ახალი ამბები         დოკუმენტური ფილმი "ბალეტი საქართველოში"         საბალეტო ლექსიკონი        
ახალი ამბები
საბალეტო სიტყვათა ლექსიკონი და განმარტებითი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე

  A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z  
   FAIL (the browser should render some flash content, not this). უკან დაბრუნება

Saute, sautee -- / სოტე / ფრ. ახტომა, ხტომა, ნახტომით. ეს არის ნახტომი ორი ფეხიდან ორ ფეხზე, რომლის დროსაც ფეხების საწყისი მდგომარეობა რჩება უცველელი.


 
Saut de basque -- / სოტ დე ბასკ / დიდი ნახტომი ერთი ფეხიდან მეორეზე ჰაერში ტრიალით, რომელიც გვხვდება მრავალ ვარიაციებსა და კოდაში. არსებობს ამ ნახტომის სხვად სხვა სახეობა: ერთ ფეხზე გაჩერებით; გაჩერებით დიდი პოზაში და ორმაგი ტრიალით ჰაერში. სრულდება პირდაპირი ხაზით; დიაგონალზე და წრეზე.


 
Sissonne -- / სისონ / ნახტომი, ორი ფეხიდან ერთ ფეხზე და იყოფა ორ კატეგორიებად: პეტიტ (პატარა) და გრანდე (დიდი).. არსებობს sissonne-ის ნაირსახეობები: sissonne simple; sissonne ouverte; sissonne fermee; sissonne soubresaut; sissonne tombee; sissonne fondue; sissonne renversee.
  • sissonne simple მთავრდება ერთ ფეხზე მეორე cou-de-pied-ზე წინ ან უკან en face; პოზებში და en tournant;
  • sissonne ouverte (ouverte ფრ.გახსნა) ნახტომი გაჭიმული ფეხის გახსნით ან developpe-ს საშუალებით ნებისმიერ მიმართულებაში, პოზაში, en tournant 45, 90 გრადუსზე.
  • sissonne soubresaut მკვეთრი ნახტომი გადაფრენით. ახტომის დროს ფეხები მჭიდროდ ჩაჭიდებულნი არიან ერთმანეთზე ჰაერში უკან გაწეული. სხეული ამ დროს იმყოფება მკვეთრად გადაწეული უკან და ნახტომის დასრულების შემდეგ უბრუნდება საწყის მდგომარებას. სრულდება წინ გადადგილებით
  • sissonne tombee ნახტომი ვარდნით. ამ ნახტომში მთავარია სხეულის გადატანა შესრულდეს გახსნილი ფეხის მიმართულებით. კეთდება ნებისმიერ მიმართულებაში, პოზებში და en tournant. ნახტომი მთავრდება ფეხების შეკრებით V პოზიციაში გადადგილებით მოცემულ მიმართულებაში.
  • sissonne fondue (fondue ფრ.დამდნარი). სრულდება ანალოგიურად როგორც sissonne fermee ფეხების შენელებული დახურვით V პოზიციაში.
  • Sissonne renversee (renversee ფრ.გადახრა, გადაწევა). ნახტომის დასაწყისში კეთდება sissonne ouverte attitude-ზე უკან,რის შემდეგადაც კეთდება renversee (იხილეთ renversee). მოძრაობა მთავრდება pas de bourre en tournant.

  •  
    Soutenu, soutenue en tournant -- / სუტენიუ / (ფრ. შეკრება ტრიალში). ტრიალი სრულდება ადგილზე V პოზიციაში ნახევარ და მთლიან ბრუნში ნებისმიერი მიმართულებიდან და პოზიდან ნახევარტერფებზე, `პუანტებზე”.


     
    Sus-sous -- /სიუ-სუ / ზედ და ქვეშ.


     
    საგრიმიორო -- ოთახი, სადაც მსახიობები გრიმს იკეთებენ.


     
    სამაია -- ქართული საფერხულო ცეკვა. ასრულებს წრედ შეკრული სამი ქალი (უმთავრესად ახალგაზრდები) სიმღერისა და ტაშის ხმაზე.


     
    სატირა -- საზოგადოებრივი მოვლენის ან პიროვნების უარყოფითი მხარის ან მხარეთა მკაცრად მამხილებელი, გამკიცხავი, გამაკრიტიკებელი მხატვრული ნაწარმოები, სატირული კომედია.


     
    სკეტჩი -- საესტრადო სახუმარო შინაარსის მცირე პიესა.


     
    სოფიტი -- სპეციალური რკინის მოწყობილობა დამონტაჟებული სცენის თავზე განათების დასაკიდებლად.


