ახალი ამბები         დოკუმენტური ფილმი "ბალეტი საქართველოში"         საბალეტო ლექსიკონი        
ახალი ამბები
საბალეტო სიტყვათა ლექსიკონი და განმარტებითი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე

  A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z  
   FAIL (the browser should render some flash content, not this). უკან დაბრუნება

Balance -- / ბალანს / (ფრ. სასწორი, წონასწორობა). კლასიკურ ცეკვაში წონასწორობის შენარჩუნების აღმნიშვნელი.


 
Balancoir, en -- / ბალანსუაღ / (ფრ. საქანელა)
1) ტერმინი გამოიყენება battements tendu jete-ს (25 გრადუსი) და grand battment -ის შესრულების დროს.
2) Balancoire სრულდება მუშა ფეხის უწყვეტი რხევადი მოძრაობით წინ და უკან პირველი პოზიციის გავლით. Grand battement jete balancoire -სრულდება 90 გრადუსზე.
 
Ballerine -- / ბალერინა / ბალეტის მოცეკვავე ქალი.


 
Ballet -- / ბალეტ / ლათინური წარმოშობის სიტყვიდან ბალლო, რაც ნიშნავს ცეკვას:
1) თეატრალური წარმოდგენა, რომლის შემადგენელი ნაწილია ცეკვა და მიმიკური მოძრაობები მუსიკის თანხლებით, შესაფერისი კოსტიუმებით, დეკორაციებით და განათებით.
2) თეატრალური ცეკვის ხელოვნება ტერმინი `ბალეტი”, როგორც წესი ემსახურება ხელოვნების იმ სახეობის აღნიშვნას, რომელიც ჩამოყალიბდა XVI - XIX სს. მანძილზე ევროპაში (ევროპული ბალეტი). XX საუკუნეში კი იგი გავრცელდა მთელ მსოფლიოში.
 
Ballet d’action -- / ბალეტ დ’ აკსიონ / ( ფრ. actoin-მოქმედება). ბალეტი სიუჟეტით ან ისტორიით. მაგალითად `მძინარე მზეთუნახავი” და სხვა.


 
Balletmeister -- / ბალეტმეისტერ /, გერმანული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს ბალეტის ოსტატს. საბალეტო სპექტაკლებისა, საკონცერტო ნომრების ავტორი და რეჟისორი, აგრეთვე ავტორი საცეკვაო სცენების და გარკვეული ნომრებისა საოპერო სპექტაკლებში.


 
Ballon -- / ბალონ / (ფრ. ნიშნავს ბურთს). კლასიკურ ცეკვაში აღნიშნავს ნახტომში, ჰაერში წამიერი გაჩერების უნარს.


 
Barre -- / ბაღ / ჰორიზონტალური ხის ძელი. ძელი, რომელიც ჩვეულებრივ შედგება ხისგან და აქვს ცილინდრის ფორმა, მიმაგრებულია ჰორიზონტალურად საბალეტო საკლასო ოთახების, სარეპეტიციო დარბაზების კედლებზე, იატაკიდან 107 სანტიმეტრის სიმაღლეზე, ხელის მოსაკიდად. მოცეკვავეებს ერთი ხელით უჭირავთ ძელი და ასრულებენ სხვადასხვა ვარჯიშებს. ძელთან ვარჯიში არის კლასიკური ბალეტის საფუძველი და მოცეკვავესთვის იგივეა რაც პიანისტისთვის კლავიშები. ბალეტის ყოველი გაკვეთილი იწყება ამ სავარჯიშოებით. ძელთან საფუძვლიანი ვარჯიშების შედეგად მოცეკვავე იძენს მისთვის აუცილებელ, საჭირო, დამახასიათებელ თვისებებს. იგი ხშირად იდგმება სცენაზე ცეკვის დროს.


 
Battements -- / ბატმან / (ფრ. დარტყმა, პულსირება). კლასიკური ცეკვის მოძრაობათა ჯგუფის პირობითი დასახელება, რომლის დამახასიათებელი თავისებურებაა მუშა ფეხის საყრდენი ფეხიდან გადატანით და დაბრუნებით ყველა მიმართულებით. იგი იყოფა სამ ჯგუფად:
1) გაჭიმული ფეხით იატაკზე 25, 90 გრადუსზე;
2) cou-de-pid-დან იატაკზე 45 გრადუსზე;
3) developpes-დან 90 გრადუსზე.
 
