ახალი ამბები         დოკუმენტური ფილმი "ბალეტი საქართველოში"         საბალეტო ლექსიკონი        
ახალი ამბები
საბალეტო სიტყვათა ლექსიკონი და განმარტებითი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე

  A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z  
   FAIL (the browser should render some flash content, not this). უკან დაბრუნება

Par terre -- /პაღ ტეღ / (terre, а – ფრ. მიწაზე). ეს ტერმინი მიუთითებს რომ მოძრაობა სრულდება იატაკზე


 
Pas -- / პა / ნაბიჯი. მარტივი ნაბიჯი ან რთული მოძრაობა. Pas აგრეთვე ეხება ცეკვას, რომელიც სრულდება სოლისტით (pas seul), დუეტით (Pas de deux) და ა.შ.


 
Pas assemble -- / პა ასამბლე / (ფრ.შეერთება). ნახტომი, რომლის დამახასიათებელი თავისებურებაა ფეხების ნახტომში შეკრება V პოზიციაში. სრულდება ნებისმიერ მიმართულებაში, პოზებში, გადადგილებით და en tournant. არსებობს assemble-ს სხვადასხვა ფორმები: ორმაგი (double); დარტყმით (battu), ტრიალით (en tournant), grand assemble. Assemble-ს ნაირსახეობას მიეკუთვნება assemble soutenu `პუანტებზე”.


 
Pas balance -- / პა ბალანსე / (ფრ.რხევა). კლასიკურ ცეკვაში რხევადი მოძრაობა. ეს მოძრაობა ძალიან ჰგავს pas de valse და არის ბალანსის მონაცვლეობა წონის გადატანით ერთი ტერფიდან მეორეზე.
არსებობს balance-ს შემდეგი ნაირსახეობები:
1) Balance de cote - რხევადი მოძრაობა გვერდზე.
2) Balance en tournant - რხევადი მოძრაობა ტრიალში.
 
Pas ballotte -- / პა ბალოტე / (ფრ. ბალლოტტე რხევა) რხევადი მოძრაობა. ნახტომი ერთი ფეხიდან მეორეზე ფეხების თანმიმდევრული გახსნით cou-de-pid-ს მეშვეობით efface წინ და უკან სხეულის გადახრით. სრულდება 1/4-ზე en tournant. მოძრაობა სრულდება იატაკზე 45, 90 გრადუსზე.


 
Pas ballonne -- / პა ბალონე / (ფრ. ბურთის მსგავსი) ნახტომი ერთ ფეხზე, მეორე ფეხი გაჭიმულია ნებისმიერ მიმართულებაში 45 ან 90 გრადუსის სიმაღლეზე წინ, გვერდზე, უკან პოზებში ადგილზე და გადადგილებით. მუშა ფეხი ნახტომის დასრულებისას იხურება sur le cou-de-pied – ზე.


 
Pas battu -- / პა ბატიუ / (ფრ. battre- დარტყმა ) ნახტომში ორივე ფეხის ერთმანეთზე მირტყმა.


 
Pas ciseaux -- / პა სიზო / (ფრ. ciseaux მაკრატელი) დიდი ნახტომი ერთი ფეხიდან მეორეზე, ფეხის თანმიმდევრული აგდებით წინ 90 გრადუსზე დამთავრებით I arabesque-ში.


 
Pas cabriole -- /პა კაბღიოლ / (ფრ. ხტუნვა ). ხტუნვა დარტყმით. ნახტომში ფეხების ერთმანეთზე მირტყმა ერთხელ ან ორჯერ, რომლის შესასრულებლად საჭიროა კარგად გამომუშავებული ნახტომი, ძლიერი ზურგი და ballon. იგი იყოფა ორ კატეგორიად: petit (პატარა), რომლებიც სრულდება 45 გრადუსზე და grand (დიდი), რომლებიც სრულდება 90 გრადუსზე. ჩაბრიოლე შეიძლება შესრულდეს პოზებში croise, efface, ecarte, I,II,III და IV arabesque-ში. არსებობს cabriole– ს სხვადასხვა სახეობები:
1) cabriole double - ორმაგი,
2) cabriole fermee - დახურვით,
3) cabriole fouettee, grande. Cabriole – ს ყველა ნაირსახეობა არის ნახტომი ერთი ფეხიდან ერთ ფეხზე, გარდა cabriole ferme –სი, რომლის შესრულების დროსაც ნახტომი მთავრდება ორივე ფეხით V პოზიციაში.
 
