შეცვლა). ნახტომში ფეხების შეცვლა V პოზიციაში. არსებობს Changements de pieds სხვადასხვა ფორმები:
1) petite changement de pieds;
2) grand changment de pieds;
3) changement de pieds en tournant.
 
Chasse -- / შასე / ( ფრ. Chasse დევნა, დაწევა). ნახტომი გადაადგილებით ნებისმიერი მიმართულებით, რომლის შესრულებისას ერთი ტერფი მისდევს და ეწევა მეორე ტერფს ნახტომის უმაღლეს წერტილში. Chasse გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი მოძრაობა, შესაძლებელია მისი კომბინაცია სხვა ნახტომებთან. იგი ასევე გამოიყენება, როგორც დამაკვშირებელი მოძრაობა დიდი ნახტომების შესასრულებლად. არსებობს petit chasse და grande chasse.


 
Choreographer, choregrapher -- / ქორეოგრაფი / პიროვნება ვინც წერს ან იგონებს ბალეტს, ცეკვას, დგავს საბალეტო სპექტაკლს.


 
Classe -- / კლას / მოცეკვავეების ყოველდღიური გაკვეთილები მთელი მათი კარიერის განმავლობაში.


 
Cote, de (de cote) -- / კოტე / (ფრ. გვერდზე, გვერდულად). აღნიშნავს, რომ მოძრაობა კეთდება გვერდზე.


 
Cou-de-pied -- / კუ დე პიე / ( ფრ. sur-ზე; le cou ყელი; de-pied ტერფის) - არსებობს sur le cou-de-pied -ს ორი პირობითი მდგომარეობა წინ, უკან და შემოხვევითი, რომლებიც კეთდება საყრდენი ფეხის `ყელზე” სრულად გაჭიმული ტერფის მდგომარეობით.


 
Coupe -- / კუპე / (ფრ. მოჭრილი). მოძრაობის დასახელება თვითონ გვანიშნებს სისწრაფესა და სიზუსტეზე. Coupe – ეს არის სწრაფი შეცვალა ერთი ფეხისა მეორეთი, რომელიც აძლევს ბიძგს ნახტომს ან რომელიმე მოძრაობას.


 
Croisee -- / კღუაზე / ( ფრ. გადაჯვარედინება). კლასიკური ცეკვის ერთ-ერთი ძირითადი მდგომარეობა, რომელშიც ხაზი ესმება სხეულის მდგომარეობის გადაჯვარედინებულ ხაზებს. თავის შეტრიალება თითქოს აჯვარედინებს სხეულის შეტრიალების მიმართულებას, ფეხებიც გადაჯვარედინებულია.


 
Danse -- / დანს / (ფრ. ცეკვა). ხელოვნების დარგი, რომელიც აგებულია ძირითადად ფეხისა და ხელის პლასტიკურ და რითმულ მოძრაობებზე და გადმოსცემს განცდებს, გამოხატავს განწყობილებას, შემართებას. სრულდება უმთავრესად სიმღერისა და მუსიკის თანხლებით.


 
Danse de caractere -- / დანს დე ხაღაკტერ / სახასიათო ცეკვა. ნებისმიერი ეროვნული ან ხალხური ცეკვა.


 
Danseur -- / დანსეღ / მოცეკვავე მამაკაცი.


 
Danseur, premier -- / დანსეღ პრემიე / პირველი წამყვანი, სოლისტი მოცეკვავე. წამყვანი მოცეკვავე მამაკაცი.


 
Danseur etoile, premier -- / დანსეღ ეტუალ პღემიე / პირველი ვარსკვლავი მოცეკვავე. უმაღლესი კლასის მოცეკვავე მამაკაცის წოდება.


 
Danseuse -- / დანსეზ / ქალი მოცეკვავე.


 
Danseuse premiere -- / დანსეზ პღემიეღ / პირველი მოცეკვავე, წამყვანი მოცეკვავე ქალი.


 
Danseuse etoile, premiere -- / დანსეს ეტუალ პღემიეღ / პირველი ვარსკვლავი მოცეკვავე. უმაღლესი კლასის მოცეკვავე ქალის წოდება მიღებული არის პარიზის ოპერაში.


 
Degage -- / დეგაჟე / (ფრ. გათავისუფლებული, განცალკავებული) დეგაგე-ს ელემნტები ჩართულია ყველა მოძრაობებში, რომელიც დაკავშირებულია სხეულის სიმძიმის ცენტრის გადატანასთან გახსნილ ფეხზე ან ორივე ფეხიდან ერთზე.


 
Demi -- / დემი / ფრ. ნახევრად.


 
Demi-caractere -- / დემი ხაღაკტეღ / (ფრ. Demi ნახევრად) ნახევარად-სახასიათო. Demi-caractere არის ცეკვა, რომელსაც აქვს სახასიათო ცეკვის ფორმა, მაგრამ სრულდება კლასიკური ბალეტის ტექნიკაზე დაყრდნობილი მოძრაობებით. Demi-caractere მოცეკვავეს შეეფერება სახასიათო ან მიმიკური გამოსვლის როლი.


 
Demi-position -- / დემი პოზისიონ / ნახევარ-პოზიცია.


 
Demi-rond -- / დემი ღონდ / ნახევარი წრე.


 
Demi-tour -- / დემი ტუღ / ნახევარ ტრიალი.


 
Derriere -- / დეღიეღ / ფრ. უკნიდან, უკანამხარე.


 
Dessous -- / დესუ / ქვეშ.


 
Dessus -- / დესიუ / ზედ.


 
Devant -- / დევან / წინ. ეს ტერმინი შეიძლება მოხსენიებული იყოს, როგორც ნაბიჯი ან მოძრაობა, რომელიც სრულდება წინ.


 
Diaghilev Serge -- / დიაგილევ სერგეი / (1872 – 1929 წ.წ.) დაბადებული რუსეთში, ქალაქ პერმში. იყო რუსული არისტოკრატიის წარმომადგენელი. დიაგილევს ჰქონდა მიღებული იურიდიული განათლება. მისი ინტერესი შეჩერდა ხელოვნებაზე და სანკტ-პეტერბურგის არტისტულ ცხოვრებაზე. 1890 წელს პეტერბურგში იგი შეუერთდა ახალგაზრდა მუსიკოსების და მხატვრების წრეს და 1899 წელს ერთად დაარსეს ჟურნალი `Мир Исскуства” - (ხელოვნების სამყარო), რომელმაც მოახდინა დიდი გავლენა რუსული ხელოვნების განვითარებაზე. აგრეთვე 1899 წელს მან მუშაობა დაიწყო საიმპერატორო თეატრებში. 1904 და 1908 წლებში მან მოაწყო ხელოვნების გამოფენა სანკტ - პეტერბურგში და წარადგინა რუსული ხელოვნება პარიზში. დიდი წარმატებით მან განახორციელა და წარმოადგინა ცნობილი რუსული სეზონები პარიზში. 1911 წელს მან ჩამოაყალიბა დასი სახელწოდებით Ballet Russe, რომელიც წლების მანძილზე გრანდიოზული წარმატებით გამოდიოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე.


 
Diagonale -- / დიაგონალ / en diagonale - დიაგონალზე. ტერმინი აღნიშნავს, რომ მოძრაობათა კომბინაცია სრულდება დიაგონალზე.


 
Didelot Charles - Ludwig -- / დიდლო ჩარლ-ლუდვიგ / (1767-1837 წ.წ.) იგი დაიბადა სტოკჰოლმში. მისი მამა იყო ფრანგი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, მისი დედა კი იყო შვედი. თავიდან იგი სწავლობდა მამასთან, მოგვიანებით დობერვალთან, შემდეგ ავგუსტ ვესტრისთან და ნოვერთან. დიდლომ შემოიღო მრავალი ცვლილება სცენის კოსტუმირებაში. მან დაიმკვიდრა სახელი კოსტიუმებში ცოცხალი ფერების დამატებით.


 
Divertissement -- / დივეღტისმან / (ფრ. გართობა). საბალეტო სპექტაკლებში გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ფორმა, რომელშიც სრულდება რამდენიმე საცეკვაო ნომერი.


 
Dos а dos -- / დოზ ა დო / ფრ. ზურგი ზურგთან.


 
Double -- / დუბლ / ორმაგი. ტერმინი მიუთითებს მოძრაობის ორმაგ შესრულებას.


 
დადგმა -- სპექტაკლის გამართვა, განხორციელება.


 
დავლური -- ქართული ცეკვის სახეობა. ადრე ეს იყო ცეკვა `ქართული”-ს პირველი ნაწილი ქალ-ვაჟის ნელი სვლა (დავლა) დინჯი მიხრა-მოხრით. შემდგომში იქცა დამოუკიდებელ ცეკვად; ცეკვა დავლურის მუსიკა; ნელი დაკვრა; ხმალში გაწვევა; ორთაბრძოლა.


 
დასი -- გუნდი, კრებული, ჯგუფი, რომელიმე თეატრის მსახიობთა შემადგენლობა; მხატვრულ-შემოქმედებითი კოლექტივი.


 
დებიუტი -- მსახიობის პირველი გამოსვლა სცენაზე სხვადასხვა სპექტაკლებში.


 
დეკორატორი -- დეკორაციების მხატვარი; სცენის მხატვრული მომრთველი.


 
დირიჟორი -- პირი, რომელიც ხელმძღვანელობს მუსიკალური ნაწარმოების კოლექტიურ შესრულებას (ორკესტრი, გუნდი და სხვა), საოპერო ან საბალეტო სპექტაკლს.


 
დრამატული -- დრამის ხასიათის, დრამატიზმით განმსჭვალული დრამატული თეატრი, დრამის დამდგმელი თეატრი.


 
დრამატურგი -- სხვადასხვა სახის დრამატული ნაწარმოების ავტორი.


 
დრამატურგია -- მწერლობის დარგი - დრამატულ ნაწარმოებთა შექმნის ხელოვნება და თეორია, რომელიმე მწერლის, ეპოქის ან ქვეყნის დრამატულ ნაწარმოებთა ერთობლიობა.


 
Ecartee -- / ეკაღტე / (ფრ. გახსნა). ecarte არის სხეულის ერთ-ერთი მიმართულება. არსებობს ecarte – წინ და უკან, განსხვავება მათ შორის გამოიხატება სხეულისა და მხრებისა ოდნავი დახრით სხვადასხვა მიმართულებით.


 
Effacee -- / ეფასე / (ფრ. უფერული; effacer-წაშლა).სხეულის მდგომარეობა ავანსცენის მიმართულებით 45 გრადუსი კუთხით.


 
En dedans -- / ან დედან / (ფრ. შიგნით). მოძრაობასა და სავარჯიშოებში ტერმინი en dedans აღნიშნავს, რომ ფეხი, იატაკზე (а terre) ან ჰაერში (en l’air) მოძრაობს წრიული მიმართულებით, საათის ისრის საწინაამღდეგოდ. მაგალითად, როგორც rond de jambe pаr terre en dedans-ში. პირუეტებში ტერმინი აღნიშნავს, რომ საყრდენი ფეხი მოძრაობს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.