Battement tendu -- / ბატმან ტანდიუ / ( თენდუ, ტენდუე ფრ. გაჭიმული). გაჭიმული ფეხის მოძრაობა. მოცემული მოძრაობის არსია: ფეხის გაჭიმვა სრიალი მოძრაობით I ან V პოზიციიდან სამთაგან ერთ-ერთ შესაძლებელ მიმართულებაში: წინ, გვერდზე ან უკან და გაჭიმული ფეხის დაბრუნება საწყის მდგომარეობაში. სრულდება სხვადასხვა მიმართულებით და შესაბამის პოზებში. არსებობს battement tendu - ს ნაირსახეობები battement tendu, double, battement tendu demi-plie, battement tendu en tournant.


 
Battement tendu jete -- / ბატმან ტანდიუ ჟეტე / (ფრ. ჟეტე -სროლა) გაჭიმული ფეხის სროლითი მოძრაობა წინ, უკან და გვერდზე I და V პოზიციებიდან 25-30 გრადუსზე.


 
Battement tendu jete pique -- / ბატმან ტანდიუ ჟეტე პიკე / (ფრ. Pique - ჩხვლეტა). ამ მოძრაობის შესრულების დროს გაჭიმული ფეხის წვერი, ნაცვლად საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისა, ასრულებს მოკლე წყვეტილ დარტყმას იატაკზე.


 
Battement tendu pour batterie -- / ბატმან ტანდიუ პუღ ბატღი / ეს მოძრაობა წარმოადგენს მოსამზადებელ სავარჯიშოს ტექნიკურად რთულად შესასრულებელი ნახტომებისათვის (დარტყმითი ნახტომები).


 
Battement frappe -- / ბატმან ფღაპე / (frappe ფრ.დარტყმა, კაკუნი) დარტყმითი მოძრაობა. უმუშავებს მოცეკვავეს სწრაფ, ენერგიულ და ზუსტად გაშლილი ფეხის მოხრას sur le cou-de-pied -ს მდგომარეობაში, აგრეთვე მის გაშლას, რომელიც შესაძლებელია შესრულდეს წინ, გვერდზე, უკან და პოზებში.


 
Battement frappe, double -- / ბატმან ფღაპე დუბლ / არის Battement frappe - ს ერთგვაროვანი მოძრაობა. სრულდება მომუშავე ფეხის ორმაგი (double) გადატანით cou-de-pied –ზე წინიდან უკან, რის შემდეგაც ფეხი იჭიმება. მოძრაობა ასევე შეიძლება შესრულდეს ფეხის გადატანით უკნიდან წინ.


 
Battement frappe: petit battement sur le cou-de-p -- / ბატმან ფღაპე: პტი ბატმან სუღ ლე კუ-დე-პიე / (ფრ. cou-ყელი; pied- ტერფი) _ ამ მოძრაობის შესრულების არსი მდგომარეობს მუშა ფეხის გადატანით საწყისი მდგომარეობიდან sur-le cou-de-pied წინ ფეხის ნახევარ მანძლიზე გახსნის საშუალებით მდგომარეობაში sur-le cou-de-pied უკან. შემდეგ მოძრაობა მეორდება, ხოლო გადატანის რაოდენობა განისაზღვრება დავალების მიხედვით. მუშა ფეხი თავისუფლად იხსნება და იხრება მუხლში, ამავდროულად თეძო კი ინარჩუნებს უძრავ მდგომარეობას.


 
Batement battu -- / ბატმან ბატიუ / (ფრ. დარტყმით). იგი ანვითარებს თავისუფალი ფეხის სისწრაფეს და სიზუსტეს. ფეხი მოხრილი მუხლით და გაჭიმული ტერფით აკეთებს თანმიმდევრულ სწრაფ და ძლიერ დარტყმით მოძრაობებს საყრდენი ტერფის კოჭის ქვემოთ. კეთდება წინ და უკან.


 
Battement fondu -- / ბატმან ფონდიუ / (ფრ. დამდნარი) იგი მიეკუთვნება ნაზად დნობად და რთულ მოძრაობათა ჯგუფს, რომელიც ანვითარებს ფეხების ძალას, გადახსნილობას და ელასტიურობას. არსებობს battement fondu - ს შემდეგი ფორმები double battement fondu, battement fondu 90 გრადუსზე, battement fondu en tournant.


 
Battement soutenu -- / ბატმან სუტენიუ / (ფრ.შეერთება, შეკრება, შეწევა). მოძრაობა სრულდება V პოზიციიდან ცოუ-დე-პიედ -ს გავლით ფეხის გახსნით წინ, გვერდზე და უკან მიმართულებით გაჭიმული ტერფის წვერით იატაკზე, 45 და 90 გრადუსზე.