Pas couru -- /პა კურიუ / ფრ. Courir –გაქცევა. pas couru წარმოადგენს ერთგვარ სირბილს ყველა მიმართულებით. კლასიკურ ცეკვაში გამოიყენება, როგორც დამხმარე მოძრაობა ნახტომების წინ ან გამოიყენება ცალკეული საცეკვაო ნაწილების დასაკავშირებლად. სრულდება ნახევარტერფებზე და `პუანტებზე”.


 
Pas d’action -- / პა დ’აკსიონ / საცეკვავო მოქმედება. სანახაობა ბალეტში, რომელიც გამოხატავს ემოციებს ან მიმიკის და ცეკვის საშუალებით გადმოგვცემს ამბავს, სიუჟეტს. მაგალითებია: Pas d’action `ჟიზელი”-ს პირველ აქტში, Pas d’action `კოპელიაში”, Pas d’action `მძინარე მზეთუნახავში”, Pas d’action `ლაურენსიაში”.


 
Pas de basque -- / პა დე ბასკ / ბასკური მოძრაობა. ბასკების ეროვნული ცეკვების დამახასიათებელი მოძრაობა, რომელიც გამოიყენება ბალეტში. არსებობს ორი ტიპის Pas de basque: Pas de basque par terre, რომელიც კეთდება ოდნავ აწევით ჰაერში, თითქმის მოყწყვეტლად იატაკიდან წინ, უკან, ტრიალში და Pas de basque saute, რომელიც კეთდება ახტომით 90 გრადუსზე.


 
Pas de bourree -- / პა დე ბუღე / მოძრაობა ფეხების გადანაცვლებით. იგი წარმოადგენს სხვადასხვა საცეკვაო ნაბიჯებს, რომელსაც იყენებენ როგორც დამხმარე და შემაკავშირებელ მოძრაობას ყველა მიმართულებით გაადგილებისათვის. არსებობს Pas de bourree-ს სხვადასხვა სახეობები:
1) Pas de bourree - ფეხთა შენაცვლებით, pas de bourree simple -ცვლილებით (მარტივი);
2) Pas de bourree - ფეხთა შეუცვლელად გვერდზე (de cote) ფეხის გახსნით 45 გრადუსზე;
3) Pas de bourree dessous (ქვეშ) - dessus (ზედ) ფეხთა შენაცვლებით გვერდზე გახსნით;
4) Pas de bourree ballotte (ballote-რხევა) ფეხის გახსნით efface-ზე წინ და უკან;
5) Pas de bourre suivu – ფრ. suivu გაყოლება. Pas de bourre-ს თანმიმდევრული უწყვეტი ჯაჭვი V პოზიციაში ყველა მიმართულებით. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი Pas de bourre, pas de bourre de cote-ს გარდა, სრულდება en face და en tournant.
მიხეილ ფოკინის მიერ ანა პავლოვასათვის დადგმული ცეკვა `მომაკვდავი გედი” აგებულია pas de bourree-ზე.
 
Pas de deux -- / პა-დე-დე / ცეკვა ორისთვის.


 
Pas de deux (grand pa de deux) -- / გრანდ პა-დე-დე / ის განსხვავდება ჩვეულებრივი Pas de deux-საგან იმით, რომ მას აქვს განსაზღვრული სტრუქტურა. როგორც წესი grand pas de deux იყოფა ხუთ ნაწილად: antre, adagio, გოგონას ვარიაციის ნაირსახეობები, მოცეკვავე მამაკაცის ვარიაციის ნაირსახეობები და კოდა, სადაც ორივე მოცეკვავე ცეკვავს ერთად.