 
En dehors -- / ან დეოღ / (ფრ. გარეთ). მოძრაობასა და სავარჯიშოებში ტერმინი en dehors ნიშნავს, რომ ფეხი, იატაკზე თუ ჰაერში, მოძრაობს წრიულად საათის ისრის მიმართულებით. მაგალითად: როგორც rond de jambe pаr terre en dehors. პირუეტებში ტერმინი ნიშნავს, რომ საყრდენი ფეხი მოძრაობს საათის ისრის მიმართულებით.


 
Entrechat -- / ანტღეშა / მოძრაობა მიეკუთვნება დარტყმით ნახტომთა ჯგუფს ორი ფეხიდან ორ ფეხზე ან ერთ ფეხზე. მოცეკვავე ჰაერში ახტომის დროს აკეთებს ორივე ფეხების სწრაფ შენაცვლებით მოძრაობებს ერთმანეთის წინ და უკან. Entrechats სრულდება ორ ნაირად: ორ ტერფზე დაშვებით - entrechats quatre, royal, entrechats six, entrechats huit - და entrechats ერთ ტერფზე დაშვებით - entrechats trios, entrechats cinq, entrechats sept.


 
Entrechat _ cinq -- / ანტღეშა სენკ / - ფეხების ხუთჯერ შენაცვლება ნახტომში. იგი მთავრდება ერთ ფეხზე, მეორე კი sur le-cou de pied წინ ან უკან.


 
Entrechat quatre -- / ანტღეშა კატღ / - ფეხების ოთხი შენაცვლება ნახტომში. იგი იწყება და მთავრდება V პოზიციაში მარჯვენა ფეხით წინ.


 
Entrechat sept -- / ანტღეშა სეტ / ფეხების შვიდი შენაცვლება ნახტომში. იგი მთავრდება ერთ ფეხზე, მეორე ფეხით sur le cou-de-pied უკან ან წინ.


 
Entrechat huit -- / ანტღეშა უიტ / ფეხების რვა შენაცვლება ნახტომში. იგი იწყება და მთავრდება V პოზიციაში მარჯვენა ფეხით წინ.


 
Entrechat six -- / ანტეღეშა სიზ / ფეხების ექვსი შენაცვლება ნახტომში. იგი იწყება V პოზიციიდან მარჯვენა ფეხით წინ, ხოლო ნახტომი მთავრდება V პოზიციაში მარჯვენა ფეხით უკან.


 
Entrechat six de vole -- / ანტღეშა სიზ დე ვოლე / (ფრ. vole ფრენა). თავისი არსით იგი არის grand assemble-ს და entrechat - six-ს ნაერთი.


 
Entrechat trois -- / ანტღეშა ტღუა / ფეხების სამი შენაცვლება ნახტომში. ა) Entrechat trios უკან. V პოზიცია მარჯვენა ფეხი წინ. ნახტომი მთავრდება მარცხენა ფეხით demi-plie-ში, მარჯვენა ფეხი კი sur le cou-de-pied-ზე უკან. ბ) Entrechat trios-წინ. V პოზიცია მარჯვენა ფეხი უკან. იგი მთავრდება მარცხენა ფეხი demi-plie, ხოლო მარჯვენა ფეხი კი sur le cou-de-pied-ზე წინ.


 
Entree -- / ანტღე / ფრანგულად ნიშნავს შემოსვლას. შუა საუკუნეების ევროპის ქვეყნებში წვეულების დროს დარბაზში მუსიკისა და ცეკვის თანხლებით შემოდიოდნენ სხვადასხვა კოსტიუმებში ჩაცმული პერსონჟები და იწყებოდა პიესების ინსცენირება. ბალეტში Entrée შემოვიდა XIX-XX საუკუნეებში. ეს არის კლასიკური ცეკვის Pas de deux-ს, Pas de trios-ს, grand pas-ს, pas d’action-ის გაშლილი ფორმა.


 
Epaulement -- / ეპოლმან / კლასიკურ ცეკვაში ტანის მდგომარეობა ავანსცენის მიმართულებით 45 გრადუსი კუთხით


 
Etoile -- / ეტუალ / ვარსკვლავი. დაერქვა პარიზის ოპერის პრემიერებს, როგორც ქალბატონებს ასევე მამაკაცებს, იმისდა აღსანიშნავად, რომ ისინი არიან წამყვანი მოცეკვავეები.


 
Exercices -- / ეგზეღსის / ფრ. სავარჯიშო / კლასიკურ ცეკვაში ვარჯიში ძელთან exercices la barre /ეგზეღსის ა ლა ბაღ / და სავარჯიშო ცენტრში ანუ დარბაზის შუაში exercices au milieu - / ეგზეღსის მილიე / (ფრ. milieu- შუაგული).


 
ეპიზოდი -- მხატვრულ ნაწარმოებში ან სპექტაკლში ჩართული შედარებით მცირე ზომის დამოუკიდებელი ამბავი, ნაწყვეტი.


 
ეპილოგი -- ბოლოთქმა, სპექტაკლის დამამთავრებელი, უკანასკნელი დასკვნითი სცენა.


 
ეორემა -- სცენის ამწევ-დამწევი მანქანა ძველ ბერძნულ თეატრში. ამავე მანქანის საშუალებით სცენაზე მსახიობის თითქოს ციდან ჩამოფრენა ან ზევით აფრენა ხდებოდა.


 
ესტრადა -- იატაკის ან მიწის ზედაპირიდან ამღლებული მოედანი, საიდანაც მსახიობი, ორკესტრი და სხვა წარუდგება მაყურებელეს თავისი ხლოვნებით; საკონცერტო ან სანახაობრივი გამოსვლები.


 
ექსპოზიცია -- ხელოვნების ან სხვა რაიმე ნივთების განლაგება სცენაზე.


 
Face, en (en face) -- / ან ფას / მოძრაობა ან პოზა, რომელიც მიმართულია სახით მაყურებლისკენ.


 
Finale -- / ფინალ / კლასიკური ბალეტის ბოლო მონაკვეთი.


 
Flic-flac -- / ფლიკ-ფლაკ / (ფრ. გაწნა-გამოწნა) ეს არის დამაკავშირებელი მოძრაობა, რომელიც ანვითარებს სისწრაფეს და სწრაფად შემოტრიალების უნარს. Flic-flac სრულდება en face და ენ ტოურნანტ. en tournant. en dedans, en dehors. Flic-ი ყოველთვის კეთდება მთლიან ტერფზე, ხოლო flac- ი კი ნახევარტერფზე.


 
Fouette -- / ფუეტე / (ფრ. გაწნა. მათრახის დარტყმა). კლასიკურ ცეკვაში არსებობს Fouette – ს მრავალი ფორმა:
1) grand fouette efface en face;
2) grand fouette en tournant;
3) grand fouette en tournant a la segonde;<br>4) grand fouette saute en face;<br>5) იტალიური fouette;<br>6) კლასიკურ pas de deux – ში ვირტუოზულად შესრულებული ცნობილი 32 fouette.. (ცალ ფეხზე შესრულებული ტრიალი 360 გრადუსით)
 
ფესტივალი -- თეატრის, მუსიკის, კინოსა და ხელოვნების სხვა დარგის მიღწევათა საზეიმო ვითარებაში დათვალიერება, ეწყობა პერიოდულად.


 
ფოიე -- თეატრის დარბაზი, სადაც მაყურებელი იმყოფება სპექტაკლის დაწყების წინ და ანტრაქტებში.


 
ფიასკო -- სპექტაკლის ჩავარდნა, მარცხის განცდა.


 
ფილარმონია -- საზოგადოება ან დაწესებულება, რომელიც აწყობს და ატარებს კონცერტებს, შენობა, რომელშიც ღონისძიებები ტარდება.


 
ფინალი -- ნაწილებისაგან შემდგარი სპექტაკლის ან მუსიკალური ნაწარმოების: ოპერის, ოპერეტის, ბალეტის ბოლო სცენა.


 
ფოკინი მიხეილი -- დაიბადა 1880 წლის 26 აპრილს ქალაქ პეტერბურგში. 9 წლის ასაკში მიღებულ იქნა პეტერბურგის თეატრალურ სასწავლებელში. 1898 წ. მარიის თეატრის სცენაზე შედგა მისი დებიუტი ბალეტში `პახიტა”. 1902 წელს მუშაობდა ბალეტის სკოლაში პედაგოგად. ამ დროს მის მიერ შეიქმნა `აცის და გალათეა” (1905) და ცნობილი მისი ნომერი `მომაკვდავი გედი” (1907) – სოლო ანა პავლოვასთვის. მომდევნო წლებში მან მოიხვეჭა მსოფლიო აღიარება კომპოზიციით ` სილფიდა” (1909წ.) და `ფასკუნჯი~ (1910წ.). მისი კარიერის გამოსხივებად ითვლება ბალეტები `პეტრუშკა” (1911); ` დაფნისი და გლორია ” (1912). ფოკინმა დააარსა დამოკიდებელი ჟანრი უსიუჟეტო ბალეტისა ისეთი საშუალებებით, როგორც კლასიკური ცეკვა (`შოპენიანა”), აგრეთვე სახასიათო (`არაგონული ხოტა”). ფოკინის მიერ დადგმული ბალეტებიდან ძალიან ბევრი დღემდე შედიან მსოფლიოს წამყვანი თეატრების რეპერტუარში.


 
ფოქსტროტი -- ქალ-ვაჟის სწრაფტემპიანი ევროპული ცეკვა.


 
ფურორი -- ნანახით, მოსმენილით გამოწვეული საჯარო წარმატება, აღფრთოვანება.


 
Galop -- მე-19 საუკუნის დასაწყისის მხიარული ცეკვა (მუსიკალური ზომა 2/4). გალოპი ხშირად გამოიყენება ბალეტის ბოლოს განტვირთვისთვის.


 
Gargouillade (rond de jambe double) -- / გაღგუიად / (ფრ. ბუყბუყი) პატარა pas allegro-ს მოძრაობა. იგი იწყება V პოზიციიდან (სრულდება en dehors; en dedans ) პატარა ნახტომში ფეხები თანმიმდევრულად ასრულებენ ერთი en dehors - მეორე კი en dedans V პოზიციაში დამთავრებით.


 
Gavotte -- / გავოტ / თავიდან ეს იყო გლეხური ცეკვა, მაგრამ ლუი XIV-ის და XV მეფობის დროს გახდა მოდური სამეფო კარის ცეკვა. ის მოგვიანებით პარიზის ოპერაში გამოცოცხლდა გარდელ-ის მიერ, სადაც იქცა არაჩვეულებრივი სოლოების საფუძვლად.


 
Gigua -- / ჟიგა /. მე-18 საუკუნის დასაწყისის ცეკვა (მუსიკალური ზომა 2/4)


 
Grand, grande -- / გღან / (ფრ. დიდი). კლასიკურ ცეკვაში დიდი მოძრაობის შესასრულებლად აღმნიშვნელი ტერმინი.


 
Grand battment jete -- / გღან ბატმან ჟეტე / battment,, რომელიც სრულდება I და V პოზიციებიდან წინ, გვერდზე და უკან მიმართულებით ფეხის ასროლით 90 გრადუსზე. ეს მოძრაობა ანვითარებს ფეხების სიძლიერს, მაღალ და თავისუფალ ნაბიჯს, რომელიც შემდგომში გამოიყენება grand fuette-სა და დიდი ნატომების შესასრულებლად. არსებობს grand battment jete – ს შემდეგი ფორმები:
1) grand battement jete pointe,
2) grand battement jete (რბილი),
3) grand battment jete balancoir,<br> 4) grand battement jete passé,<br> 5) grand battement jete demi rond-ით და rond-ით,<br>6) grand battement jete fouette.
 