 
Battement developpe -- / ბატმან დევლოპე / (ფრ. დეველოპერ -განვითარება). იგი სრულდება მიმართულებით წინ, გვერდზე და უკან ნებისმიერ პოზებში 90 გრადუსზე, შესაძლებელია შესრულდეს მასზე ზევით. მოძრაობის შესრულების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფეხი საწყისი მდგომარეობიდან საყრდენი ფეხის მუხლამდე ასვლის შემდეგ იშლება მითითებულ სიმაღლეზე. არსებობს battement developpes – ს ნაირსახეობები:
1) developpe passé,
2) developpe ფეხის გადატანით წრის 1/4 ნაწილზე (d’ ici de la იქით აქეთ rond de jambe en dehors და en dedans),
3) developpe ballotte,
4) developpe plie releve ბრუნით en dehors და en dedans. ე.წ. divise en quart (ოთხზე გაყოფა),
5) developpe balance,
6) developpe tombe (ვარდნით ეპოლმანში სხვადასხვა მიმართულებით).
 
Battement releve lent -- / ბატმან ღელევე ლან / (ფრ. ნელი აწევა) ფეხის ნელი აწევა ნებისმიერი მიმართულებასა და სიმაღლეზე.


 
Battement retire -- / ბატმან ღეტიღე / (ფრ. ამოწევა). ფეხის აწევა სრიალი მოძრაობით საყრდენი ფეხის მუხლამდე. ეს არის საჭირო სავარჯიშო დეველოპპე-სა და სხვა მოძრაობათა მომზადებისთვის.


 
Batterie -- / პიერ ბოშამ / 1639-1705, ფრანგი ცეკვის ოსტატი მეფე ლუი XIV დროს. ჯგუფის ერთ-ერთი ორიგინალური წევრი, რომელსაც ლუი XIV-მ მისცა სიგელი პარიზში პირველი საცეკვაო აკადემიის ჩამოყალიბებისათვის, ცნობილი როგორც Academie Royale de la Danse. 1671 წელს იგი გახდა Maitre de Ballet აკადემიაში. მან დაარსა ტერფების (ფეხების) ხუთი პოზიცია, რომლებზეც აგებულია ყველა კლასიკური ცეკვის მოძრაობა. ის იყო პირველი ვინც მოახდინა ცეკვის კოდიფიცირება.


 
Blasis Carlo -- / ბლაზის კარლო / 1803-1878, იტალიაში დაბადებული მოცეკვავე, ქორეოგრაფი, პედაგოგი და საბალეტო ტექნიკის იტალური სკოლის დამაარსებელი. ბლაზისმა, აზნაურთა ოჯახის შთამომავალმა, მიიღო კარგი განათლება ხელოვნებაში, მათემატიკაში, ანატომიასა და ლიტერატურაში. მან, როგორც მოცეკვავემ ნაადრევ ასაკში მიაღწია დიდ წარმატებას. 1830 წლის დასაწისში, მისი საცეკვაო კარიერის პიკზე, იგი აიძულეს, რომ წასულიყო ფეხის დაზიანების გამო. 1837 წელს ბლაზისი გახდა საიმპერიო ბალეტის აკადემიის დირექტორი მილანში მის ცოლთან ერთად, ანნუნზიატა (მისი მოწაფე და ცეკვის პარტნიორი). მისი დირექტორობის დროს, აკადემია, რომელიც დაკავშირებული იყო ლასკალასთან, სამეფო ოპერასთან, გახდა მსოფლიოს წამყვანი საცეკვაო აკადემია. ბლაზისის წიგნები An Elementary Treatise upon the Theory and Practice of the Art of Dancing, გამოქვეყნდა 1820 წელს და The Code of Terpischore, გამოქვეყნდა 1830 წელს. კლასიკური ცეკვის საფუძვლები, რომელიც მან შემოიღო არის უცვლელი. იდეები და ტრადიციები, რომელიც მან ჩამოაყალიბა მისი მილანში, საიმპერიო აკადემიის დირექტორობის დროს, კვლავ ცოცხლობს ყველა ნამდვილ საბალეტო სკოლაში.


 
Bournonville August -- / ბურნონვილი ავგუსტ / 1805-1879, მოცეკვავე, ქორეოგრაფი, პედაგოგი, დაიბადა საფრანგეთში, რომელიც ძირითადად მუშაობდა დანიაში. თავიდან იგი სწავლობდა მამამისთან Antoine Bournonville, ფრანგი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, რომელიც იყო Noverre-ს მოწაფე. მოგვიანებით კი სწავლობდა Auguste Vestris და სხვა დიდებულ ფრანგ პედაგოგებთან. იგი გახდა Royale Danish Ballet - ის ქორეოგრაფი (როგორც მამამისი) 1829-დან 1877-მდე. ბალეტში მან დააფუძნა თავისი სტილი, რომელიც დღემდე უცვლელად არის შენარჩუნებული. მისი ბალეტები იდგმება მსოფლიო სცენებზე.