 
Pas echappe -- / პა ეშაპე / (ფრ. გახტომა.) იგი შედგება ორი ნახტომისაგან, რომელიც სრულდება ორი ფეხიდან ორ ფეხზე V პოზიციიდან ფეხების ჰაერში II ან IV პოზიციაში გახსნით და V პოზიციაში დამთავრებით. Echappe შესაძლებელია შესრულდეს ფეხთა შენაცვლებით და შეუცვლელად. არსებობს echappe-ს ნაირსახეობები:
1) petit pas echappe ნახტომი სრულდება საშუალო სიმაღლეზე;
2) grand pas echappe ნახტომი სრულდება დიდ სიმაღლეზე;
3) echappe battu ნახტომში ორივე ფეხის ერთმანეთზე დარტყმით;
4) echappe ერთ ფეხზე დამთავრებით;
5) echappe en tournant.
 
Pas failli -- / პა ფაი / ( ფრანგული სიტყვიდან faillir- ბოლომდე არ მიყვანილი) სრულდება როგორც დამოუკიდებელი pas და როგორც დამაკავშირებელი მოძრაობა დიდი ნახტომების წინ.


 
Pas glissade -- /პა გლისად / (ფრ. glisser-სრიალი ). სრიალა ნახტომი. Pas glissade შესაძლებელია შესრულდეს როგორც დამოუკიდებელი, ასევე დამხმარე მოძრაობა პატარა და დიდი ნახტომების შესასრულებლად. იგი სრულდება ყველა მიმართულებით პატარა პოზებში, ფეხთა შენაცვლებით ან პირიქით და ნახევარ ტრიალში. იგი მიეკუთვნება პარტერულ ნახტომებს და სრულდება იატაკიდან თითქმის მოუწყვეტლად. Glissade კეთდება ნახევარტერფებზე, `პუანტებზე” და en tournant.


 
Pas jete -- /პა ჟეტე / (ფრ. ნასროლი, გადაგდებული) მოძრაობა ნახტომით ერთი ფეხიდან მეორეზე, რომელიც სრულდება ნახევარტერფებზე, `პუანტებზე’, ნახტომში გადადგილებით; ტრიალში; პატარა და დიდ პოზებში. არსებობს jete-ს მრავალი ფორმები:
1) petit jete;
2) jete ferme (ფრ. fermer -დახურვა);
3) jete en tournant;
4) grand jete - დიდი ნახტომი. იგი სრულდება ნახტომით წინ პოზებში: attitude croisee, efface, I,II,II,IV arabesques.
5) grand jete en tournant - იგი სრულდება attitude croisee; attitude efface III და I arabesques.
6) jete fondu 90 გრადუსზე – (ფრ. fonder - დნობა);
7) jete passé – მას აქვს სამი ძირითადი სახეობა: პატარა (45 გრადუსზე), დიდი (90 გრადუსზე) სრულდება წინ და უკან და დიდი II პოზიციისკენ გვერდზე 90 გრადუსის სიმაღლეზე.
8) grand jete renverse ( გღან ჟეტე renverse. რენვერსე ფრ. გადაბრუნებული). სრულდება en dehors, en dedans.
9) grand jete pas de chat – გაიგივებული კატის მსუბუქ, გრაციოზულ ნახტომთან.Eეს არის დიდი ნახტომი წინ გადაადგილებით, სადაც ფეხები ჰაერში აფიქსირებენ arabesque -ს, ხოლო ხელების მდგომარეობა შესაძლებელია იყოს სხვადსხვა;
10) Jete entrelace – / ანტრლასე / ფრ. გადახლართული / (ე.წ. `მაკრატელის” პრინციპი). ეს jete სრულდება ყველა მიმართულებით და წრეზე;
11) jete par terre; jete en l’air en tournant .
 
Pas de poisson -- / პა დე პუასონ / ფრ. პოისსონ – თევზი, თევზისებური მოძრაობა. კლასიკურ ცეკვაში საშუალო ნახტომი ერთი ფეხიდან მეორეზე, უკან მუხლში ოდნავ მოხრილი თანმიმდევრული ფეხების ასროლით 90 გრაუსზე. ჩვენს შემთხვევაში პროგრამულად გამოიყენება ტერმინი pas jete passé 90 გრადუსზე.


 
Pas de quatre -- / პა დე კატღ / ცეკვა ოთხისთვის. ყველაზე ცნობილი `Pas de quatre” ბალეტის ისტორიაში ჩატარდა ლონდონში 1845 წლის 12 ივლისს დედოფალ ვიქტორიის საპატივცემულოდ. `Pas de quatre”-ს ასრულებდნენ 19-ე საუკუნის ოთხი დიდებული ბალერინა: მარია ტალიონი, შარლოტა გრიზი, ფანი ჩერიტო და ლუსლი გრან.