გალა -- საზეიმო გალა-კონცერტი; დიდი საზეიმო სანახაობა.


 
განდაგანა -- წყვილი ქალ-ვაჟის სახუმარო ცეკვის სახეობა (აჭარული); ამავე ცეკვის მუსიკა ან სიმღერა.


 
გამნათებელი -- თეატრის თანამშრომელი, რომელიც განაგებს სპექტაკლის განათებას.


 
გარდასახვა -- მსახიობის უნარი, განასახიეროს სცენაზე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სახეები.


 
გარდერობი -- ტანსაცმლის შესანახი ოთახი, ადგილი თეატრში სადაც ინახება მსახიობთა სათეატრო ტანისამოსი (კოსტიუმები).


 
გასტროლი -- სხვა ქალაქიდან ან ქვეყნიდან ჩამოსული მსახიობის, დასის, ანსამბლის გამოსვლა სცენაზე; გასვლითი სპექტაკლი, სანახაობა.


 
გენერალური რეპეტიცია -- ბოლო რეპეტიცია სპექტაკლის, კონცერტის გამართვის, პრემიერის წინ დეკორაციებით, კოსტიუმებით და გრიმით.


 
გერდტ ელიზავეტა -- გერდტ ელიზავეტა _ დაიბადა 1891 წლის 17 აპრილს. გამოჩენილი მოცეკვავე და პედაგოგი. ცეკვავდა მარიის თეატრში. 1935 - 42 წლებში მუშაობდა პედაგოგად ქ. მოსკოვის ქორეოგრაფიულ ასწავლებელში. ორმოციან წლებში მოღვაწეობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში პედაგოგ-კონსულტანტად. მისი მოსწავლეები იყვნენ: ა. შელესტი, მ. პლისეცკაია, რ. სტრუჩკოვა, ე. მაქსიმოვა და სხვები.


 
გრადუსი -- კლასიკურ ცეკვაში ეს ტერმინი აღნიშნავს ფეხების მიერ მოყვანილ კუთხეს სხეულის ვერტიკალური ღერძის მიმართებაში, იზომება ზოგად პირობებში. მაგალითად: 45 გრადუსი ნახევარი სიმაღლისთვის, 90 გრადუსი ჰორიზონტალური პოზიციისთვის (ფეხის თითები ბარძაყის დონეზე) და 135 გრადუსი ნებისმიერი პოზიციისთვის, საყურადღებოდ ბარძაყზე ზევით სიმაღლეზე.


 
გრიმი -- მსახიობისათვის როლის მიხედვით სახის შესაცვლელი სპეციალური საღებევები.


 
გრიმიორი -- პიროვნება, რომელიც უკეთებს მსახიობს როლის შესაბამის გრიმს.


 
გრიმირება -- გრიმის გაკეთება.


 
გუმოზა -- ხის წებო, გრიმის წებოვანი ფერადი სალბუნი, პლასტმასა, რომლითაც მსახიობი ცხვირის, ნიკაპის, სახის ფორმას იცვლის.


 
იერსახე -- მხატვრული, სცენიური სახე.


 
იმპროვიზაცია -- ლექსის, სიმღერის, მუსიკის, ცეკვის ან სხვა ასეთის სახელდახელოდ შეთხზვა და შესრულება; ამ წესით შესრულებული ნაწარმოები, დრამატული ტექსტის არაზუსტი და ურეპეტიციოდ წარმოთქმა.


 
იუბილე -- პიროვნების მოღვაწეობის ან ღირშესანისნავი მოვლენის რაიმე თარიღის საზეიმო აღნიშვნა.


 
იუმორესკა -- იუმორით გამსჭვალული მცირე მუსიკალური ან მხატვრული ნაწარმოები.


 
ჟანრი -- ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოების სიუჟეტურ-სტრუქტურული ერთიანობა, სახე (მაგალითად დრამატული ჟანრი, ლირიკული ჟანრი).


 
ჟესტი -- სხეულის რომელიმე ნაწილის მიერ სხვადასხვა ხასიათის გამომხატველი მოძრაობა.


 
კაბარე -- ადრე არტისტული კაფე ან პატარა რესტორანი ესტრადით, სადაც საღამოობით სანახაობით პროგრამას ასრულებდნენ თვით ავტორები; კაფე ან რესტორანი ესტრადითურთ, სადაც იმართება მხიარული წარმოდგენები, ცეკვა, სიმღერა და სხვა.


 
კაბუკი -- იაპონური თეატრის სახეობა, რომელშიც გაერთიანებულია დრამა, მუსიკა და ცეკვა. ცნობილია XVII საუკუნიდან და დღემდე შენარჩუნებულია ორიგინალური წარმოდგენები. ამ თეატრის მსახიობები არიან მხოლოდ მამაკაცები, რომლებიც ასრულებენ ქალის პარტიებსაც. ძალიან პრესტიჟული პროფესიაა, რომელსაც ეუფლებიან ბავშვობიდან და გადასცემენ თაობიდან თაობას.


 
კავატინა -- პატარა ლირიკული არია ოპერაში.


 
კაპელდინერი -- სათეატრო ან საკონცერტო დარბაზის მუშაკი, რომელიც უმოწმებს მაყურებელს ბილეთს, უჩვენებს განკუთვნილ ადგილს და დარბაზში იცავს წესრიგს.


 
კარნავალი -- სახალხო დღესასწაული; ღია ცის ქვეშ სვლა მუსიკით, ცეკვა-თამაშით, მასკარადითა და სხვა გასართობით.


 
კლასიკური ბალეტი -- 1) ბალეტის ტრადიციული სტილი, რომელიც ხაზს უსვამს აკადემიურ ტექნიკას, რომელიც ვითარდებოდა საუკუნეების მანძილზე ბალეტის არსებობაში. <br> 2) ბალეტი, რომელშიც სტილი და აგებულობა ეყრდნობა განსაზღვრულ სტუქტურას, რომელიც ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნეში. კლასიკური ბალეტის მაგალითებია: `კოპელია”, `მძინარე მზეთუნახავი”, `მაკნატუნა” და `გედების ტბა”.


 
კოლიზეუმი -- სახალხო სანახაობათა რომაული ცირკი, ამფითეატრი. აგებულია პირველ საუკუნეში. იტევდა დიდძალ მაყურებელს. მის არენაზე ხდებოდა გლადიატორების ბრძოლა.


 
კომედია -- დრამატული ჟანრის ნაწარმოები, რომელშიც ადამინის ცხოვრების ნაკლოვანი მხარეები მხილებულია სახუმარო და სასაცილო კომედიური ფორმით, ძირითადად ემყარება არა მოქმედების, არამედ ხასიათის მხარეების წარმოსახვას. გმირი თავისი მოქმედებით, ქცევითა და მეტყველებით იწვევს არაგამკილავ მხიარულ დაცინვას.


 
კომედია - ბალეტი -- სათეატრო ჟანრი, რომელიც შეიცავს დიალოგს, ცეკვას, პანტომიმას, ინსტრუმენტულ, ზოგჯერ ვოკალურ მუსიკასაც.


 
კონცერტი -- მუსიკალური და ვოკალური ნაწარმოების, აგრეთვე საბალეტო, საესტრადო ან სხვა სახის მუსიკალური ნაწარმოების გარკვეული პროგრამით საჯაროდ შესრულება; ერთი საკრავის ორკესტრთან ერთად შესრულებული მუსიკალური ნაწარმოები.


 
კონცერტმაისტერი -- სიმფონიური ან საოპერო ორკესტრის სოლისტი, პირველი მევიოლინე ორკესტრში; პიანისტი-აკომპანიატორი; ორკესტრის შემსრულებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი.


 
კორდებალეტი -- კორდებალეტი _ ბალეტში ჯგუფური ცეკვების შემსრულებელი მასხიობები. Corps de ballet (ფრ. Corps - შემადგენლობა და ballet - ბალეტი) _ ბალეტის მოცეკვავეები, რომლებიც ასრულებენ ჯგუფურ, მასიურ ცეკვებს.


 
კორიფე -- კორდებალეტის მთავარი მსახიობი, ხალხურ სიმღერებში დამწყები, ძველ ბერძნულ ტრაგედიაში მსახიობი გუნდის ხელმძღვანელი, წამყვანი.


 
კულისი -- მოძრავი დეკორაცია წარმოდგენის დროს; სცენიდან გამოყოფილი გვერდითი ან უკანა ნაწილი – მოხატული, ქსოვილ გადაკრული ხის ჩარჩოები; მსახიობთა სამყოფელი სცენაზე გამოსვლამდე.


 
კუპიურა -- მხატვრული ან მუსიკალური ნაწარმოების შეკვეცა, შემოკლება.


 
ლიბრეტო -- მუსიკალურ-ვოკალური ნაწარმოების, ოპერას, ოპერეტის, ბალეტის სიტყვიერი ტექსტი; ფურცელზე ან ბროშურად დაბეჭდილი ოპერის, ბალეტის, კინოსურათის მოკლე შინაარსი.


 
ლოჟა -- თეატრში პარტერის გვერდით და უკან გამოცალკევებული რამდენიმე მაყურებლის დასაჯდომი ადგილი.


 
ლუკი -- ჩასაძრომი ჭრილი სცენის იატაკში. სპეციალური მოწყობილობა დეკორაციის სცენის სიმაღლეზე ამოსაწევად ან ჩასაწევად.


 
Maneges -- / მანეჟ / წრიული. როდესაც კომბინაციები სრულდება წრეზე.


 
Mazurka -- / მაზურკა / პოლონური ფოლკლორის ცეკვის სტილი მუსიკალური ზომა 3/4, რომელიც არის წარმოდგენილი ბევრ ბალეტებში.


 
Minuet -- ცეკვა, მუსიკალური ზომა 3/4, რომელიც წარმოდგენილი იყო ლუი XIV-ს დროს.


 
მაესტრო -- ხელოვნების მოღვაწის (უმთავრესად მუსიკოსის დირიჟორის, კომოზიტორის) საპატიო სახელი. ასეთისადმი მიმართვის ფორმა.


 
მაკეტი -- სპექტაკლის სივრცობრივ-დეკორაციული გადაწყვეტის შემცირებული მოდელი.


 
მასკარადი -- სპეციალური, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ, ანტასტიკურ ტანსაცმელში გამოწყობილთა მეჯლისი.


 
მელოგრაფია -- ნოტების წერა.


 
მელოდრამა -- დრამატული ჟანრის შინაარსის პიესა, რომელშიც ასახულია ბოროტისა და კეთილის შეჯახება, შეიცავს სატირულ ეპიზოდებსაც; ძველად მუსიკალურ-დრამატული სასცენო ნაწარმოები, რომელშიც მოქმედ პირთა დიალოგებსა და მონოლოგებს ახლდა მუსიკა, თვითონ მსახიობები კი არ მღეროდნენ.


 
მეჯლისი -- დიდი წვეულება, ნადიმი. ძველად ზოგი მონაწილე იკეთებდა ნიღაბს და იმოსებოდა ფანტასტიკურ-ეთნოგრაფიული ტანსაცმლით.