     
    სპექტაკლი -- წარმოდგენა, თეატრალური სანახაობა, თეატრის დასის ან სცენისმოყვარეთა მიერ შექმნილი დრამატული, საბალეტო, საბავშვო თუ სხვა ამგვარი მხატვრული ქმნილება.


     
    სტუდია -- სამსახიობო ან სამხატვრო სასწავლებელი, დამწყებ მსახიობთა თეატრი.


     
    სცენა -- თეატრის ამაღლებული ნაწილი, მოედანი, არენა, რომელზეც მიმდინარეობს მოქმედება, პიესის, სპექტაკლის ცალკეული ნაწილი, ფართო გაგებით _ თეატრი, სანახაობა.


     
    სცენარი -- თეატრალური პიესის სიუჟეტური სქემა, გეგმა, რომლის მიხედვითაც იქმნება სპექტაკლი, კინო-პიესა ფილმის დადგმისათვის (კინოსცენარი), მუსიკალური თეატრისათვის დრამატურგიული გეგმა, ლიბრეტო, პიესის მოქმედ პირთა სია, თითოეული მსახიობის სცენაზე გამოსვლის დრო და რიგი.


     
    სცენარისტი -- სცენარის ავტორი, შემდგენელი.


     
    სცენარიუსი -- კულისებში მდგომი, რომელიც თვალყურს ადევნებს წარმოდგენის მსვლელობას, მსახიობს ანიშნებს სცენაზე გამოსვლის დროს.


     
    სცენოგრაფი -- სათეატრო დეკორაციების მხატვარი.


     
    სცენოგრაფია -- სასცენო მხატვრობა.


     
    სასწავლო მეთოდიკა -- სწავლების მეთოდიკა _ არსებობს ბალეტის სწავლების სხვადასხვა მეთოდები. გამოკვეთილია აკადემიური ტექნიკის სამი დომინანტი სკოლა. ესენი არიან: ფრანგული, იტალიური და რუსული. აკადემიური ბალეტი, რასაც ჩვენ დღეს-დღეობით ვეძახით, გაჩნდა 1661 წელს, როდესაც საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ დაარსა Academie Royale de Musique et de Danse. ცეკვის აკადემია დაკავშირებულია ლა სკალას თეატრთან. მილანის ცეკვის აკადემიამ გავლენა მოახდინა თავისი განათლების წესებით პარიზზე და განსაკუთრებით რუსეთზე, რომელიც დაწერა კარლო ბლაზისმა. 1837 წელს იგი გახდა აკადემიის დირექტორი და გადააქცია საბალეტო საქმიანობის ცენტრად. მე-19 საუკუნის ნახევრიდან მსოფლიოს საბალეტო ცენტრები გადავიდნენ პარიზიდან და მილანიდან სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში. რუსულმა სკოლამ პირველად შეიძინა მისი ტექნიკა საფრანგეთიდან, მაგრამ მე-19 საუკუნის ნახევრიდან მან მოიპოვა საერთაშორისო ასპექტი საერთაშორისო მსახიობების გავლენის დამსახურებით. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში რუსული ბალეტი დომინირებდა ფრანგი მარიუს პეტიპას და შვედი ქრისტიან იოჰანსენის მეშვეობით. 1874 წელს რუსეთში ჩამოვიდა იტალიური სკოლის ბოლო დიდებული წარმომადგენელი ენრიკო ჩეკეტი. ეს სამი ადამიანი, რომლებიც საუკუნეების მანძილზე მუშაობდნენ რუს მოცეკვავეებთან, განავითარეს რუსული ბალეტი, ისევე როგორიც იყო იტალიური ან ფრანგული ბალეტი. ფაქტობრივად ფრანგული მეთოდი არის დიდი პროპორციით რუსულ სკოლაში.


     
    Intro
    დოკუმენტური ფილმი
    "ბალეტი საქართველოში"
    ნინო ანანიაშვილი-
    სამხატვრო ხელმძღვანელი

    ზვიად ბაქრაძე-
    სასწავლებლის დირექტორი

    კონტაქტი:

    ვ. ვეკუას 1, 0105 თბილისი, საქართველო
    ტელ: 98 60 41, 93 12 63,
    ტელ../ფაქსი (+ 99532 ) 98 86 49
    e-mail:ballet_zuka @ yahoo.com

    გამოხმაურება






    © Copyright 2007 V. Chabukiani Tbilisi Ballet Art State School .
    Site created 2007.Tbilisi.Georgia