 
Pas de trois -- / პა დე ტღუა / ცეკვა სამისთვის.


 
Pas de valse -- / პა დე ვალს / ვალსის ნაბიჯი. კეთდება სხეულის გრაციული სრიალით ხელების სხვადასხვა მოძრაობებით. ნაბიჯი შეიცავს სამ მოძრაობას - გასრიალება, ნაბიჯი, შეცვლა – სრულდება 3/4 თვლაში, ნელი მოტრიალებით.


 
Pas emboite -- / პა ამბუატე / ფრ. ჩადება - იგი სრულდება cou-de-pied-ზე წინ ან უკან, ფეხების თანმიმდევრული გასროლით წინ ან უკან 45; 90 გრადუსზე. Emboite – კეთდება. ადგილზე, გადაადგილებით და ენ en tournant.


 
Pas marche -- / პა მაღშე / სიარული. ეს არის კლასიკური ბალერინას და მისი პარტნიორის ღირსეული სვლა.


 
Passe -- / პასე/ ფრ. გავლილი, ჩავლილი. ეს არის გავლითი და დამაკავშირებელი მოძრაობა ფეხის გადატანის დროს ერთი მდგომარეობიდან მეორეში, ერთი პოზიდან მეორეში. იგი შეიძლება შესრულდეს I-ლი პოზიციის გავლით იატაკზე და ასევე 45 და 90 გრადუსზე ნებისმიერი მიმართულებით. აგრეთვე სრულდება ნახტომში.


 
Passe par terre -- / პასე პაღ ტეღ / - გავლილი, ჩავლილი იატაკზე. ეს არის მოძრაობა, რომელიშიც მუშა ფეხის ტერფი იატაკზე სრიალი მოძრაობით გადადის ან წინ ან უკან.


 
Pas tombe, tombee -- / ტომბე / (ფრ. tomber ნიშნავს დაცემას). მოძრაობა, წონის გადადატანა ერთი ფეხიდან მეორეზე დაცემით demi-plie-ზე, რომელიც მთავრდება cou-de-pied-ზე, ცერით იატაკზე 45, 90 გრადუსზე ყველა მიმართულებასა და პოზებში. ეს მოძრაობა სრულდება ნახტომში, როგორც ყველა მიმართულებასა და პოზებში და en tournant დაცემით წინ, გვერდზე და უკან.


 
Petit, petite -- / პტი / პატარა, მცირე. კლასიკურ ცეკვაში ყველა პატარა მოძრაობის აღმნიშვნელი ტერმინი. მაგალითად: petit battement.


 
Pied а demi -- / პიე ა დემი / ნახევარტერფი.


 
Pied а pointe -- / პიე ა პუანტე / ტერფი 'პუანტზე'.


 
Pied а terre -- / პიე ა ტერ/ ტერფი იატაკზე. ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ტერფის პოზიციას, სადაც ტერფის მთლიანი ძირი მოთავსებულია იატაკზე.


 
Pied dans la main -- / პიე დან ლა მენ / ეს სავარჯიშო სრულდება ძელთან ნაბიჯის გასაწელად. მოცეკვავე ხელით ჩაჭიდებულია ფეხისგულს ან ქუსლს შიგა მხრიდან; ფეხი შემდეგ სწორდება (გამართულია) და წაღებულია მეორე პოზიციაში ჰაერში, ხელით კვლავ გიჭირავთ ტერფი.