 
მთიულური -- ქართული ცეკვის სახეობა.


 
მიზანსცენა -- სპექტაკლის ამა თუ იმ მონაკვეთში მსახიობების განლაგება დეკორაციის წინასწარ დათქმული რიგით.


 
მიმიკა -- სახის კუნთების მოძრაობით შინაგანი განცდისა და გრძნობების გამოხატვა.


 
მინიატურა -- მოკლე მოთხრობა ან მოკლე პიესა-ვოდევილი, ინტერმედია, სკეტჩი, დიალოგური ან მუსიკალური სცენა, საკლოუნო სცენა.


 
მოდელი -- რაიმე საგნის ნიმუში. თეატრში სპექტაკლის მაკეტი.


 
მონოდრამა -- ერთმოქმედებიანი დრამა, რომელსაც ასრულებს ერთი მსახიობი; ძველი ბერძნული დრამის სახეობა, რომელშიც მსახიობი ნიღბისა და ტანსაცმლის გამოცვლით ასრულებს სხვადასხვა როლს.


 
მონოლოგი -- ნაწარმოებებში ან სპექტაკლში თავისთავისადმი ან სხვისადმი (პარტნიორი, მაყურებელი) მიმართვა; ერთი მოქმედი პირის მიერ ჩასატარებელი სცენა.


 
მოქმედება -- პიესის, სპექტაკლის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი.


 
მუზა -- ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ხელოვნებისა და მეცნიერის მფარველი და შთამაგონებელი ერთ-ერთი ცხრა ქალღმერთთაგანი.


 
მუსიკა -- სინამდვილის ბგერითი მხატვრული სახეებით ამსახველი ხელოვნების დარგი; შესაფერ ნაწარმოებთა ერთობლიობა.


 
ნოტები -- სანოტო ნიშნებით ჩაწერილი მუსიკალური ნაწარმოების ტექსტი.


 
ნოტი -- მუსიკალური ტონის, ბგერის გრაფიკული ნიშანი.


 
ოდეონი -- მრგვალი შენობა ძველ საბერძნეთში, სადაც იმართებოდა მუსიკალური წარმოდგენები; კონცერტის, ცეკვის და სხვა გასართობისათვის განკუთვნილი შენობა.


 
ოვაცია -- სპექტაკლის, კონცერტის, სიმღერის, მოსმენილი სიტყვისა და სხვა ასეთთა მოწონება ხანგრძლივი ტაშითა და შეძახილებით.


 
ოპერა -- ხელოვნების დარგი, რომელშიც გაერთიანებულია ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკა, დრამატურგია და სახვითი ხელოვნება; იყენებს ქორეოგრაფიასაც. ოპერაში მსახიობი მღერის, არსებობს ოპერა - ბალეტი, ოპერა – ბუფი, ოპერა - ტრაგედია, ოპერა - ლეგენდა, საბავშვო ოპერა და სხვა.


 
ორკესტრი -- სხვადასხვა მუსიკალურ საკრავზე დამკვრელთა დასი.


 
Par terre -- /პაღ ტეღ / (terre, а – ფრ. მიწაზე). ეს ტერმინი მიუთითებს რომ მოძრაობა სრულდება იატაკზე


 
Pas -- / პა / ნაბიჯი. მარტივი ნაბიჯი ან რთული მოძრაობა. Pas აგრეთვე ეხება ცეკვას, რომელიც სრულდება სოლისტით (pas seul), დუეტით (Pas de deux) და ა.შ.


 
Pas assemble -- / პა ასამბლე / (ფრ.შეერთება). ნახტომი, რომლის დამახასიათებელი თავისებურებაა ფეხების ნახტომში შეკრება V პოზიციაში. სრულდება ნებისმიერ მიმართულებაში, პოზებში, გადადგილებით და en tournant. არსებობს assemble-ს სხვადასხვა ფორმები: ორმაგი (double); დარტყმით (battu), ტრიალით (en tournant), grand assemble. Assemble-ს ნაირსახეობას მიეკუთვნება assemble soutenu `პუანტებზე”.


 
Pas balance -- / პა ბალანსე / (ფრ.რხევა). კლასიკურ ცეკვაში რხევადი მოძრაობა. ეს მოძრაობა ძალიან ჰგავს pas de valse და არის ბალანსის მონაცვლეობა წონის გადატანით ერთი ტერფიდან მეორეზე. <br> არსებობს balance-ს შემდეგი ნაირსახეობები:
1) Balance de cote - რხევადი მოძრაობა გვერდზე.
2) Balance en tournant - რხევადი მოძრაობა ტრიალში.
 
Pas ballotte -- / პა ბალოტე / (ფრ. ბალლოტტე რხევა) რხევადი მოძრაობა. ნახტომი ერთი ფეხიდან მეორეზე ფეხების თანმიმდევრული გახსნით cou-de-pid-ს მეშვეობით efface წინ და უკან სხეულის გადახრით. სრულდება 1/4-ზე en tournant. მოძრაობა სრულდება იატაკზე 45, 90 გრადუსზე.


 
Pas ballonne -- / პა ბალონე / (ფრ. ბურთის მსგავსი) ნახტომი ერთ ფეხზე, მეორე ფეხი გაჭიმულია ნებისმიერ მიმართულებაში 45 ან 90 გრადუსის სიმაღლეზე წინ, გვერდზე, უკან პოზებში ადგილზე და გადადგილებით. მუშა ფეხი ნახტომის დასრულებისას იხურება sur le cou-de-pied – ზე.


 
Pas battu -- / პა ბატიუ / (ფრ. battre- დარტყმა ) ნახტომში ორივე ფეხის ერთმანეთზე მირტყმა.


 
Pas ciseaux -- / პა სიზო / (ფრ. ciseaux მაკრატელი) დიდი ნახტომი ერთი ფეხიდან მეორეზე, ფეხის თანმიმდევრული აგდებით წინ 90 გრადუსზე დამთავრებით I arabesque-ში.


 
Pas cabriole -- /პა კაბღიოლ / (ფრ. ხტუნვა ). ხტუნვა დარტყმით. ნახტომში ფეხების ერთმანეთზე მირტყმა ერთხელ ან ორჯერ, რომლის შესასრულებლად საჭიროა კარგად გამომუშავებული ნახტომი, ძლიერი ზურგი და ballon. იგი იყოფა ორ კატეგორიად: petit (პატარა), რომლებიც სრულდება 45 გრადუსზე და grand (დიდი), რომლებიც სრულდება 90 გრადუსზე. ჩაბრიოლე შეიძლება შესრულდეს პოზებში croise, efface, ecarte, I,II,III და IV arabesque-ში. არსებობს cabriole– ს სხვადასხვა სახეობები:
1) cabriole double - ორმაგი,
2) cabriole fermee - დახურვით,
3) cabriole fouettee, grande. Cabriole – ს ყველა ნაირსახეობა არის ნახტომი ერთი ფეხიდან ერთ ფეხზე, გარდა cabriole ferme –სი, რომლის შესრულების დროსაც ნახტომი მთავრდება ორივე ფეხით V პოზიციაში.
 
Pas couru -- /პა კურიუ / ფრ. Courir –გაქცევა. pas couru წარმოადგენს ერთგვარ სირბილს ყველა მიმართულებით. კლასიკურ ცეკვაში გამოიყენება, როგორც დამხმარე მოძრაობა ნახტომების წინ ან გამოიყენება ცალკეული საცეკვაო ნაწილების დასაკავშირებლად. სრულდება ნახევარტერფებზე და `პუანტებზე”.


 
Pas d’action -- / პა დ’აკსიონ / საცეკვავო მოქმედება. სანახაობა ბალეტში, რომელიც გამოხატავს ემოციებს ან მიმიკის და ცეკვის საშუალებით გადმოგვცემს ამბავს, სიუჟეტს. მაგალითებია: Pas d’action `ჟიზელი”-ს პირველ აქტში, Pas d’action `კოპელიაში”, Pas d’action `მძინარე მზეთუნახავში”, Pas d’action `ლაურენსიაში”.


 
Pas de basque -- / პა დე ბასკ / ბასკური მოძრაობა. ბასკების ეროვნული ცეკვების დამახასიათებელი მოძრაობა, რომელიც გამოიყენება ბალეტში. არსებობს ორი ტიპის Pas de basque: Pas de basque par terre, რომელიც კეთდება ოდნავ აწევით ჰაერში, თითქმის მოყწყვეტლად იატაკიდან წინ, უკან, ტრიალში და Pas de basque saute, რომელიც კეთდება ახტომით 90 გრადუსზე.


 
Pas de bourree -- / პა დე ბუღე / მოძრაობა ფეხების გადანაცვლებით. იგი წარმოადგენს სხვადასხვა საცეკვაო ნაბიჯებს, რომელსაც იყენებენ როგორც დამხმარე და შემაკავშირებელ მოძრაობას ყველა მიმართულებით გაადგილებისათვის. არსებობს Pas de bourree-ს სხვადასხვა სახეობები:
1) Pas de bourree - ფეხთა შენაცვლებით, pas de bourree simple -ცვლილებით (მარტივი);
2) Pas de bourree - ფეხთა შეუცვლელად გვერდზე (de cote) ფეხის გახსნით 45 გრადუსზე;
3) Pas de bourree dessous (ქვეშ) - dessus (ზედ) ფეხთა შენაცვლებით გვერდზე გახსნით;<br>4) Pas de bourree ballotte (ballote-რხევა) ფეხის გახსნით efface-ზე წინ და უკან;<br>5) Pas de bourre suivu – ფრ. suivu გაყოლება. Pas de bourre-ს თანმიმდევრული უწყვეტი ჯაჭვი V პოზიციაში ყველა მიმართულებით. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი Pas de bourre, pas de bourre de cote-ს გარდა, სრულდება en face და en tournant.<br>მიხეილ ფოკინის მიერ ანა პავლოვასათვის დადგმული ცეკვა `მომაკვდავი გედი” აგებულია pas de bourree-ზე.
 
Pas de deux -- / პა-დე-დე / ცეკვა ორისთვის.


 
Pas de deux (grand pa de deux) -- / გრანდ პა-დე-დე / ის განსხვავდება ჩვეულებრივი Pas de deux-საგან იმით, რომ მას აქვს განსაზღვრული სტრუქტურა. როგორც წესი grand pas de deux იყოფა ხუთ ნაწილად: antre, adagio, გოგონას ვარიაციის ნაირსახეობები, მოცეკვავე მამაკაცის ვარიაციის ნაირსახეობები და კოდა, სადაც ორივე მოცეკვავე ცეკვავს ერთად.


 
Pas echappe -- / პა ეშაპე / (ფრ. გახტომა.) იგი შედგება ორი ნახტომისაგან, რომელიც სრულდება ორი ფეხიდან ორ ფეხზე V პოზიციიდან ფეხების ჰაერში II ან IV პოზიციაში გახსნით და V პოზიციაში დამთავრებით. Echappe შესაძლებელია შესრულდეს ფეხთა შენაცვლებით და შეუცვლელად. არსებობს echappe-ს ნაირსახეობები:
1) petit pas echappe ნახტომი სრულდება საშუალო სიმაღლეზე;
2) grand pas echappe ნახტომი სრულდება დიდ სიმაღლეზე;
3) echappe battu ნახტომში ორივე ფეხის ერთმანეთზე დარტყმით;<br>4) echappe ერთ ფეხზე დამთავრებით;<br>5) echappe en tournant.
 
