ახალი ამბები         დოკუმენტური ფილმი "ბალეტი საქართველოში"         საბალეტო ლექსიკონი        
ახალი ამბები
საბალეტო სიტყვათა ლექსიკონი და განმარტებითი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე

  A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z  
   FAIL (the browser should render some flash content, not this). უკან დაბრუნება

Adage, Adagio -- / ადაჟიო / იტალიური წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს წყნარს, ნელს, აუჩქარებელს. კლასიკურ ცეკვაში მას აქვს ორი მნიშვნელობა:
1) მოძრაობათა კომპლექსი სრულდება ძელთან და დარბაზის შუაში exercice-ში დაყრდნობილი releves-სა და developpes-ფორმებზე, ანვითარებს სიმყარეს, ხელების, ფეხებისა და სხეულის ჰარმონიული შერწყმის უნარს. Adagio-ს კომპოზიცია შესაძლებელია იყოს მარტივი ან რთული. Adagio-ს გაშლილ ფორმაში, დარბაზის შუაში, დასაშვებია ჩაირთოს კლასიკური ცეკვის ყველა pas – port de bras – დან ნახტომებამდე და ბრუნვებამდე.
2) კლასიკური ცეკვის რთული ფორმის (Pas de de, grand pas, pas d’action და სხვა) ძირითადი ნაწილის შესრულება ნელ ტემპში ( მაგალითად: ოდეტასა და ზიგფრიდის ადაგიო `გედების ტბა” მეორე მოქმედება).
 
Air, en l' (en 'lair) -- / ან ლეღ /air - ფრ. ნიშნავს ჰაერს. მოძრაობა უნდა იყოს შესრულებული ჰაერში. მაგალითად: ronde jambe en l’air.


 
Allegro -- / ალეგრო / იტალიური წარმოშობის სიტყვაა, ნიშნავს მხიარულს.
1) მუსიკალური ტერმინი, რაც ნიშნავს ცოცხალს, სიცოცხლით სავსეს. ტერმინი რომელიც არის გამოყენებული ყველა ნათელი და ცოცხალი მოძრაობებისათვის.
2) ალეგროს უმთავრესი თვისებაა მოძრაობების სიმსუბუქე, სისწორე და ჰაეროვნება. ცეკვების უმრავლესობა, სოლოც და ჯგუფურიც, არის აწყობილი ალეგროზე.
3) კლასიკური ცეკვის გაკვეთილი, რომელიც შედგება ნახტომებისაგან.
 
Allonge, Allongee -- /ალონჟე / ფრ. გაჭიმული, წაგრძელებული.
1) კლასიკური ცეკვის მოძრაობა, რომლის დროსაც ნახევრად მომრგვალებული ხელები იშლება პირველი, მეორე ან მესამე პოზიციებიდან წრიული მოძრაობით.
2) კლასიკური ცეკვის პოზა არაბესქუე (არაბესკი), რომლის დროსაც შესაბამისი ხელი არის გასწორებული, ხოლო მტევანი გაშლილია გარეთა მხარეს, რაც ანიჭებს მოძრაობას ფრენის იერსახეს.
 
Aplomb -- / აპლომბ / ფრ. სიტყვაა და ნიშნავს თვითდაჯერებულს. ვირტუოზულობის აღმნიშვნელი ტერმინი საბალეტო ტერმინოლოგიაში შემოვიდა 18-საუკუნეში.
1) შესრულების თავისუფალი, დამაჯერებელი მანერა.
2) სხეულის ყველა ნაწილის წონასწორობის შენარჩუნების ფლობა.
3) Aplomb-ის შესრულება ნიშნავს წონასწორობის შენარჩუნებას ნახევარტერფებზე და `პუანტებზე” დგომის დროს რამდენიმე მუსიკალური ტაქტის განმავლობაში.
 
Arabesque -- / აღაბესკ / – (ფრ. ორნამენტი, ჩუქურთმა). კლასიკური ცეკვის ერთ-ერთი ძირითადი პოზა, რომელიც გამოხატავს გრაციოზულობას და შარმს გეომეტრიული დიზაინისა. Arabesque-ს სახელი აღებულია მავრიტანული ორნამენტის ფორმის მიხედვით. ბალეტში ეს არის სხეულის პოზიცია, პროფილში, ერთ ფეხზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება იყოს გამართული ან demi-plie, მეორე ფეხი კი გაჭიმული უკან და სწორი კუთხით მასთან. ხელები გიჭირავთ სხვდასხვა ჰარმონიულ პოზიციაში მხრები უნდა გეჭიროთ ოთკუთხედათ ხაზის მიმართულებით. არსებობს arabesque-ს ოთხი ძირითადი მდგომარეობა:
  • I Arabesque - (პირველი arabesque)
  • II Arabesque - (მეორე arabesque)
  • III Arabesque -(მესამე arabesque)
  • IV Arabesque - (მეოთხე arabesque)

  •  
    Arrondi, arrondie -- / აღონდი / (ფრ. მომრგვალებული). კლასიკურ ცეკვაში (განსხვავებით მდგომარეობისა allonge) ხელების მომრგვალებული მდგომარეობის აღმნიშვნელი.