 
Pieds cinq positions des -- / პიე სენკ პოზისიონ დე / ტერფების ხუთი პოზიცია. კლასიკური ცეკვის ხუთი ძირითადი პოზიცია, რომელიც ჩამოაყალიბა საფრანგეთის სამეფო აკადემიის დირექტორმა პიერ ბოშანმა, ანუ ის ძირითადი მდგომარეობები, რომელსაც ეყრდნობა და რომელზეც იგება საბალეტო ხელოვნება.
პირველი პოზიცია - (მოსამზადებელი პოზიცია) ამ პოზიციაში ტერფები იღებენ ხაზის ფორმაციას, ორივე ტერფი დგას ერთ სწორ ხაზზე ქუსლი ქუსლთან.
მეორე პოზიცია - ტერფები განლაგებულია ერთ ხაზზე ქუსლებს შორის ერთი ტერფის მანძილის დაშორებით.
მესამე პოზიცია - ერთი ტერფი არის მეორე ტერფის წინ, ქუსლები ეხება მეორე ტერფის კოჭის შუა ნაწილს.
მეოთხე პოზიცია - მეოთხე პოზიციაში ტერფების განლაგება გავს მესამე პოზიციის განლაგებას. ტერფები არიან პარალელურად და ერთი ტერფის დაშორებით ერთმანეთისგან. ეს არის კლასიკური მეოთხე პოზიცია მაგრამ ის ასევე შეიძლება გაკეთდეს ტერფებით პირველ პოზიციაში, მხოლოდ ერთი ტერფის დაშორებით ერთმანეთისგან. ცნობილია, როგორც quatrieme position croisee (გადაჯვარედინებული მეოთხე პოზიცია), მაშინ როცა მეორე ცნობილია, როგორც quatrieme position croisee ouvert (გახსნილი მეოთხე პოზიცია). დღეს-დღეობით quatrieme position croisee კეთდება ტერფების განლაგებით, როგორც მეხუთე პოზიციაში.
მეხუთე პოზიცია - ფრანგულ და რუსულ სკოლებში ტერფები არიან სრულად გადაჯვარედინებულები ისე, რომ წინა ტერფის ქუსლი ეხება უკანა ფეხის თითს და პირიქით.
 
Plie -- / პლიე / ( ფრ. plier – მოხრა, მოღუნვა). ნახევრად ჩაჯდომა - demi plie, ღრმად ჩაჯდომა - grand plieე, ანვითარებს მყესის სახსარს; მუხლის კუნთებს, რომელთა ელასტირუბა და სიძლიერე დიდ როლს თამაშობს კლასიკურ ცეკვაში. ჩაჯდომებში, განსაკუთრებით კი ღრმა ჩაჯდომებში, აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ზურგი, სადაც იგი ინარჩუნებს პირდაპირ (ვერტიკალურ) მდგომარეობას, რაც საშუალებას აძლევს ხერხემლის კუნთების სწორ განვითარებას.


 
Pique -- / პიკე / ფრ. ჩხვლეტა. კლასიკურ ცეკვაში გაჭიმული ფეხის მოძრაობა. იგი სრულდება ნებისმიერი მიმართულებით ან პოზაში.


 
Pirouette -- / პიღუეტ / ტრიალი. ეს არის ტანის მთლიანი ბრუნი ერთ ფეხზე ნახევარტერფზე ან “პუანტებზე”. Pirouette-ი შესაძლებელია შესრულდეს en dehors, en dedans ნებისმიერი პოზიციიდან, მუშა ფეხი შესაძლებელია იყოს cou-de pied-ზე, შუა წვივზე და tire-bouchon. ზემოთ ჩამოთვლილი Pirouette-ბისაგან განსხვავებული ფორმას წარმოადგენს quatre pirouette (ფრ.ოთხზე გაყოფა) ტრადიციული კომბინაცია, რომელიც შედგება ოთხ სხვადსხვა ბრუნვითი მოძრაობებისაგან.


 
Pointe -- / პუანტ / ატლასის ბალეტის საცეკვაო ფეხსაცმელები. პირველი ბალერინა რომელიც შედგა 'პუანტებზე' იყო მარია ტალიონი. დროის განმავლობაში 'პუანტის' დამზადების ტექნიკა დაიხვეწა. დღეს დღეობით 'პუანტების' წვერები ('პუანტის' წვეტი) შედგება რამოდენიმე ფენისაგან, სპეცილური ძლიერი წებოსა და ფენებს შორის მასალისაგან. უმეტეს შემთხვევაში იკერება ინდივიდუალურად ბალერინებზე, რომლებიც შემდგომში ხელით აკერებენ თასმებს და ირგებენ ფეხზე.


 
Polka -- / პოლკა / ცეკვა (მუსიკალური ზომა 2/4), რომელიც პირველად ნაცეკვია ბოჰემიაში 1830 წელს. ის მოგვიანებით გავრცელდა პრაღიდან მთელს ევროპაში და ამერიკაშიც კი. ის გახდა ჩეხეთის ნაციონალური ცეკვა.