Pas failli -- / პა ფაი / ( ფრანგული სიტყვიდან faillir- ბოლომდე არ მიყვანილი) სრულდება როგორც დამოუკიდებელი pas და როგორც დამაკავშირებელი მოძრაობა დიდი ნახტომების წინ.


 
Pas glissade -- /პა გლისად / (ფრ. glisser-სრიალი ). სრიალა ნახტომი. Pas glissade შესაძლებელია შესრულდეს როგორც დამოუკიდებელი, ასევე დამხმარე მოძრაობა პატარა და დიდი ნახტომების შესასრულებლად. იგი სრულდება ყველა მიმართულებით პატარა პოზებში, ფეხთა შენაცვლებით ან პირიქით და ნახევარ ტრიალში. იგი მიეკუთვნება პარტერულ ნახტომებს და სრულდება იატაკიდან თითქმის მოუწყვეტლად. Glissade კეთდება ნახევარტერფებზე, `პუანტებზე” და en tournant.


 
Pas jete -- /პა ჟეტე / (ფრ. ნასროლი, გადაგდებული) მოძრაობა ნახტომით ერთი ფეხიდან მეორეზე, რომელიც სრულდება ნახევარტერფებზე, `პუანტებზე’, ნახტომში გადადგილებით; ტრიალში; პატარა და დიდ პოზებში. არსებობს jete-ს მრავალი ფორმები:
1) petit jete;
2) jete ferme (ფრ. fermer -დახურვა);
3) jete en tournant;<br>4) grand jete - დიდი ნახტომი. იგი სრულდება ნახტომით წინ პოზებში: attitude croisee, efface, I,II,II,IV arabesques.<br>5) grand jete en tournant - იგი სრულდება attitude croisee; attitude efface III და I arabesques.<br>6) jete fondu 90 გრადუსზე – (ფრ. fonder - დნობა);<br>7) jete passé – მას აქვს სამი ძირითადი სახეობა: პატარა (45 გრადუსზე), დიდი (90 გრადუსზე) სრულდება წინ და უკან და დიდი II პოზიციისკენ გვერდზე 90 გრადუსის სიმაღლეზე.<br>8) grand jete renverse ( გღან ჟეტე renverse. რენვერსე ფრ. გადაბრუნებული). სრულდება en dehors, en dedans.<br>9) grand jete pas de chat – გაიგივებული კატის მსუბუქ, გრაციოზულ ნახტომთან.Eეს არის დიდი ნახტომი წინ გადაადგილებით, სადაც ფეხები ჰაერში აფიქსირებენ arabesque -ს, ხოლო ხელების მდგომარეობა შესაძლებელია იყოს სხვადსხვა;<br>10) Jete entrelace – / ანტრლასე / ფრ. გადახლართული / (ე.წ. `მაკრატელის” პრინციპი). ეს jete სრულდება ყველა მიმართულებით და წრეზე;<br>11) jete par terre; jete en l’air en tournant .
 
Pas de poisson -- / პა დე პუასონ / ფრ. პოისსონ – თევზი, თევზისებური მოძრაობა. კლასიკურ ცეკვაში საშუალო ნახტომი ერთი ფეხიდან მეორეზე, უკან მუხლში ოდნავ მოხრილი თანმიმდევრული ფეხების ასროლით 90 გრაუსზე. ჩვენს შემთხვევაში პროგრამულად გამოიყენება ტერმინი pas jete passé 90 გრადუსზე.


 
Pas de quatre -- / პა დე კატღ / ცეკვა ოთხისთვის. ყველაზე ცნობილი `Pas de quatre” ბალეტის ისტორიაში ჩატარდა ლონდონში 1845 წლის 12 ივლისს დედოფალ ვიქტორიის საპატივცემულოდ. `Pas de quatre”-ს ასრულებდნენ 19-ე საუკუნის ოთხი დიდებული ბალერინა: მარია ტალიონი, შარლოტა გრიზი, ფანი ჩერიტო და ლუსლი გრან.


 
Pas de trois -- / პა დე ტღუა / ცეკვა სამისთვის.


 
Pas de valse -- / პა დე ვალს / ვალსის ნაბიჯი. კეთდება სხეულის გრაციული სრიალით ხელების სხვადასხვა მოძრაობებით. ნაბიჯი შეიცავს სამ მოძრაობას - გასრიალება, ნაბიჯი, შეცვლა – სრულდება 3/4 თვლაში, ნელი მოტრიალებით.


 
Pas emboite -- / პა ამბუატე / ფრ. ჩადება - იგი სრულდება cou-de-pied-ზე წინ ან უკან, ფეხების თანმიმდევრული გასროლით წინ ან უკან 45; 90 გრადუსზე. Emboite – კეთდება. ადგილზე, გადაადგილებით და ენ en tournant.


 
Pas marche -- / პა მაღშე / სიარული. ეს არის კლასიკური ბალერინას და მისი პარტნიორის ღირსეული სვლა.


 
Passe -- / პასე/ ფრ. გავლილი, ჩავლილი. ეს არის გავლითი და დამაკავშირებელი მოძრაობა ფეხის გადატანის დროს ერთი მდგომარეობიდან მეორეში, ერთი პოზიდან მეორეში. იგი შეიძლება შესრულდეს I-ლი პოზიციის გავლით იატაკზე და ასევე 45 და 90 გრადუსზე ნებისმიერი მიმართულებით. აგრეთვე სრულდება ნახტომში.


 
Passe par terre -- / პასე პაღ ტეღ / - გავლილი, ჩავლილი იატაკზე. ეს არის მოძრაობა, რომელიშიც მუშა ფეხის ტერფი იატაკზე სრიალი მოძრაობით გადადის ან წინ ან უკან.


 
Pas tombe, tombee -- / ტომბე / (ფრ. tomber ნიშნავს დაცემას). მოძრაობა, წონის გადადატანა ერთი ფეხიდან მეორეზე დაცემით demi-plie-ზე, რომელიც მთავრდება cou-de-pied-ზე, ცერით იატაკზე 45, 90 გრადუსზე ყველა მიმართულებასა და პოზებში. ეს მოძრაობა სრულდება ნახტომში, როგორც ყველა მიმართულებასა და პოზებში და en tournant დაცემით წინ, გვერდზე და უკან.


 
Petit, petite -- / პტი / პატარა, მცირე. კლასიკურ ცეკვაში ყველა პატარა მოძრაობის აღმნიშვნელი ტერმინი. მაგალითად: petit battement.


 
Pied а demi -- / პიე ა დემი / ნახევარტერფი.


 
Pied а pointe -- / პიე ა პუანტე / ტერფი 'პუანტზე'.


 
Pied а terre -- / პიე ა ტერ/ ტერფი იატაკზე. ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ტერფის პოზიციას, სადაც ტერფის მთლიანი ძირი მოთავსებულია იატაკზე.


 
Pied dans la main -- / პიე დან ლა მენ / ეს სავარჯიშო სრულდება ძელთან ნაბიჯის გასაწელად. მოცეკვავე ხელით ჩაჭიდებულია ფეხისგულს ან ქუსლს შიგა მხრიდან; ფეხი შემდეგ სწორდება (გამართულია) და წაღებულია მეორე პოზიციაში ჰაერში, ხელით კვლავ გიჭირავთ ტერფი.


 
Pieds cinq positions des -- / პიე სენკ პოზისიონ დე / ტერფების ხუთი პოზიცია. კლასიკური ცეკვის ხუთი ძირითადი პოზიცია, რომელიც ჩამოაყალიბა საფრანგეთის სამეფო აკადემიის დირექტორმა პიერ ბოშანმა, ანუ ის ძირითადი მდგომარეობები, რომელსაც ეყრდნობა და რომელზეც იგება საბალეტო ხელოვნება.
<strong>პირველი პოზიცია</strong> - (მოსამზადებელი პოზიცია) ამ პოზიციაში ტერფები იღებენ ხაზის ფორმაციას, ორივე ტერფი დგას ერთ სწორ ხაზზე ქუსლი ქუსლთან.
<strong>მეორე პოზიცია</strong> - ტერფები განლაგებულია ერთ ხაზზე ქუსლებს შორის ერთი ტერფის მანძილის დაშორებით.
<strong>მესამე პოზიცია</strong> - ერთი ტერფი არის მეორე ტერფის წინ, ქუსლები ეხება მეორე ტერფის კოჭის შუა ნაწილს.<br><strong>მეოთხე პოზიცია</strong> - მეოთხე პოზიციაში ტერფების განლაგება გავს მესამე პოზიციის განლაგებას. ტერფები არიან პარალელურად და ერთი ტერფის დაშორებით ერთმანეთისგან. ეს არის კლასიკური მეოთხე პოზიცია მაგრამ ის ასევე შეიძლება გაკეთდეს ტერფებით პირველ პოზიციაში, მხოლოდ ერთი ტერფის დაშორებით ერთმანეთისგან. ცნობილია, როგორც quatrieme position croisee (გადაჯვარედინებული მეოთხე პოზიცია), მაშინ როცა მეორე ცნობილია, როგორც quatrieme position croisee ouvert (გახსნილი მეოთხე პოზიცია). დღეს-დღეობით quatrieme position croisee კეთდება ტერფების განლაგებით, როგორც მეხუთე პოზიციაში.<br><strong>მეხუთე პოზიცია</strong> - ფრანგულ და რუსულ სკოლებში ტერფები არიან სრულად გადაჯვარედინებულები ისე, რომ წინა ტერფის ქუსლი ეხება უკანა ფეხის თითს და პირიქით.
 
Plie -- / პლიე / ( ფრ. plier – მოხრა, მოღუნვა). ნახევრად ჩაჯდომა - demi plie, ღრმად ჩაჯდომა - grand plieე, ანვითარებს მყესის სახსარს; მუხლის კუნთებს, რომელთა ელასტირუბა და სიძლიერე დიდ როლს თამაშობს კლასიკურ ცეკვაში. ჩაჯდომებში, განსაკუთრებით კი ღრმა ჩაჯდომებში, აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ზურგი, სადაც იგი ინარჩუნებს პირდაპირ (ვერტიკალურ) მდგომარეობას, რაც საშუალებას აძლევს ხერხემლის კუნთების სწორ განვითარებას.


 
Pique -- / პიკე / ფრ. ჩხვლეტა. კლასიკურ ცეკვაში გაჭიმული ფეხის მოძრაობა. იგი სრულდება ნებისმიერი მიმართულებით ან პოზაში.


 
Pirouette -- / პიღუეტ / ტრიალი. ეს არის ტანის მთლიანი ბრუნი ერთ ფეხზე ნახევარტერფზე ან “პუანტებზე”. Pirouette-ი შესაძლებელია შესრულდეს en dehors, en dedans ნებისმიერი პოზიციიდან, მუშა ფეხი შესაძლებელია იყოს cou-de pied-ზე, შუა წვივზე და tire-bouchon. ზემოთ ჩამოთვლილი Pirouette-ბისაგან განსხვავებული ფორმას წარმოადგენს quatre pirouette (ფრ.ოთხზე გაყოფა) ტრადიციული კომბინაცია, რომელიც შედგება ოთხ სხვადსხვა ბრუნვითი მოძრაობებისაგან.