 
Bras -- / ბღა / ფრ. ხელი.


 
Brise -- / ბღიზე / (ფრ. ტეხილი). პატარა დარტყმითი ტეხილი მოძრაობა. იგი სრულდება დიაგონალზე გადადგილებით წინ და უკან. არსებობს brise-ს რთული ფორმები
1) brise dessus (წინ) – dessous (უკან).
2) brise en tournant.
 
ბალეტომან -- (სიტყვიდან `ballet” და ბერძნული სიტყვიდან mania-შეშლილობა, სიგიჟე) ბერძნული ტიპის სიტყვაა და ნიშნავს შეშლილობას, სიგიჟეს. ბალეტის მოყვარული პიროვნება, რომელიც გატაცებულია ბალეტით, იცის მის შესახებ ბევრი და ესწრება ყველა საბალეტო სპექტაკლს. სიტყვა მოიგონეს რუსეთში მე-19 საუკუნის დასაწისში.


 
ბალეტომანია -- ვნებიანი გატაცება ბალეტით, როგორც სანახაობის.


 
ბალკონი -- ადგილები თეატრის ზედა იარუსებზე, თეატრის ქანდარა, აივანი.


 
ბალ-მასკარადი -- მეჯლისი მასკარადითურთ, საცეკვაო საღამო და მასკარადი.


 
ბაღდადური -- ცეკვის სახეობა. სრულდება ბუქნითა და ბაღდათით (აბრეშუმის ხელსახოცი) - კინტოური.


 
ბელეტაჟი -- თეატრის, დარბაზის პირველი იარუსი ამფითეატრსა და ბენუარს ზევით.


 
ბენუარი -- ლოჟები, რომლებიც განთავსებულნი არიან პარტერისა და ამფითეატრის ზედა ნაწილზე მარჯვნივ და მარცნივ.


 
ბერიკა -- ცხოველის ან ადამიანის განმასახიერებელი პერსონაჟი ბერიკაობაში.


 
ბერიკაობა -- იგივე ბერიკობა, ძველქართულ ნიღბოსანთა იმპროვიზაციული თეატრი. ხალხური წარმოდგენა - თამაშობა. იმართებოდა დიდმარხვის წინა (ყველიერის) კვირაში. თხის, ღორის, დათვის ან სხვა შინაური და გარეული ცხოველების ტყავგადაცმული მამაკაცები დადიოდნენ კარდაკარ, წარმოადგენდნენ გასართობ სცენებს. მაყურებელი მათ ასაჩუქრებდა კვერცხით, პურით, ნამცხვრებით, ხალვით და ა.შ.


 
ბილეთი -- საშვი - საბუთი, რომელიც იძლევა სანახაობათა დარბაზში ერთხელ შესვლის უფლებას.


 
ბის -- მაყურებლის აღფრთოვანებული, კმაყოფილი შეძახილები სანახაობითი ნომრის გასამეორებლად.


 
ბრავო -- ვაშა! მოწონების შეძახილი.


 
ბუტაფორია -- წარმოადგენს სპექტაკლისათვის საჭირო ცალკეული ხელოვნური ნივთების (ავეჯი, ჭურჭელი და სხვა) ერთობლიობას.


 
ბუტაფორი -- სცენის თანამშრომელი, ბუტაფორიის გამგებელი; ბუტაფორიული საგნების მკეთებელი; ძველად – სცენის მუშაკი, რომელიც მსახიობს კულისიდან აწვდიდა საჭირო ნივთს.


 
ბუქნა -- ცეკვის სახეობა; ილეთი – ცეკვაში ჩაცუცქება-წამოხტომა.


 
Intro
დოკუმენტური ფილმი
"ბალეტი საქართველოში"
ნინო ანანიაშვილი-
სამხატვრო ხელმძღვანელი

ზვიად ბაქრაძე-
სასწავლებლის დირექტორი

კონტაქტი:

ვ. ვეკუას 1, 0105 თბილისი, საქართველო
ტელ: 98 60 41, 93 12 63,
ტელ../ფაქსი (+ 99532 ) 98 86 49
e-mail:ballet_zuka @ yahoo.com

გამოხმაურება






© Copyright 2007 V. Chabukiani Tbilisi Ballet Art State School .
Site created 2007.Tbilisi.Georgia