 
Polonaise -- / პოლონეზ / საზეიმო ცეკვა (მუსიკალური ზომა 3/4). ის შეიძლება დაინახოთ ისეთ ბალეტებში, როგორებიც არის `მძინარე მზეთუნახავი” და `გედების ტბა”.


 
Port de bras -- / პოღ დე ბღა / (ფრ. ხელების ტარება). ეს არის ხელების მოძრაობა ძირითადი პოზიციების დაცვით, თავის და ტანის მოძრაობით. არსებობს port de bras ექვსი ძირითადი ფორმა. grand port de bras გამოიყენება დიდი ტურების შესასრულებლად.


 
Poser -- / პოზე / ფრ. განთავსება, განლაგება, ადგილის მინიჭება. კლასიკური ცეკვის ძირითადი პოზებია: Croisee - / კღუაზე /; Ecartee - / ეკაღტე /; Effacee - / ეფასე /; Arabesque - / აღაბესკ /; Attitude – / ატიტუდ /.


 
Preobrajenskaya Olga -- / პრეობრაჟენსკაია ოლღა / (1871-1964 წ.წ.). იგი დაიბადა რუსეთში, პეტერბურგში. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ის დასაწყისში გახდა იმპერიული ბალეტის პრიმა ბალერინა, სამეფო კარის სამინისტრომ იგი დააჯილდოვა ორი ოქროს მედლით. 1917 წლიდან 1921 წლამდე იგი ასწავლიდა ბალეტის სახელმწიფო სასწავლებელში, პეტროგრადი (უწინ საიმპერიო სასწავლებელი პეტერბურგში). 1921 წელს მან დატოვა რუსეთი და გადავიდა საცხოვრებლად პარიზში, სადაც ასწავლიდა კერძოდ სანამ გარდაიცვლებოდა. იგი გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ბალეტის პედაგოგი.


 
Prima ballerine -- / პღიმა ბალეღინა / საბალეტო დასის წამყვანი ქალი მოცეკვავე. რუსული იმპერიული თეატრის დროს ეს სახელი დაერქვათ შესანიშნავ სოლო მოცეკვავეებს, რომლებიც ცეკვავდნენ მთავარ კლასიკურ როლებს.


 
Promenade, en -- / პღომენად / Promenade სეირნობა.


 
Preperation -- / პღეპაღასიონ / ფრ. მომზადება, სამზადისი. მოძრაობა, რომლითაც მოცეკვავე ემზადება, რომ შეასრულოს მოცემული მოძრაობა.


 
პანტომიმა -- სასცენო ხელოვნების უსიტყვო სახეობა, რომელშიც მხატვრული სახის შექმნის მთავარი საშუალება ტანის მოძრაობა, მიმიკა, ჟესტი, პლასტიკა, პატარა მოცულობის მუნჯური სცენა.


 
პარიკი -- ქსოვილზე დამაგრებული თმები. იკეთებს მსახიობი როლის შესაბამისად.


 
პაროდია -- იუმორისტული-სატირული, დამცინავი შიანაარსის ნაწარმოები, ვისიმე მანერების მიბაძვა გაქილვის მიზნით; მხატვრული სახის გაშარჟება, დამახინჯება.


 
პარტერი -- მაყურებელთა დარბაზის ცენტრალური ნაწილი სავარძლებით.


 
პარტია -- პარტიტურის ნაწილი, რომელსაც ერთი მომღერალი ან ინსტრუმენტი ასრულებს; ტენორის, სოპრანოს, როიალის, არფისა და ა.შ. პარტიები ცალ-ცალკე ბალეტსა და დრამაში; როლი ოპერაში, ბალეტში.


 
პარტიტურა -- ოპერის (ოპერეტის, ბალეტის) სრული სანოტო ტექსტი; მრავალხმიანი მუსიკალური ნაწარმოების პარტიათა ერთობლიობა; ნოტების წიგნი, რომელშიც ამა თუ იმ მუსიკის ყველა ხმის ჩანაწერია.


 
პარტნიორი -- სპექტაკლში თამაშის თანამონაწილე.