 
Pointe -- / პუანტ / ატლასის ბალეტის საცეკვაო ფეხსაცმელები. პირველი ბალერინა რომელიც შედგა 'პუანტებზე' იყო მარია ტალიონი. დროის განმავლობაში 'პუანტის' დამზადების ტექნიკა დაიხვეწა. დღეს დღეობით 'პუანტების' წვერები ('პუანტის' წვეტი) შედგება რამოდენიმე ფენისაგან, სპეცილური ძლიერი წებოსა და ფენებს შორის მასალისაგან. უმეტეს შემთხვევაში იკერება ინდივიდუალურად ბალერინებზე, რომლებიც შემდგომში ხელით აკერებენ თასმებს და ირგებენ ფეხზე.


 
Polka -- / პოლკა / ცეკვა (მუსიკალური ზომა 2/4), რომელიც პირველად ნაცეკვია ბოჰემიაში 1830 წელს. ის მოგვიანებით გავრცელდა პრაღიდან მთელს ევროპაში და ამერიკაშიც კი. ის გახდა ჩეხეთის ნაციონალური ცეკვა.


 
Polonaise -- / პოლონეზ / საზეიმო ცეკვა (მუსიკალური ზომა 3/4). ის შეიძლება დაინახოთ ისეთ ბალეტებში, როგორებიც არის `მძინარე მზეთუნახავი” და `გედების ტბა”.


 
Port de bras -- / პოღ დე ბღა / (ფრ. ხელების ტარება). ეს არის ხელების მოძრაობა ძირითადი პოზიციების დაცვით, თავის და ტანის მოძრაობით. არსებობს port de bras ექვსი ძირითადი ფორმა. grand port de bras გამოიყენება დიდი ტურების შესასრულებლად.


 
Poser -- / პოზე / ფრ. განთავსება, განლაგება, ადგილის მინიჭება. კლასიკური ცეკვის ძირითადი პოზებია: Croisee - / კღუაზე /; Ecartee - / ეკაღტე /; Effacee - / ეფასე /; Arabesque - / აღაბესკ /; Attitude – / ატიტუდ /.


 
Preobrajenskaya Olga -- / პრეობრაჟენსკაია ოლღა / (1871-1964 წ.წ.). იგი დაიბადა რუსეთში, პეტერბურგში. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ის დასაწყისში გახდა იმპერიული ბალეტის პრიმა ბალერინა, სამეფო კარის სამინისტრომ იგი დააჯილდოვა ორი ოქროს მედლით. 1917 წლიდან 1921 წლამდე იგი ასწავლიდა ბალეტის სახელმწიფო სასწავლებელში, პეტროგრადი (უწინ საიმპერიო სასწავლებელი პეტერბურგში). 1921 წელს მან დატოვა რუსეთი და გადავიდა საცხოვრებლად პარიზში, სადაც ასწავლიდა კერძოდ სანამ გარდაიცვლებოდა. იგი გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ბალეტის პედაგოგი.


 
Prima ballerine -- / პღიმა ბალეღინა / საბალეტო დასის წამყვანი ქალი მოცეკვავე. რუსული იმპერიული თეატრის დროს ეს სახელი დაერქვათ შესანიშნავ სოლო მოცეკვავეებს, რომლებიც ცეკვავდნენ მთავარ კლასიკურ როლებს.


 
Promenade, en -- / პღომენად / Promenade სეირნობა.


 
Preperation -- / პღეპაღასიონ / ფრ. მომზადება, სამზადისი. მოძრაობა, რომლითაც მოცეკვავე ემზადება, რომ შეასრულოს მოცემული მოძრაობა.


 
პანტომიმა -- სასცენო ხელოვნების უსიტყვო სახეობა, რომელშიც მხატვრული სახის შექმნის მთავარი საშუალება ტანის მოძრაობა, მიმიკა, ჟესტი, პლასტიკა, პატარა მოცულობის მუნჯური სცენა.


 
პარიკი -- ქსოვილზე დამაგრებული თმები. იკეთებს მსახიობი როლის შესაბამისად.


 
პაროდია -- იუმორისტული-სატირული, დამცინავი შიანაარსის ნაწარმოები, ვისიმე მანერების მიბაძვა გაქილვის მიზნით; მხატვრული სახის გაშარჟება, დამახინჯება.


 
პარტერი -- მაყურებელთა დარბაზის ცენტრალური ნაწილი სავარძლებით.


 
პარტია -- პარტიტურის ნაწილი, რომელსაც ერთი მომღერალი ან ინსტრუმენტი ასრულებს; ტენორის, სოპრანოს, როიალის, არფისა და ა.შ. პარტიები ცალ-ცალკე ბალეტსა და დრამაში; როლი ოპერაში, ბალეტში.


 
პარტიტურა -- ოპერის (ოპერეტის, ბალეტის) სრული სანოტო ტექსტი; მრავალხმიანი მუსიკალური ნაწარმოების პარტიათა ერთობლიობა; ნოტების წიგნი, რომელშიც ამა თუ იმ მუსიკის ყველა ხმის ჩანაწერია.


 
პარტნიორი -- სპექტაკლში თამაშის თანამონაწილე.


 
პეტიპა მარიუს -- დაიბადა 1818 წლის 11 მარტს მარსელში. საბალეტო ხელოვნებას იგი სწავლობდა მამასთან, ჟან-ანტუან პეტიპასთან. ასევე გაკვეთილებს იღებდა ავგუსტ ვესტრისაგან. ბავშობაში მონაწილეობას იღებდა მამამისის მიერ დადგმულ საბალეტო სპექტაკლებში. შემდგომში მუშაობდა ბალეტმეისტერად ქალაქ ნანტში. 1847 წელს იგი მიწვეულ იქნა პეტერბურგში. მისი პირველი დებიუტი შედგა პეტერბურგის დიდი თეატრის სცენაზე. ამის შემდეგ მუშაობდა რუსეთში – თავდაპირველად ბალეტის მოცეკვავისა და პედაგოგის ამპლუაში, 1862 წლიდან კი ბალეტმეისტერად. 1869 წლიდან 1903 წლის ჩათვლით ეკავა მთავარი ბალეტმაისტერის თანამდებობა. 1894 წელს პეტიპამ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. დღემდე მსოფლიოს დასები ასრულებენ მის მიერ შექმნილ შედევრებს.
პეტიპას მიერ დადგმული ბალეტებია:
<li>` პახიტა” <li>` ფარაონის ქალიშვილი” <li>` მეფე კანდავლი” <li>` დონ კიხოტი” <li>` ორი ვარსკვლავი” <li>` ბაიადერა” <li>` მძინარე მზეთუნახავი” <li>` გედების ტბა” <li>` რაიმონდ" <li>` კორსარი” <li>` წელიწადის ოთხი დრო" <li>` არლეკინის მილიონები” <li>` ჯადოსნური სარკე" <li>` ვარდის კოკორის რომანი” და სხვა.
 
პერსონაჟი -- მხატვრული ნაწარმოების, საცენო და სხვა სანახაობის მოქმედი პირი.


 
პერინი მარია -- დაიბადა 1873 წლის 3 ოქტომბერს იტალიაში. 1916 წელს მან პირველმა ჩამოაყალიბა საქართველოში კლასიკური ცეკვის სტუდია, რომელიც 1920 წელს გადაკეთდა ზ. ფალიაშვილის თეატრთან არსებულ სკოლად. პერინის მოსწავლეები იყვნენ: ვ. ჭაბუკიანი; ნ. რამიშვილი; ი. სუხიშვილი; ე. ჩიკვაიძე; ე. გვარამაძე; ი. ალექსიძე; ი. არბატოვი; მ. ბაუერი; ს. სერგეევი; ს. ვირსალაძე და სხვები.


 
პრემიერა -- სპექტაკლის, ოპერას, ბალეტის და სხვა სანახაობის პირველი წარმოდგენა; აღდგენილი ან განახლებული სპექტაკლის პირველი წარმოდგენა.


 
პოლიფონია -- მრავალხმიანობა მუსიკაში, სიმღერაში.


 
პრიმადონა -- ოპერასა და ოპერეტაში მთავარი პარტიების შემსრულებელი ქალი.


 
პროგრამა -- სპექტაკლის, კონცერტის და სხვა სანახაობების სახელწოდება და მათ შემსრულებელთა და მომზადებაში მონაწილეთა დასახელების ფურცელი.


 
პროლოგი -- ნაწარმოების შესავალი.


 
პროსცენიუმი -- სცენის წინა, მაყურებელთან უახლოესი ნაწილი.


 
პულტი -- ნოტსადები დახრილზედაპირიანი დგარი, დირიჟორის დასადგომი ადგილი დგარის წინ.


 
ჯავრიშვილი დავითი -- გამოჩენილი ქართველი პედაგოგი და ბალეტმეისტერი დაიბადა 1894 წელს ს. ერთაწმინდაში. 1926-31 წწ. ხელმძღვანელობდა ქ. ბათუმის ქორეოგრაფიულ სტუდიას. 1934-51 წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიას (შემდგომში სკოლას). 1933-53 წწ. იგი იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმეისტერი, სადაც დგავდა ქართულ ცეკვებს ოპერებში: `აბესალომ და ეთერი”, `დაისი”, `ლატავრა” და სხვა.


 
Quadrille -- / კადღილ / მე-19 საუკუნის დასაწყისის ფრანგული მართკუთხა ცეკვა, რომელიც სრულდება ორი ან ოთხი წყვილის მეშვეობით.


 
ქანდარა -- თეატრის დარბაზის იარუსი იაფფასიანი ადგილებით.


 
ქორმაისტერი -- ლოტბარი, მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი, ქოროს სასიმღერო ნომრის მასწავლებელი.


 
ქორეოგრაფი -- ქორეოგრაფიის, ცეკვების დადგმის სპეციალისტი.


 
ქორეოგრაფია -- ცეკვებისა და საბალეტო სპექტაკლების ხელოვნება.


 
Renverse -- / რანვეღსე / ფრ. გადაგდება, გადატანა. საბალეტო ტერმინოლოგიაში ნიშნავს ტანის გადაზნექვას. ეს შესასრულებლად რთული მოძრაობა ისწავლება მაღალ კლასებში და აქვს მრავალი სახეობები. იგი შეიძლება სრულდებოდეს en dedans; en dehors პოზიდან croisee უკან და წინ. განსხვავებული renverse-ა IV arabesque-დან დამთავრებული პოზა ecartee- ში წინ.


 
Relever -- / ღელევე / (ფრ. აწეული). კლასიკური ცეკვის ტერმინოლოგიაში მას აქვს ორმაგი მნიშვნელობა:
1) ნიშნავს აწევას ნახევარტერფზე ან 'პუანტებზე' ერთ ან ორ ფეხზე. კეთდება ყველა პოზიციებიდან.
2) გაჭიმული ფეხის აწევა ნებისმიერ სიმაღლეზე.
 
Repeter -- / ღეპეტე / გამეორება.


 
Repetition -- / ღეპეტისიონ / რეპეტიცია რეჟისორის ან დირიჟორის ხელმძღვანელობით სპექტაკლის, კონცერტის, საცირკო ან სხვა სანახაობის მომზადება, ტექსტისა და მოქმედების განმეორება მათი უკეთ დამახსოვრების მიზნით. გენერალური რეპეტიცია.