     
    Attitude -- / ატიტუდ / (ფრ. პოზა, მდგომარეობა). კლასიკური ცეკვის ერთ-ერთი ძირითადი პოზაა, რომლის აუცილებელი თავისებურებაა გარკვეულ სიმაღლეზე მუხლში მოხრილი უკან აწეული ფეხი.


     
    Avant, en (en avant) -- / ან ავან / (ფრ. წინ). მიმართულება.


     
    აბონემენტი -- თეატრის წარმოდგენაზე განსაზღვრული ვადით დასწრებისა და ადგილის სარგებლობის საბუთი.


     
    ავანსცენა -- სცენის წინა ნაწილი ფარდამდე, დიდ თეატრებში სცენის ნაწილი ფარდასა და საორკესტრო ორმოს შორის.


     
    აკორდი -- სამი ან მეტი მუსიკალური ბგერის ჰარმონიული შეხამება.


     
    ალილო -- ძველი სადღესასწაულო, საშობაო გუნდური სიმღერა. სრულდებოდა კარდაკარ ჩამოვლისას.


     
    ამპლუა -- ამ თუ იმ როლის ხასიათი, რომელიც შეეფერება სათანადო მონაცემების მსახიობს.


     
    ამფითეატრი -- პარტერის უკან და გვერდით, ლოჟების თავზე, თანდათან ამაღლებული დასაჯდომი ადგილები. ძველ ბერძნულ თეატრში წრის ფორმის, ძველ რომში კი ნახევარწრის უსახურავო თეატრი, რომელშიც პრივილეგირებულ მაყურებელთა დასაჯდომი კიბე -კიბედ იყო ამაღლებული. დაბლა, ცენტრში კი იმართებოდა გლადიატორების შეჯიბრებები და მათივე მხეცებთან ბრძოლები.


     
    ანონსი -- წინასწარი განცხადება, აფიშირება მომავალი წარმოდგენის, კონცერტისა და სხვა სანახაობის შესახებ.


     
    ანსამბლი -- მხატვრული კოლექტივის ერთიანობა; დასი რომელიც მართავს წარმოდგენებს, კონცერტებს, ხალხურ მომღერალთა, დამკვრელთა და მოცეკვავეთა ჯგუფი, კოლექტიურად შესასრულებელი მუსიკალური ნაწარმოებები - დუეტი, ტრიო, კვარტეტი, კვინტეტი და სხვა.


     
    ანტრაქტი -- შესვენება წარმოდგენის, კონცერტის, საცირკო სანახაობისა და საზეიმო საღამოების მოქმედებებს შორის.


     
    ანტურაჟი -- გარემო, გარემო პირობების ერთობლიობა. საბალეტო სპექტაკლში ტერმინი ნიშნავს სცენაზე სპექტაკლის შინაარსიდან გამომდინარე გარემო პირობების შექმნას კორდებალეტის მსახიობების მონაწილეობით.


     
    ანშლაგი -- თეატრის, კინოს, ცირკისა და სხვა სანახაობის ორგანიზატორთა წერილობითი განცხადება ყველა ბილეთის გაყიდვის შესახებ. წარმოდგენის, სანახაობის მთლიანი შემოსავალი.


     
    აპლოდისმენტი -- მაყურებლის ტაში მოწონების ან მისალმების გამოსახატავად.


     
    აპოთეოზი -- ზოგი სანახაობის დასკვნითი სცენა, საზეიმო დასასრული. ცოცხალი საზეიმო სურათის ჩვენება, ძველ საბეძნეთსა და რომში გმირის ან მეფის განდიდება, გაღმერთება.


     
    არიერსცენა -- სცენის ნაწილი ფარდის შემდეგ დარბაზისაკენ.


     
    არტისტი -- მსახიობი (დრამატული თეატრის, ბალეტის, კინოს და სხვა), ხელოვნების ნაწარმოებათა საჯაროდ შემსრულებელი, წარმომსახველი.


     
    არტისტული -- მსახიობური. შემსრულებელი, რომელიც გადმოსცემს დამაჯერებლად და მაყურებელთა გასაგებად ემოციას.


     
    აფიშა -- თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული შეტყობინება სპექტაკლის, კონცერტის, კინოსურათისა და სხვა სანახაობისა თუ საჯარო ლექციის შესახებ, რეკლამის სახეობა.


     
    აქსესუარი -- სასცენო პატარ-პატარა ნივთები, ბუტაფორიის ან რეკვიზიტის ნაწილები, დამხმარე სასცენო ნივთები.


     
    აქტი -- პიესის ან წარმოდგენის, სანახაობის დასრულებული ნაწილი, ცალკეული მოქმედება.


     
    Intro
    დოკუმენტური ფილმი
    "ბალეტი საქართველოში"
    ნინო ანანიაშვილი-
    სამხატვრო ხელმძღვანელი

    ზვიად ბაქრაძე-
    სასწავლებლის დირექტორი

    კონტაქტი:

    ვ. ვეკუას 1, 0105 თბილისი, საქართველო
    ტელ: 98 60 41, 93 12 63,
    ტელ../ფაქსი (+ 99532 ) 98 86 49
    e-mail:ballet_zuka @ yahoo.com

    გამოხმაურება






    © Copyright 2007 V. Chabukiani Tbilisi Ballet Art State School .
    Site created 2007.Tbilisi.Georgia