 
პეტიპა მარიუს -- დაიბადა 1818 წლის 11 მარტს მარსელში. საბალეტო ხელოვნებას იგი სწავლობდა მამასთან, ჟან-ანტუან პეტიპასთან. ასევე გაკვეთილებს იღებდა ავგუსტ ვესტრისაგან. ბავშობაში მონაწილეობას იღებდა მამამისის მიერ დადგმულ საბალეტო სპექტაკლებში. შემდგომში მუშაობდა ბალეტმეისტერად ქალაქ ნანტში. 1847 წელს იგი მიწვეულ იქნა პეტერბურგში. მისი პირველი დებიუტი შედგა პეტერბურგის დიდი თეატრის სცენაზე. ამის შემდეგ მუშაობდა რუსეთში – თავდაპირველად ბალეტის მოცეკვავისა და პედაგოგის ამპლუაში, 1862 წლიდან კი ბალეტმეისტერად. 1869 წლიდან 1903 წლის ჩათვლით ეკავა მთავარი ბალეტმაისტერის თანამდებობა. 1894 წელს პეტიპამ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. დღემდე მსოფლიოს დასები ასრულებენ მის მიერ შექმნილ შედევრებს.
პეტიპას მიერ დადგმული ბალეტებია:
  • ` პახიტა”
  • ` ფარაონის ქალიშვილი”
  • ` მეფე კანდავლი”
  • ` დონ კიხოტი”
  • ` ორი ვარსკვლავი”
  • ` ბაიადერა”
  • ` მძინარე მზეთუნახავი”
  • ` გედების ტბა”
  • ` რაიმონდ"
  • ` კორსარი”
  • ` წელიწადის ოთხი დრო"
  • ` არლეკინის მილიონები”
  • ` ჯადოსნური სარკე"
  • ` ვარდის კოკორის რომანი” და სხვა.
  •  
    პერსონაჟი -- მხატვრული ნაწარმოების, საცენო და სხვა სანახაობის მოქმედი პირი.


     
    პერინი მარია -- დაიბადა 1873 წლის 3 ოქტომბერს იტალიაში. 1916 წელს მან პირველმა ჩამოაყალიბა საქართველოში კლასიკური ცეკვის სტუდია, რომელიც 1920 წელს გადაკეთდა ზ. ფალიაშვილის თეატრთან არსებულ სკოლად. პერინის მოსწავლეები იყვნენ: ვ. ჭაბუკიანი; ნ. რამიშვილი; ი. სუხიშვილი; ე. ჩიკვაიძე; ე. გვარამაძე; ი. ალექსიძე; ი. არბატოვი; მ. ბაუერი; ს. სერგეევი; ს. ვირსალაძე და სხვები.


     
    პრემიერა -- სპექტაკლის, ოპერას, ბალეტის და სხვა სანახაობის პირველი წარმოდგენა; აღდგენილი ან განახლებული სპექტაკლის პირველი წარმოდგენა.


     
    პოლიფონია -- მრავალხმიანობა მუსიკაში, სიმღერაში.


     
    პრიმადონა -- ოპერასა და ოპერეტაში მთავარი პარტიების შემსრულებელი ქალი.


     
    პროგრამა -- სპექტაკლის, კონცერტის და სხვა სანახაობების სახელწოდება და მათ შემსრულებელთა და მომზადებაში მონაწილეთა დასახელების ფურცელი.


     
    პროლოგი -- ნაწარმოების შესავალი.


     
    პროსცენიუმი -- სცენის წინა, მაყურებელთან უახლოესი ნაწილი.


     
    პულტი -- ნოტსადები დახრილზედაპირიანი დგარი, დირიჟორის დასადგომი ადგილი დგარის წინ.


     
    Intro
    დოკუმენტური ფილმი
    "ბალეტი საქართველოში"
    ნინო ანანიაშვილი-
    სამხატვრო ხელმძღვანელი

    ზვიად ბაქრაძე-
    სასწავლებლის დირექტორი

    კონტაქტი:

    ვ. ვეკუას 1, 0105 თბილისი, საქართველო
    ტელ: 98 60 41, 93 12 63,
    ტელ../ფაქსი (+ 99532 ) 98 86 49
    e-mail:ballet_zuka @ yahoo.com

    გამოხმაურება






    © Copyright 2007 V. Chabukiani Tbilisi Ballet Art State School .
    Site created 2007.Tbilisi.Georgia