 
Reverence -- / ღევეღანს / ოსტატურად შესრულებული ღევეღანსი ქალი მოცეკვავეს მიერ, დაიმსახუროს მაყურებლის აპლოდისმენტები. ღევეღანსი (ე.წ. მისალმება და დამშვიდობება) სრულდება ბალეტის გაკვეთილის დაწყებისას და დასრულებისას.


 
Rivoltade -- / რივოლტად / (ფრ. გადატრიალება) მოცემული ნახტომის ფორმა სრულდება I ან III arabesque-ს პოზაში შემობრუნებით en dehors მთელ წრეზე. ეს ნახტომი, როგორც წესი კეთდება სხვადასხვა მდგომარეობებიდან: sissonne tombe; temps leve tombe; pas chasse; pas faille და სხვა. მოცეკვავე მამაკაცის მოძრაობა.


 
Rond -- / ღონ / მრგვალი ან წრიული.


 
Rond de jambe -- / ღონ დე ჟამბ / კლასიკურ ცეკვაში ფეხების წრიული მოძრაობა, ფაქტიურად ფეხი ხაზავს ნახევარწრეს. არსებობს:
1) Rond de jambe pаr terre - / რონ დე ჟამბე პარ ტერ / - რომლიც სრულდება იატაკზე,
2) Rond de jambe en l’air / რონ დე ჟამბ ენ ლერ / - ამ მოძრაობის დასახელება პირობითია: ფეხი ჰაერში ასრულებს არა მთლიან წრეს (რონდ), არამედ ე.წ. ელიპსს. სრულდება ჰაერში. en dehors; en dedans.. არსებობს ამ მოძრაობათა ნაირსახეობები: double rond de jambe; grand rond de jambe en l’air.
 
Royale -- / ღუაიალ / ეს არის changement - ის ნაირსახეობა, რომლის დროსაც ფეხები ასრულებენ ნახტომში დარტყმით მოძრაობას და ფეხები იცვლებიან პოზიციაში.


 
რამპა -- მაყურებლისაგან დამალული სცენის გასანათებელი მოწყობილობა ავანსცენის გასწვრივ. საზღვარი მაყურებლთა დარბაზსა და სცენას შორის.


 
რევიუ -- დრამატული და კომედიური სცენებისაგან შემდგარი სათეატრო წარმოდგენა, რომელშიც შინაარსის გამჭოლი თემით გაერთიანებულია პატარ-პატარა საესტრადო ვოკალური, საცეკვაო ნომრები.


 
რეკვიზიტი -- თეატრალური წარმოდგენისა თუ მსახიობისათვის საჭირო ნამდვილი ან ბუტაფორული ნივთების ერთობლიობა, მათ შორის წვრილმანი ნივთებიც: ჯოხი, ქოლგა, პორტფელი, ჭურჭელი, საჭმელ-სასმელი და სხვა.


 
რეკვიზიტორი -- სცენის ტექნიკური მუშაკი, რომლის მოვალეობაა რეკვიზიტის შეძენა, დაცვა და შეკეთება. პატარა თეატრებში რეკვიზიტორი ჩვეულებრივ იგივეა, რაც ბუტაფორი.


 
რეპერტუარი -- დრამატული, საოპერო და სხვა სახის თეატრის მიერ სეზონის განმავლობაში დადგმული სპექტაკლების ერთობლიობა.


 
რეცენზია -- ლიტერატურული და მხატვრული კრიტიკის სახეობა, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილი, სტატია, შენიშვნა, რომელიც განიხილავს და აფასებს მხატვრულ ნაწარმოებს, სპექტაკლს, კონცერტს, კინოფილმსა და სხვას, იბეჭდება უმთავრესად გაზეთსა ან ჟურნალში.


 
რითმი -- (სპექტაკლისა) ბგერათა აწევ-დაწევის, მუსიკალური ტონისა და მოძრაობის აჩქარება-შენელება, თანაბარი მონაცვლეობა, მთლიანი სპექტაკლის მსვლელობის თანაზომიერება.


 
როლი -- დრამატურგის ან სცენარისტის მიერ პიესაში შექმნილი ლიტერატურული სახე, რომელიც მსახიობმა უნდა წარმოადგინოს სპექტაკლში, კინოფილმში და ა.შ. ცნობილია დრამატული, ტრაგიკული, კომედიური, უსიტყვო და სხვა როლები.


 
რომანსი -- ლექსის მიხედვით დაწერილი პატარა ნაწარმოები, რომელიც იმღერება ფორტეპიანოს ან სხვა საკრავის აკომპანიმენტით, სასიმღერო ლირიკული ლექსი.


 
რომანტიული ბალეტი -- რომანტიული ბალეტი _ ბალეტის სტილი, რომელიც წარმოიქმნა მე-19 საუკუნის დასაყისში, რომელშიც აქცენტი კეთდებოდა ხასიათის გადატანაზე, რომ ეამბოთ, გამოეხატათ ისტორია, ამბავი. რომანტიული ბალეტის მაგალითებია: `La Sylphide”, `Giselle~ _ `სილფიდა”, `ჟიზელი”.


 
Saute, sautee -- / სოტე / ფრ. ახტომა, ხტომა, ნახტომით. ეს არის ნახტომი ორი ფეხიდან ორ ფეხზე, რომლის დროსაც ფეხების საწყისი მდგომარეობა რჩება უცველელი.


 
Saut de basque -- / სოტ დე ბასკ / დიდი ნახტომი ერთი ფეხიდან მეორეზე ჰაერში ტრიალით, რომელიც გვხვდება მრავალ ვარიაციებსა და კოდაში. არსებობს ამ ნახტომის სხვად სხვა სახეობა: ერთ ფეხზე გაჩერებით; გაჩერებით დიდი პოზაში და ორმაგი ტრიალით ჰაერში. სრულდება პირდაპირი ხაზით; დიაგონალზე და წრეზე.


 
Sissonne -- / სისონ / ნახტომი, ორი ფეხიდან ერთ ფეხზე და იყოფა ორ კატეგორიებად: პეტიტ (პატარა) და გრანდე (დიდი).. არსებობს sissonne-ის ნაირსახეობები: sissonne simple; sissonne ouverte; sissonne fermee; sissonne soubresaut; sissonne tombee; sissonne fondue; sissonne renversee.
<li><em>sissonne simple</em> მთავრდება ერთ ფეხზე მეორე cou-de-pied-ზე წინ ან უკან en face; პოზებში და en tournant; <li><em>sissonne ouverte</em> (ouverte ფრ.გახსნა) ნახტომი გაჭიმული ფეხის გახსნით ან developpe-ს საშუალებით ნებისმიერ მიმართულებაში, პოზაში, en tournant 45, 90 გრადუსზე. <li><em>sissonne soubresaut</em> მკვეთრი ნახტომი გადაფრენით. ახტომის დროს ფეხები მჭიდროდ ჩაჭიდებულნი არიან ერთმანეთზე ჰაერში უკან გაწეული. სხეული ამ დროს იმყოფება მკვეთრად გადაწეული უკან და ნახტომის დასრულების შემდეგ უბრუნდება საწყის მდგომარებას. სრულდება წინ გადადგილებით <li><em>sissonne tombee</em> ნახტომი ვარდნით. ამ ნახტომში მთავარია სხეულის გადატანა შესრულდეს გახსნილი ფეხის მიმართულებით. კეთდება ნებისმიერ მიმართულებაში, პოზებში და en tournant. ნახტომი მთავრდება ფეხების შეკრებით V პოზიციაში გადადგილებით მოცემულ მიმართულებაში. <li><em>sissonne fondue</em> (fondue ფრ.დამდნარი). სრულდება ანალოგიურად როგორც sissonne fermee ფეხების შენელებული დახურვით V პოზიციაში. <li><em>Sissonne renversee</em> (renversee ფრ.გადახრა, გადაწევა). ნახტომის დასაწყისში კეთდება sissonne ouverte attitude-ზე უკან,რის შემდეგადაც კეთდება renversee (იხილეთ renversee). მოძრაობა მთავრდება pas de bourre en tournant.

 
Soutenu, soutenue en tournant -- / სუტენიუ / (ფრ. შეკრება ტრიალში). ტრიალი სრულდება ადგილზე V პოზიციაში ნახევარ და მთლიან ბრუნში ნებისმიერი მიმართულებიდან და პოზიდან ნახევარტერფებზე, `პუანტებზე”.


 
Sus-sous -- /სიუ-სუ / ზედ და ქვეშ.


 
საგრიმიორო -- ოთახი, სადაც მსახიობები გრიმს იკეთებენ.


 
სამაია -- ქართული საფერხულო ცეკვა. ასრულებს წრედ შეკრული სამი ქალი (უმთავრესად ახალგაზრდები) სიმღერისა და ტაშის ხმაზე.


 
სატირა -- საზოგადოებრივი მოვლენის ან პიროვნების უარყოფითი მხარის ან მხარეთა მკაცრად მამხილებელი, გამკიცხავი, გამაკრიტიკებელი მხატვრული ნაწარმოები, სატირული კომედია.


 
სკეტჩი -- საესტრადო სახუმარო შინაარსის მცირე პიესა.


 
სოფიტი -- სპეციალური რკინის მოწყობილობა დამონტაჟებული სცენის თავზე განათების დასაკიდებლად.


 
სპექტაკლი -- წარმოდგენა, თეატრალური სანახაობა, თეატრის დასის ან სცენისმოყვარეთა მიერ შექმნილი დრამატული, საბალეტო, საბავშვო თუ სხვა ამგვარი მხატვრული ქმნილება.


 
სტუდია -- სამსახიობო ან სამხატვრო სასწავლებელი, დამწყებ მსახიობთა თეატრი.


 
სცენა -- თეატრის ამაღლებული ნაწილი, მოედანი, არენა, რომელზეც მიმდინარეობს მოქმედება, პიესის, სპექტაკლის ცალკეული ნაწილი, ფართო გაგებით _ თეატრი, სანახაობა.


 
სცენარი -- თეატრალური პიესის სიუჟეტური სქემა, გეგმა, რომლის მიხედვითაც იქმნება სპექტაკლი, კინო-პიესა ფილმის დადგმისათვის (კინოსცენარი), მუსიკალური თეატრისათვის დრამატურგიული გეგმა, ლიბრეტო, პიესის მოქმედ პირთა სია, თითოეული მსახიობის სცენაზე გამოსვლის დრო და რიგი.


 
სცენარისტი -- სცენარის ავტორი, შემდგენელი.


 
სცენარიუსი -- კულისებში მდგომი, რომელიც თვალყურს ადევნებს წარმოდგენის მსვლელობას, მსახიობს ანიშნებს სცენაზე გამოსვლის დროს.


 
სცენოგრაფი -- სათეატრო დეკორაციების მხატვარი.


 
სცენოგრაფია -- სასცენო მხატვრობა.


 
სასწავლო მეთოდიკა -- სწავლების მეთოდიკა _ არსებობს ბალეტის სწავლების სხვადასხვა მეთოდები. გამოკვეთილია აკადემიური ტექნიკის სამი დომინანტი სკოლა. ესენი არიან: ფრანგული, იტალიური და რუსული. აკადემიური ბალეტი, რასაც ჩვენ დღეს-დღეობით ვეძახით, გაჩნდა 1661 წელს, როდესაც საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ დაარსა Academie Royale de Musique et de Danse. ცეკვის აკადემია დაკავშირებულია ლა სკალას თეატრთან. მილანის ცეკვის აკადემიამ გავლენა მოახდინა თავისი განათლების წესებით პარიზზე და განსაკუთრებით რუსეთზე, რომელიც დაწერა კარლო ბლაზისმა. 1837 წელს იგი გახდა აკადემიის დირექტორი და გადააქცია საბალეტო საქმიანობის ცენტრად. მე-19 საუკუნის ნახევრიდან მსოფლიოს საბალეტო ცენტრები გადავიდნენ პარიზიდან და მილანიდან სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში. რუსულმა სკოლამ პირველად შეიძინა მისი ტექნიკა საფრანგეთიდან, მაგრამ მე-19 საუკუნის ნახევრიდან მან მოიპოვა საერთაშორისო ასპექტი საერთაშორისო მსახიობების გავლენის დამსახურებით. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში რუსული ბალეტი დომინირებდა ფრანგი მარიუს პეტიპას და შვედი ქრისტიან იოჰანსენის მეშვეობით. 1874 წელს რუსეთში ჩამოვიდა იტალიური სკოლის ბოლო დიდებული წარმომადგენელი ენრიკო ჩეკეტი. ეს სამი ადამიანი, რომლებიც საუკუნეების მანძილზე მუშაობდნენ რუს მოცეკვავეებთან, განავითარეს რუსული ბალეტი, ისევე როგორიც იყო იტალიური ან ფრანგული ბალეტი. ფაქტობრივად ფრანგული მეთოდი არის დიდი პროპორციით რუსულ სკოლაში.


 
Tarantella -- / ტარანტელა / სწრაფი იტალიური ცეკვა მუსიკალური ზომა 6/8.


 
Temps -- /ტამ / დრო.


 
Temps leve -- / ტამ ლევე / (ფრ. lever – აწევა. ტემპში აწევა). ნახტომი ერთი ფეხიდან ერთ ფეხზე, მეორე კი ნებისმიერ მიმართულებაში და პოზაში ან ცოუ-დე-პიედ- ზე წინ; უკან - ეს არის ნახტომი ერთი ფეხიდან მეორეზე მოცემული პოზის შენარჩუნებით. Temps leve-ს ნაირსახეობას წარმოადგენს ე.წ. სცენიური sissonne-ი


 
Temps releve -- / ტამ ღელევე / (ფრ. lever – აწევა. ტემპში აწევა). ფეხი cou-de-pied-დან გადადის მიმართულებით წინ ან უკან და იხსნება გვერდზე. ამ დროს საყრდენი ფეხი demi-plie-დან იჭიმება მთლიან ან ნახევარტერფებზე. იგი წარმოადგენს თავისებურ მზადებას პატარა და დიდი pirouette-ბის შესასრულებლად.


 
Temps lie -- / ტამ ლიე / ფრ. კავშირი. ეს არის მთელი რიგი გადაბმული, დამაკავშირებელი მოძრაობათა სერია დარბაზის შუაში. temps lie-ს, როგორც დამოუკიდებელ ფორმას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელების, ფეხების, თავის და სხეულის მოძრაობათა კოორდინაციის განვითარებისათვის. არსებობს temps lie-ს სხვადასხვა სახეობები:
1) Temps lie სხეულის გადახრით;
2) Temps lie par terre ბრუნით;
3) Temps lie 90 გრადუსზე;<br> 4) Temps lie 90 გრადუსზე ბრუნით;<br> 5) Temps lie 90 გრადუსზე ბრუნით ღრმა demi-plie-დან.
 
Tire-bouchon, en -- / ტიღ ბუშონ / (ფრ. Tire - ამოქაჩვა - bouchon-საცობი) – კორპსაძრობის მსგავსი მოძრაობა. ფაქტობრივად ეს არის მაღალი retire პოზიცია, სადაც ფეხი აწეულია ბარძაყით გვერდზე და გაჭიმული ფეხის თითის წვერი ეხება საყრდენი ფეხის მუხლს.


 
Tour -- / ტუღ / ბრუნი. სხეულის შემობრუნება. არსებობს მისი მრავალი ნაირსახეობა:
1) დიდი პოზებში en dehors, en dedans;
2) Tour chaine;
3) tour degage;<br> 4) tour pique; <br>5) tour en l’ air.
 
Tour lent -- / ტუღ ლან / (ფრ. lent-ნელი) ნელი ბრუნი. ერთ ფეხზე ნელი ბრუნი მეორე ფეხი ნებისმიერ მდგომარეობასა და პოზაში. ის ხორციელდება ან en dehors ან en dedans. წყვილთა ცეკვაში Tour lent-ი სრულდება 'პუანტზე' პარტნიორის დახმარებით.


 
Tournant, en -- / ტუღნან ან / (en tournent) ბრუნში.


 
Tchardache -- / ჩარდაშ / - უნგრული ეროვნული ცეკვა. იგი პირველად წარმოდგენილი იყო სენ ლეონის ბალეტ `კოპელია”-ს პირველ აქტში 1870 წელს, როგორც სახასიათო ცეკვა.


 
ტრაგედია -- მძაფრი კომფლიქტიანი დრამატული ნაწარმოები, რომლის მთავარი გმირი ან გმირები იღუპებიან.


 
ტრაგიკოსი -- მსახიობი, რომელიც ასრულებს ტრაგიკულ როლებს, ტრაგედიის ავტორი.


 
ტურნე -- მსახიობის ან სპორტსმენის საგასტროლო მოგზაურობა.


 
უვერტიურა -- ოპერის, ბალეტის და ა.შ. შესავალი, რომელიც მოკლედ გადმოგვცემს ნაწარმოების დედააზრს.


 
თეატრი -- ხელოვნების დარგი, რომელიც სხვადასხვა მხატვრული ხერხით ასახავს ცხოვრებისეულ სინამდვილეს, დრამატული თეატრი – სიტყვითა და მოქმედებით, ოპერისა _ ვოკალით (სიმღერით), ბალეტისა – ცეკვით (ქორეოგრაფია), პანტომიმისა – უსიტყვო მოქმედებით და სხვა; წარმოდგენის, საზეიმო საღამოებისა და სხდომების გასამართავი სპეციალური შენობა.


 
თეატრალი -- თეატრის მოყვარული, თეატრით გატაცებული პიროვნება.


 
თეატრონი -- მაყურებლის ადგილი ძველ ბერძნულ თეატრში, რომელიც უმთავრესად ნახევარწრიულ რიგებად იყოფოდა შეფერდებაზე.


 
თეატრმცოდნე -- თეატრის ისტორიის, თეორიისა და სათეატრო ხელოვნების შემსწავლელი პირი, მკვლევარი, თეატრალური მოვლენების შემფასებელი, რეცენზენტი.


 
თეატრმცოდნეობა -- მეცნიერება თეატრის, საერთოდ, თეატრალური ხელოვნების შესახებ.


 
Variation -- /ვაღიასიონ/ ვარიაცია. კლასიკურ ბალეტში პატარა ცეკვა შესრულებული ერთი ან რამდენიმე მოცეკვავის მიერ.


 
Virtuose -- /ვიღტუოზ/ შემსრულებელი, რომელიც დაჯილდოებულია შესანიშნავი ტექნიკური უნარით.


 
ვაგანოვა აგრიფინა -- თავისი დროის უდიდესი რუსი პედაგოგი. (1879-1951 წ.წ.). პეტერბურგის სამეფო ბალეტის უმაღლესი განათლებით, სადაც ასწავლიდნენ ივანოვი, ვაზემი, გერდიტი, ლეგატი და სხვები. 1897 წელს ის მიღებულ იქნა მარიის თეატრის კორ დე ბალეტ-ში. 1917 წელს დატოვა სცენა და თავი მიუძღვნა პედაგოგობას. 1921 წელს იგი გახდა ქ. ლენინგრადის საბალეტო სკოლის პედაგოგი (ოფიციალურად პეტერბურგის სამეფო ბალეტის სკოლა). და დაიწყო ინსტრუქციული სისტემის განვითარება, რაც მოგვიანებით მსოფლიოში ცნობილი გახდა როგორც ვაგანოვას სისტემა. 1934 წელს სათავეში ჩაუდგა ლენინგრადის ქორეოგრაფიულ ტექნიკუმს და გამოაქვეყნა თავისი სახელმძღვანელო კლასიკური ცეკვის საფუძველი. ვაგანოვას მეთოდი გახდა მთელი საბჭოთა კავშირის ქორეოგრაფიული სკოლის მთავარი მეთოდი. ამ მეთოდს კვლავ ანვითარებენ ვაგანოვას მიმდევრები.


 
ვაგანტები -- შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში მოხეტიალე მსახიობები, რომლებიც თხზავდნენ ანტიკლერიკალურ ლექსებს, საჯაროდ კითხულობდნენ მათ და მღეროდნენ. იგივეა, რაც გოლიარდები საფრანგეთში.


 
ვახტანგ ჭაბუკიანი -- ქართული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი, გამოჩენილი ბალეტმაისტერი და პედაგოგი დაიბადა ქ. თბილისში 1910 წლის 27 თებერვალს. 1922 - 23 წლებში სწავლობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ მარია პერინის საბალეტო სტუდიაში. 1926 წელს სწავლა განაგრძო ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1924 - 41 წლებში იგი იყო ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ლენინგრადსა და მოსკოვში ვ. ჭაბუკიანს უწოდებდნენ `ცეკვის ჯადოქარს”. ვ. ჭაბუკიანი ითვლება საბალეტო ხელოვნების რეფორმატორად, რადგან მან განავითარა მამაკაცის როლი ბალეტში და მოუპოვა თავისთავადი მნიშვნელობა. 1973 წლამდე ხელმძღვანელობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასს, ხოლო 1950 - 1973 წლებში - თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს.


 
ვოდევილი -- მსუბუქი ჟანრის ერთ ან ორმოქმედებიანი პიესა, რომელშიც ჩართულია სასიმღერო კუპლეტები და ცეკვა, პიესის ფინალში მოქმედი პირები მღერიან კუპლეტებს.


 
ვესტიბიული -- თეატრის, სკოლისა და სხვა საზოგადოებრივი შენობის შესასვლელ კართან დიდი დერეფანი, ოთახი.


 
Intro
ახალი ამბები
საბალეტო ლექსიკონი
როგორ იდგმებოდა სპექტაკლი
"ჩხიკვთა ქორწილი"

 
დოკუმენტური ფილმი
"ბალეტი საქართველოში"

 
სასწავლებლის გამოსაშვები სპექტაკლები
საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის
თავგადასავალი საქართველოში

 
ინფორმაცია
სასწავლებლის 22 წლის
გაწეული მუშაობის ანგარიში
MoTuWeThFrSaSu
კონტაქტი:

ვ. ვეკუას 1, 0105 თბილისი, საქართველო
ტელ: 98 60 41, 93 12 63,
ტელ../ფაქსი (+ 99532 ) 98 86 49
e-mail:balletschoolge@gmail.com
ballet_zuka@yahoo.com

გამოხმაურება






© Copyright 2007 V. Chabukiani Tbilisi Ballet Art State School .
Site created 2007.Tbilisi.Georgia